შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ თანამედროვე ტექნოლოგიებში ლიცენზირებული საავტორო პროგრამების შეძენის პროცესის მაკოორდინირებელი კომისიის შექმნის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№484
სარეგისტრაციო კოდი
010220020.10.003.018104
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 12/08/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №484

2014 წლის 12 აგვისტო

ქ.თბილისი

 

შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ თანამედროვე ტექნოლოგიებში ლიცენზირებული საავტორო პროგრამების შეძენის პროცესის მაკოორდინირებელი კომისიის შექმნის შესახებ
მუხლი 1
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსი­ლებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხ­ლისა და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შე­სა­ბამისად, საქართველოში ინოვაციური და ტექნოლოგიური ეკოსისტე­მის გაძლიერების, შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ თანამედროვე ტექ­­ნოლოგიებში ლი­ცენ­ზირებული საავტორო პროგრამების შეძენის პრო­­ცესის კოორდინა­ციის, საავტორო უფლებების მფლობელებთან სა­ქართვე­ლოს მთავრობის მიერ გასაფორმებელი ურთიერთგაგების მემო­რან­დუ­მების მომზადებისა და  ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით, საჭი­რო­ების შემთხვევაში, სათა­ნა­დო საკანონმდებლო ბაზის დასახვეწად წი­ნა­და­დე­ბე­ბის შემუშავების მიზნით, შეიქმნას შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ თანამედროვე ტექნოლოგიებში ლიცენზირებული საავტორო პროგრამების შეძენის პროცესის მაკოორდინირებელი კომისია (შემდგომში - კომისია) შემდეგი შემადგენ­ლობით:

ილია ბეგიაშვილი

საქართველოს მთავრობის კანცელარიის ად­მინისტრაციული დე­პარ­ტა­მენტის უფროსი, კომი­სიის თავმჯდომარე;

 

ლევან რაზმაძე

სსიპ ‑ სახელმწიფო შეს­ყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე, კომისიის წევრი;

დიმიტრი ქუმსიშვილი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი გან­ვი­თარების მინისტრის პირველი მოად­გილე, კომისიის წევრი;

გიორგი ჯავახიშვილი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოად­გი­ლე, კომისიის წევრი;

დავით ხუციშვილი

-

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოა­დ­გილე, კომისიის წევრი;

ალექსი ბატიაშვილი

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოად­გილე, კომისიის წევრი;

ქეთევან ნატრიაშვილი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე, კომისიის წევრი;

ლაშა ვერულავა

-

სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსი, კომისიის წევრი;

ავთანდილ კასრაძე

სსიპ - საქართველოს ინოვაციების და ტექნო­ლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოად­გილე, კომისიის წევრი;

თენგიზ აბაზაძე

საქართველოს მთავრობის კანცელარიის სა­ფინანსო დეპარტამენტის უფროსის მოვალე­ო­ბის შემსრულებელი, კომისიის წევრი;

გიორგი ცინაძე

საქართველოს მთავრობის კანცელარიის ად­მინისტრაციული დეპარტამენტის საინფო­რ­მა­ციო ტექნოლოგიების სამსახურის უფრო­სი, კომისიის წევრი;

ვახტანგ ბაჩიაშვილი

საქართველოს მთავრობის კანცელარიის იუ­რი­დიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი, კომისიის წევრი;

ქეთევან ქადაგიძე

სსიპ - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს კონსოლიდირებული ტენდერების ორ­გა­ნი­ზე­­ბის სამმართველოს უფროსი, კომისიის წე­ვ­რი.

 

 

მუხლი 2
კომისიამ, 2014 წლის 31 დეკემბრამდე, ხელი შეუწყოს თა­ნამედროვე ტექნოლოგიებში ლიცენზირებული საავტორო პროგრამების მფლობელთა ინტერესის გაზრდას საქართველოს ინოვაციური და ტექნო­ლოგიური განვითარების ხელშესაწყობად და ამ მიზნით:

ა) შეისწავლოს თანამედროვე ტექნოლოგიებში ლიცენზირებული სა­ავტორო პროგრამების მფლობელთა მიერ შექმნილი პროდუქტების „სახელ­მწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული შე­მ­სყიდველი ორგანიზაციების მიერ შესყიდვის მიზანშეწონილობა;

ბ) უზრუნველყოს ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით შე­რ­ჩეული საავტორო პროგრამის მფლობელთან საქართველოს მთავ­რო­ბის მიერ გასაფორმებელი ურთიერთგაგების მემორანდუმის პროექტის  მომზადება;

გ) აუცილებლობის შემთხვევაში, შეიმუშავოს შესაბამისი წინადადე­ბები საკანონმდებლო ბაზის სრულყოფის მიზნით.

