ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (3)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (10 მუხლი)
|
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №35 |
|
2014 წლის 15 აგვისტო ქ. ზუგდიდი |
1. სამორინეს თითოეულ სათამაშო მაგიდაზე-კვარტალში 21000 (ოცდაერთი ათასი) ლარი;
2. თითოეულ სათამაშო აპარატზე-კვარტალში 2000 (ორი ათასი) ლარი;
3. თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე-საპრიზო ფონდის 10 %.
4. სისტემურ-ელექტრონული ფორმის სათამაშოებზე-კვარტალში 30000(ოცდაათი ათასი) ლარი;
5. ლატარიების მოწყობაზე-ლატარიის ბილეთებზე რეალიზაციიდან მიღებული ამონაგები თანხის 15 %.
6. აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე - კვარტალში 5000 (ხუთი ათასი) ლარი.
7. თითოეულ კლუბის მაგიდაზე - კვარტალში 4000 (ოთხი ათასი) ლარი.
|
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“–ს 93-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების საფუძველზე, „ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის, მე-3 მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, მე-5 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
შემოღებულ იქნას ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი.
მუხლი 2🔗
დადგინდეს მოსაკრებლის განაკვეთები სახეობის მიხედვით:წამახალისებელი გათამაშების მომწყობი ორგანიზატორი ვალდებულია ყოველკვარტალურად ადგილობრივ საგადასახადო ორგანოში წარადგინოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დამტკიცებული ფორმის დეკლარაცია და გადაიხადოს მოსაკრებელი არაუგვიანეს საანგარიშო კვარტლის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.
მუხლი 4🔗
წამახალისებელი გათამაშების მომწყობის (ორგანიზატორის) ყოველკვარტალური მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება საანგარიშო კვარტალში გათამაშებული საპრიზო ფონდის მიხედვით. ამასთანავე, წამახალისებელი გათამაშების ბოლო საანგარიშო კვარტალში მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება საპრიზო ფონდის ნარჩენი ღირებულებით (თანხით).
მუხლი 5🔗
სისტემურ ელექტრონული ფორმის თამაშობის მომწყობი (ორგანიზატორი) ვალდებულია ადგილობრივ საგადასახადო ორგანოში ყოველკვარტალურად წარადგინოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დამტკიცებული ფორმის დეკლარაცია და გადაიხადოს მოსაკრებელი არაუგვიანეს საანგარიშო კვარტლის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.
მუხლი 6🔗
სამორინეს სათამაშო მაგიდების, სათამაშო აპარატებისა და ტოტალიზატორის, ბინგოს, ლოტოს სალაროების მოწყობისას თამაშების ორგანიზატორები სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელს იხდიან მოსაკრებლის გადახდის ნიშნების შეძენისას.
მუხლი 7🔗
მოსაკრებლის გადახდის ადმინისტრირება ეთხოვოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის სამეგრელო, გურია, ზემო სვანეთის სამმართველოს.
მუხლი 8🔗
შემოღებული მოსაკრებელი მთლიანად ჩაირიცხოს ქალაქის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.
მუხლი 9🔗
დადგენილება გაეგზავნოს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის სამეგრელო, გურია, ზემო სვანეთის სამმართველოს.დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემერაბ ქვარაია
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 23.01.2018.
- როდის იქნა მიღებული „ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“?
- „ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ მიღებულია 15.08.2014. მიმღები ორგანო — ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №35. სარეგისტრაციო კოდი — 210020000.35.170.016035.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 3 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 23.01.2018-დან.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 10 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 23.01.2018 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“, №35, 15.08.2014, სარეგისტრაციო კოდი 210020000.35.170.016035 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.01.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2465146/