თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, ძეგლთა დაცვის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №5 |
|
2014 წლის 11 აგვისტო ქ.თელავი |
|
განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულება
1. თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, ძეგლთა დაცვის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური (შემდგომში ,,სამსახური“) არის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც თავის საქმიანობას ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.
2. ეს დებულება განსაზღვრავს გამგეობის კულტურის, ძეგლთა დაცვის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დანიშნულებას, მართვის ორგანიზებას, ამოცანებს და უფლება - მოვალეობებს.
3. სამსახური თავის საქმიანობის განხორციელებისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“, ,,კულტურის შესახებ“ ,,კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ და „სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონებით, სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით და ამ დებულებით.
4. სამსახურის საშტატო განრიგი და მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
5. სამსახური ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე და ასრულებს კანონით გათვალისწინებულ უფლებებს და მოვალეობებს.
ა) მუნიციპალიტეტის მასობრივი კულტურული ღონისძიებების წლიური გეგმების შემუშავება;
ბ) კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების გამოვლენა, აღრიცხვა და მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნა;
გ) საერთაშორისო და ადგილობრივი კულტურული ღონისძიებების ჩატარება;
დ) კულტურის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობა;
ე) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების საქმიანობის კოორდინაცია და საგანმანათლებლო - სააღმზრდელო პროცესის ხელშეწყობა;
ვ) უზრუნველყოფს მოსახლეობის სპორტულ- გამაჯანსაღებელი პროგრამების შემუშავებას და ხელი შეუწყოს მის შესრულებას;
ზ) შეიმუშაოს მუნიციპალიტეტის მასობრივი სპორტული ღონისძიებების წლიური გეგმები;
თ) კოორდინაცია გაუწიოს საერთაშორისო და ადგილობრივი სპორტული ღონისძიებების ჩატარებას;
ი) ხელი შეუწყოს სპორტის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებას;
კ) ორგანიზებას უწევს სპორტულ ღონისძიებებს;
ლ) პოპულარიზაციას უწევს შემოქმედებით ჯგუფებს;
მ) შეიმუშავებს სპორტული ღონისძიებების წლიურ პროგრამებს;
ნ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
1. სამსახურს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს გამგებელი.
2. გამგეობის დებულების შესაბამისად, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტებს.
3. სამსახურის უფროსი:
ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია დაკისრებული უფლებებისა და მოვალეობების შესრულებაზე;
ბ) წარუდგენს გამგებელს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, მოსამსახურეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინალური პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;
გ) გამგებელს პერიოდულად წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;
დ) გამგებელს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს შესრულებულ სამუშაოთა შესახებ;
4. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.
1. სამსახურის მოსამსახურეს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ანთავისუფლებს გამგებელი.
2. მოსამსახურე პასუხისმგებელია გამგებელის, სამსახურის უფროსის წინაშე დაკისრებული ვალდებულებების შესრულებაზე.
3. მოსამსახურე უზრუნველყოფს გამგებელის, სამსახურის უფროსის, აგრეთვე თვითმმართველობის სამართლებრივი აქტებით დაკისრებული უფლება – მოვალეობების შესრულებას.
მუხლი 5. სამსახურის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის, რეორგანიზაციის და ლიკვიდაციის წესი
1. სამსახურის დებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანა, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.