მუხლი 3
დამტკიცდეს კომისიის თანდართული დებულება.
მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ თანამედროვე ტექნოლოგიებში ლიცენზირებული საავტორო პროგრამების შეძენის პროცესის მაკოორდინირებელი კომისიის დებულება
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ თანამედროვე ტექნოლო­გი­ებში ლიცენზირებული საავტორო პროგრამების შეძენის პროცესის მაკო­ორდინირებელი კომისია (შემდგომში - კომისია) შექმნილია საქართვე­ლოს მთავრობის დადგენილებით.

2. კომისიის უფლებამოსილება და საქმიანობის წესი გა­ნისაზღვრება ამ დებულებით.

3. კომისია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კო­ნსტიტუციით, საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით, საქართვე­ლოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით.

მუხლი 2. კომისიის  უფლებამოსილება

კომისია უფლებამოსილია:

ა) სახელმწიფო უწყებებიდან და სხვა დაწესებულებებიდან გამო­ით­ხოვოს დასკვნები და სხვა საჭირო ინფორმაცია;

ბ) განსაზღვროს მისი ცალკეული წევრების ფუნქციები;

გ) კომისიის თავმჯდომარის წარდგინებით, შექმნას სამუშაო ჯგუფი მასალის ანალიზისა და სხვა დავალებების შესასრუ­ლებ­ლად  და დაამ­ტ­კი­ცოს მისი ხელმძღვანელი;

დ) კონსულტაციისთვის მოიწვიოს ექსპერტი ან/და დარგის სპეცია­ლისტი.

მუხლი 3. კომისიის საქმიანობის წესი

1. კომისიას ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში - თავმჯდომარის დავალებით, კომისიის ერთ-ერ­თი წევრი.

2. კომისიის სხდომა მოიწვევა თვეში ერთხელ კომისიის თავმჯ­დო­მარის მი­ერ. რიგგარეშე კომისიის სხდომა მოიწვევა კომისიის მინიმუმ ორი წევ­რის მოთხოვნის შემთხვევაში. კომისიის სხდომა უფლება­მოსი­ლია, თუ მას ესწრება კომისიის წევ­რთა სრული შემადგენლობის ნახევარ­ზე მეტი.

3. კომისიის სხდომის დღის წესრიგს ამტკიცებს კომისიის თავმჯ­დო­მარე. კომისიის სხდომაზე  საკითხის ინიცირების უფლება აქვთ კომი­სიის თავმჯდომარეს ან/და წევრებს.

4. კომისიის სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება კომისიის დამ­ს­წ­რე წევრთა ხმათა უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ კომისიის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხ­ვე­ვა­ში, გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.

5. კომისიის წევრს, რომელიც არ ეთანხმება კომისიის გადაწყვეტი­ლებას, უფლება აქვს, წერილობით წარადგინოს თავისი აზრი, რომელიც უნდა დაერთოს კომისიის გადაწყვეტილებას.

6. კომისიის ნებისმიერი გადაწყვეტილება აისახება ოქმში, რომელ­საც ხელს აწერს კომისიის დამსწრე ყველა წევრი.

7. კომისიის ორგანიზაციულ საქმიანობას უზრუნველყოფს საქარ­თვე­ლოს მთავრობის კანცელარიის ად­მინისტრაციული დეპარტამენტის საინფო­რ­მა­ციო ტექნოლოგიების სამსახური.

მუხლი 4. სამუშაო ჯგუფი

1. სამუშაო ჯგუფის მიერ შესასრულებელი დავალების განსაზღვრა ხორციელდება კომისიის წერილობითი გადაწ­ყვეტილების საფუძველზე.

2. სამუშაო ჯგუფი შესრულებული სამუშაოს შესახებ აცნობებს კო­მი­სიას წერილობითი ანგარიშის წარდგენის სახით.

3. სამუშაო ჯგუფი თავისი შემადგენლობიდან ირჩევს სამუშაო ჯგუ­­ფის მომხსენებელს, რომელიც სამუშაო ჯგუფის მიერ შესრულებული სამუშაოს შესახებ მოახსენებს კომისიას.

4. სამუშაო ჯგუფის საქმიანობაზე პასუხისმგებელია სამუშაო ჯგუ­ფის ხელმძღვანელი, რომელსაც ამ დებულების მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნ­ქ­ტის შესაბამისად, ამტკიცებს კომისია.