სამშვიდობო და სხვა სახის ოპერაციების განსახორციელებლად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სამოქალაქო პერსონალის სტატუსით წარგზავნილ პირთა და სპეციალური წოდების მქონე პირთა სამივლინებო ზღვრული ყოველთვიური ნორმებისა და სხვა სოციალური პირობების განსაზღვრის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (6)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (14 მუხლი)
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №490 |
|
2014 წლის 12 აგვისტო ქ. თბილისი |
ა) სამშვიდობო და სხვა სახის ოპერაციების განსახორციელებლად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პერსონალის სტატუსით წარგზავნილ პირთა სამივლინებო ხარჯების ანაზღაურების წესი (დანართი №1);
ბ) სამშვიდობო და სხვა სახის ოპერაციებში მონაწილე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პერსონალის სტატუსით წარგზავნილ პირთა სამივლინებო ზღვრული ყოველთვიური ნორმები (დანართი №2);
გ) სამშვიდობო და სხვა სახის ოპერაციებში მონაწილე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პერსონალის სტატუსით წარგზავნილ პირთა სამივლინებო ზღვრული ყოველთვიური ნორმები (დანართი №3).
|
1. ეს წესი არეგულირებს „საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად, სამშვიდობო და სხვა სახის ოპერაციებში მონაწილე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პერსონალის სტატუსით წარგზავნილ პირთა (მათ შორის, შტატგარეშე მოსამსახურეთა) სამივლინებო ხარჯების ანაზღაურების საკითხებს.
2. სამშვიდობო და სხვა სახის ოპერაციებში მონაწილე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პერსონალის სტატუსით წარგზავნილ პირთა სამივლინებო ხარჯები შედგება მივლინების ყოველთვიური ანაზღაურების, კვების, მგზავრობის, განთავსების, საჭიროების შემთხვევაში, კავშირგაბმულობისა და სამედიცინო უზრუნველყოფის ხარჯებისაგან.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის (შემდგომში - მინისტრი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განისაზღვრება:
ა) სამშვიდობო და სხვა სახის ოპერაციებში მონაწილეობის რისკის დონე;
ბ) სამივლინებო ყოველთვიური ანაზღაურების ოდენობა, ამ დადგენილებით დამტკიცებული სამივლინებო ზღვრული ყოველთვიური ნორმების (დანართი #2) ფარგლებში.
ამ წესის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, სამხედრო მოსამსახურეებსა და სამოქალაქო პერსონალის სტატუსით წარგზავნილ პირებს მიეცემათ დანამატი სამივლინებო ყოველთვიური ანაზღაურების 30%-ის ოდენობით.
კვების, მგზავრობის, განთავსების, კავშირგაბმულობისა და სამედიცინო უზრუნველყოფის გასაწევი ხარჯების ოდენობა განისაზღვრება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ან/და იმ სახელმწიფოს შესაბამის ორგანოსთან შეთანხმებული პირობებით, რომლის დაქვემდებარებაშიც მივლინებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) სამხედრო მოსამსახურე და სამოქალაქო პერსონალის სტატუსით წარგზავნილი პირი.
მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ თანამდებობის პირს, იმ ქვეყნის ტერიტორიაზე, სადაც მივლინებულია, მივლინების პერიოდში აუნაზღაურდება თავის საქმიანობასთან და სამშვიდობო და სხვა სახის ოპერაციებში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული წარმომადგენლობითი და სხვა სახის ხარჯები. ამ სახის ხარჯების ოდენობას განსაზღვრავს მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
1. სამინისტროს სამხედრო მოსამსახურესა და სამოქალაქო პერსონალის სტატუსით წარგზავნილ პირს, რომელთაც გზავნიან სამსახურებრივ მივლინებაში, სრულად უნდა აუნაზღაურდეთ სამივლინებო ხარჯები მივლინებაში ყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც:
ა) კვების, მგზავრობის, განთავსების, საჭიროების შემთხვევაში, კავშირგაბმულობისა და სამედიცინო უზრუნველყოფის ხარჯების დაფარვას (შესაბამისი მომსახურების შესყიდვას) უშუალოდ ახორ-ციელებს სამინისტრო;
ბ) სამივლინებო ხარჯების დაფარვა ხდება სხვა შესაბამისი სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოების მიერ.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ სამინისტროს სამხედრო მოსამსახურესა და სამოქალაქო პერსონალის სტატუსით წარგზავნილ პირებს, რომლებიც სამსახურებრივი დავალების შესრულების გამო დროებით აღარ იმყოფებიან მივლინების ადგილას, უნარჩუნდებათ სამივლინებო ხარჯების ანაზღაურების უფლება ამ პერიოდში, მაგრამ, არა უმეტეს 15 დღის სამივლინებო ხარჯებისა.
1. სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეს და სამოქალაქო პერსონალის სტატუსით წარგზავნილ პირს სამივლინებო ყოველთვიური ანაზღაურების თანხა მიეცემა საანგარიშო თვის ბოლოს, სამსახურებრივ მივლინებაში ფაქტობრივად ყოფნის დღეების მიხედვით, დასვენებისა და უქმე, აგრეთვე, მივლინებაში გამგზავრებისა და მივლინებიდან დაბრუნების დღეების ჩათვლით. სხვა სახის სამივლინებო ხარჯების გაცემა შესაძლებელია განხორციელდეს მათ მიერ უკვე გაწეული ან გასაწევი ხარჯების ანაზღაურების გზით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამივლინებო ხარჯები სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეს და სამოქალაქო პერსონალის სტატუსით წარგზავნილ პირს, შეიძლება მიეცეს ავანსის სახით, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ოდენობით.
„სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, სამშვიდობო ოპერაციების განსახორციელებლად შექმნილ ქვედანაყოფში/ჯგუფში სამხედრო სამსახური ან ცალკეული სამხედრო მოსამსახურის მივლინება სამშვიდობო ოპერაციების ზონაში ჩაითვალოს სამხედრო სამსახურის გავლის განსაკუთრებულ პირობად.
ეს წესი ვრცელდება სხვა უწყების სამხედრო მოსამსახურეზე, თუ ის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ასრულებს სამსახურებრივ მოვალეობას სამინისტროში და მის სამივლინებო ხარჯებს ანაზღაურებს სამინისტრო.
სამივლინებო ხარჯების გაცემასა და დაბრუნებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, რომლებიც ამ წესით არ არის მოწესრიგებული, ვრცელდება საჯარო მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინების მარეგულირებელი შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი ნორმები.
დანართი №2
შენიშვნა: სამხედრო თანამდებობაზე დანიშნული სამოქალაქო პირის მივლინების ყოველთვიური ანაზღაურების ნორმა განისაზღვრება ამ დანართით გათვალისწინებული შესაბამისი თანამდებობის წოდებრივი ზღვრისათვის დადგენილი სამივლინებო ნორმის შესაბამისად.
|
დანართი №3
შენიშვნა: 1. სამხედრო მოსამსახურეს, რომელიც დანიშნულია/მივლინებულია დროებით შტატზე, აღნიშნულ შტატზე ყოფნის პერიოდში სამივლინებო ზღვრული ყოველთვიური ხარჯები აუნაზღაურდება ძირითადი საშტატო კატეგორიის შესაბამისად. 2. სამხედრო თანამდებობაზე დანიშნული სამოქალაქო პირის მივლინების ყოველთვიური ანაზღაურების ნორმა განისაზღვრება ამ დანართით გათვალისწინებული შესაბამისი თანამდებობის წოდებრივი ზღვრისათვის დადგენილი სამივლინებო ნორმის შესაბამისად. |
სამშვიდობო და სხვა სახის ოპერაციების განსახორციელებლად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სამოქალაქო პერსონალის სტატუსით წარგზავნილ პირთა და სპეციალური წოდების მქონე პირთა სამივლინებო ზღვრული ყოველთვიური ნორმებისა და სხვა სოციალური პირობების განსაზღვრის შესახებ
სამშვიდობო და სხვა სახის ოპერაციების განსახორციელებლად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პერსონალის სტატუსით წარგზავნილ პირთა სამივლინებო ზღვრული ყოველთვიური ნორმებისა და სხვა სოციალური პირობების განსაზღვრის შესახებ
მუხლი 1🔗
„საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის გათვალისწინებით, დამტკიცდეს:ამ დადგენილებით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსება განხორციელდეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის წლიური საბიუჯეტო კანონით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში.
დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 1 სექტემბრიდან.პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
დანართი №1სამშვიდობო და სხვა სახის ოპერაციების განსახორციელებლად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პერსონალის სტატუსით წარგზავნილ პირთა სამივლინებო ხარჯების ანაზღაურების წესი
მუხლი 1🔗
1. ეს წესი არეგულირებს „საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად, სამშვიდობო და სხვა სახის ოპერაციებში მონაწილე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პერსონალის სტატუსით წარგზავნილ პირთა (მათ შორის, შტატგარეშე მოსამსახურეთა) სამივლინებო ხარჯების ანაზღაურების საკითხებს. 2. სამშვიდობო და სხვა სახის ოპერაციებში მონაწილე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პერსონალის სტატუსით წარგზავნილ პირთა სამივლინებო ხარჯები შედგება მივლინების ყოველთვიური ანაზღაურების, კვების, მგზავრობის, განთავსების, საჭიროების შემთხვევაში, კავშირგაბმულობისა და სამედიცინო უზრუნველყოფის ხარჯებისაგან.№ სამხედრო წოდება/სამხედრო თანამდებობაზე დანიშნული სამოქალაქო პირის შესაბამისი თანამდებობის წოდებრივი ზღვარი/სამოქალაქო პერსონალის სტატუსის მქონე პირი სამივლინებო თანხა (აშშ დოლარი)1 პოლკოვნიკი 1 7702 ვიცე-პოლკოვნიკი 1 5703 მაიორი 1 3704 კაპიტანი 1 1905 უფროსი ლეიტენანტი 1 0906 ლეიტენანტი 1 0707 მთავარი სერჟანტი 1 0008 მასტერ სერჟანტი950 9 უფროსი სერჟანტი890 10 სერჟანტი860 11 უმცროსი სერჟანტი830 12 კაპრალი, კაპრალ-სპეციალისტი800 13 პირველი კლასის რიგითი770 14 რიგითი150 15 სამოქალაქო პერსონალის სტატუსის მქონე პირი 1 200 შენიშვნა: სამხედრო თანამდებობაზე დანიშნული სამოქალაქო პირის მივლინების ყოველთვიური ანაზღაურების ნორმა განისაზღვრება ამ დანართით გათვალისწინებული შესაბამისი თანამდებობის წოდებრივი ზღვრისათვის დადგენილი სამივლინებო ნორმის შესაბამისად. დანართი №3 სამშვიდობო და სხვა სახის ოპერაციებში მონაწილე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პერსონალის სტატუსით წარგზავნილ პირთა სამივლინებო ზღვრული ყოველთვიური ნორმები
|