თიანეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული დაყოფისა და ადმინისტრაციული ერთეულების შექმნის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
14.08.2014 ძალადაკარგული 29.12.2015
გამომცემი ორგანო
ნომერი
№26
სარეგისტრაციო კოდი
010250000.35.154.016177
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 20/08/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №26

2014 წლის 14 აგვისტო

დ. თიანეთი

 

თიანეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული დაყოფისა და ადმინისტრაციული ერთეულების შექმნის შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” საქართველოს ორგანული კანონის მე-4 მუხლის  მე-3  და მე-4 პუნქტების და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
მართვის ოპტიმიზაციის მიზნით დაიყოს თიანეთის მუნიციპალიტეტი   და    შეიქმნას  შემდეგი  ადმინისტრაციული ერთეულები:
1. დ. თიანეთის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია -  დ. თიანეთი და სოფლები: ჭურჭელაურები, მამადაანები, საჭურე, თეთრახევა);
2. დ. სიონის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – (სამოქმედო ტერიტორია – დ. სიონი და სოფლები: ორხევი, საჯინიბო, ბადაანი, ბოჭორმა ომარაანი ფიჭვიანი, ყუდრო, გრძელველები);
3.   არტნის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ზემო არტანი, ქვემო არტანი, ბოდახევა, დულუზაურები, თეთრაულები, კვერნაულა, ლიშო, სახევი, სხლოვანი, ქუშხევი);
4. ახალსოფლის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ახალსოფელი, ჩაბანო,  გოჯიაანები, ჭიაურა, ხაიშო, კაწალო);
5. ზარიძეების ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ზარიძეები, ბუჭყინტა,  ვერხველი, ზემო შარახევი, ქვემო შარახევი, ზენამხარი, იარაჯულები, ივლიაანთგორი, ლახატო, საკრეჭიო,  ხოფცა, ჯიჯეთი);
6. ნაქალაქრის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები ზემო ნაქალაქარი, ქვემო ნაქალაქარი, ვეძათხევა, დორეულები, ბეწენწურები, მაგრანეთი, ზურაბები);
7. ჟებოტის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ჟებოტა, თეგერაანები, ძებნიაურები, ლელოვანი, თხილი);
8. სიმონიანთხევის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: სიმონიანთხევი, გორანა, ნადოკრა, თოლენჯი, მელიასხევი, ცალუღელაანთკარი, ჩიტაურები);
9. ტუშურების ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ტუშურები, კახოიანები, ალაჭანი, წიკვლიაანთკარი, ჯერვალიძეები);
10. ღულელების ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ღულელები, ბალებისხევი, წყაროთუბანი, ტოლაანთსოფელი, თრანი, სიონთგორი, ხადოელები კვერნაულა, კვირიასხევი, გუდანელები, თოხოლჩა);
11. ჩეკურაანთგორის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ჩეკურაანთგორი, ალოტი, ბოკონი, ევჟენტი, ველები, ძირხვნიანი);
12. ხევსურთსოფლის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ხევსურთსოფელი,  საყდრიონი, დევენაანთხევი).
მუხლი 2
ადმინისტრაციული ერთეულის საქმიანობას წარმართვას გამგებლის მიერ დანიშნული წარმომადგენელი,  რომელიც ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.
მუხლი 3
 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოების შექმნის და მათი დამტკიცების შესახებ" თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 27 აპრილის №32 დადგენილება
მუხლი 4
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე

თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემინდია შეთეკაური