საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2007 წლის 1 ოქტომბრის N3/181 ბრძანების დანართი N1-ში და დანართი N2-ში ტექნიკური ხარვეზის გამოსწორების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№03/153
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 13/08/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის

ბრძანება №03/153

2014 წლის 21 ივლისი

ქ. თბილისი

საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2007 წლის 1 ოქტომბრის №3/181 ბრძანების დანართ №1-ში და დანართ №2-ში ტექნიკური ხარვეზის გამოსწორების თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ:

1. 'ქ. თბილისში არსებული კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ნაგებობებისათვის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე' საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2007 წლის 1 ოქტომბრის №3/181 ბრძანების დანართ №1-ში და დანართ №2-ში გასწორდეს ტექნიკური ხარვეზი და შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:

ა) დანართი №1-ში შეტანილი რიგითი ნომერი 809 – პოლიკარპე კაკაბაძის ქ. 22, ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით – „ძმები კაკაბაძეების ქ. 22”, შესაბამისად, ამავე ბრძანების დანართ №2-ში, კულტურული მემკვიდრეობის ობიექტის/ ძეგლის სააღრიცხვო ბარათში სიტყვები: „პოლიკარპე კაკაბაძის ქ. 22” შეიცვალოს შემდეგი რედაქციით – „ძმები კაკაბაძეების ქ. 22” და ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართის შესაბამისად.

ბ) დანართ №1-ში შეტანილი რიგითი ნომერი 810 – პოლიკარპე კაკაბაძის ქ. 24, ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით – „ძმები კაკაბაძეების ქ. 24”, შესაბამისად, ამავე ბრძანების დანართ №2-ში, კულტურული მემკვიდრეობის ობიექტის/ ძეგლის სააღრიცხვო ბარათში სიტყვები: “პოლიკარპე კაკაბაძის ქ. 24” შეიცვალოს შემდეგი რედაქციით – „ძმები კაკაბაძეების ქ. 24” და ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართის შესაბამისად.

2. დაევალოს კულტურული მემკვიდრეობის სტრატეგიის, ორგანიზაციების კოორდინაციისა და ნებართვების დეპარტამენტს ამ ბრძანების ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში, ბრძანების პირველ პუნქტში მითითებული ობიექტის მონაცემების სამინისტროს ინტერნეტ-გვერდზე ასახვა.

3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს მთავრობაში (მისამართი: ქ. თბილისი, პავლე ინგოროყვას ქუჩა №7).

 

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი                               ალექსანდრე მარგიშვილი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი

809

ძმები კაკაბაძეეს  ქუჩა  22

 

 

 

კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ობიექტის/ძეგლის სააღრიცხვო

ბარათი №010208047

fas_HPIM0109

1. სახელწოდება – საცხოვრებელი სახლი

2. ადგილმდებარეობა / მისამართი – საქართველო, ქ. თბილისი, ძმები კაკაბაძეების ქუჩა 22

3. სახეობა – არქიტექტურის

4. თარიღი – მე-20 საუკუნის დასაწყისი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

810

ძმები კაკაბაძეეს  ქუჩა  24

კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ობიექტის/ძეგლის სააღრიცხვო

ბარათი №010208055

fas_HPIM4607

1. სახელწოდება – საცხოვრებელი სახლი

2. ადგილმდებარეობა / მისამართი – საქართველო, ქ. თბილისი, ძმები კაკაბაძეების ქუჩა 24

3. სახეობა – არქიტექტურის

4. თარიღი – მე-19 საუკუნის დასასრული