თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირების და საჯარო მოსამსახურეების თანამდებობრივი სარგოების ოდენობის დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
18.08.2014 ძალადაკარგული 30.01.2015
გამომცემი ორგანო
ნომერი
№14
სარეგისტრაციო კოდი
270070000.35.163.016195
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 20/08/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

 

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №14

2014 წლის 18 აგვისტო

ქ. თელავი

 

თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირების და საჯარო მოსამსახურეების თანამდებობრივი სარგოების ოდენობის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული  კანონის  „ადგილობრივი თვითმმართველობის  კოდექსი“  24-ე მუხლის  პირველი ნაწილის „დ.ე“ ქვეპუნქტის და  ,,ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების თაობაზე“ საქართველოს  პრეზიდენტის  2005 წლის 29 აგვისტოს №726  ბრძანებულებით დამტკიცებული წესის შესაბამისად, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირების და საჯარო მოსამსახურეების  თანამდებობრივი  სარგოები   დანართი №1-ის და დანართი №2-ის შესაბამისად.
მუხლი 2
დადგენილება ძალაში შევიდეს 2014  წლის 02 აგვისტოდან.

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეპაატა გიორგობიანი



დანართი 1

 

თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირების თანამდებობრივი სარგოები

 

 

საჯარო თანამდებობათა დასახელება

 

თანამდებობრივი

სარგო

 

1

გამგებელი

 

2650 ლარი

2

გამგებლის პირველი მოადგილე

 

1300 ლარი

3

გამგებლის მოადგილე

1250 ლარი

4

სამსახურის უფროსი

 

1000 ლარი

 


დანართი №2

 

თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეების თანამდებობრივი სარგოები

 

 

 

საჯარო თანამდებობათა დასახელება

 

თანამდებობრივი

სარგო

 

1

განყოფილების უფროსი

 

810 ლარი

2

გამგებლის წარმომადგენელი

800 ლარი

3

მთავარი სპეციალისტი

 

560 ლარი

4

წამყვანი სპეციალისტი

 

540 ლარი

5

სპეციალისტი

 

520 ლარი

6

დამლაგებელი

 

200 ლარი