ინსტრუქციაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) კანონი – ,,სასაქონლო ნიშნების შესახებ” საქართველოს კანონი;

ბ) საქპატენტი – საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი, ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სფეროში მოქმედი დამოუკიდებელი ორგანო;

გ) პარიზის კონვენცია – 1883 წლის 20 მარტს ხელმოწერილი სამრეწველო საკუთრების დაცვის პარიზის კონვენცია (გადასინჯულია სტოკჰოლმში 1967 წლის 14 ივლისს, შესწორებულია 1979 წლის 28 სექტემბერს);

დ) მადრიდის შეთანხმების ოქმი – „1989 წლის 27 ივნისს ხელმოწერილი ნიშნების საერთაშორისო რეგისტრაციის შესახებ მადრიდის შეთანხმების ოქმი;

ე) საერთაშორისო კლასიფიკატორი _ 1957 წლის 15 ივნისს ნიცის შეთანხმებით მიღებული და ხელმოწერილი საქონლისა და მომსახურების საერთაშორისო კლასიფიკატორი (გადასინჯულია სტოკჰოლმში 1967 წლის 14 ივლისს, ჟენევაში 1977 წლის 13 მაისს);

ვ) საქონლის ჩამონათვალი – სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციისათვის წარდგენილი საერთაშორისო კლასიფიკაციით დადგენილი საქონლის და/ან მომსახურების ნუსხა.

ზ) საქონელი – საქონელი და/ან მომსახურება;

თ) მოწმობა _ ამ კანონის შესაბამისად სასაქონლო ნიშნის მფლობელის სახელზე გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს მის განსაკუთრებულ უფლებებს;

ი) განაცხადი - მოწმობის გასაცემად აუცილებელი საბუთების ერთობლიობა, რომელიც ფორმდება ამ ინსტრუქციით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად;

კ) განმცხადებელი - ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ითხოვს მოწმობას;

ლ) პრიორიტეტი - უპირატესობა, რომლითაც სარგებლობს განაცხადი მასზე გვიან შეტანილ განაცხადთან შედარებით;

მ) საკონვენციო პრიორიტეტი - პარიზის კონვენციის მე-4 მუხლის თანახმად დადგენილი პრიორიტეტი;

ნ) საგამოფენო პრიორიტეტი - პარიზის კონვენციის მე-11 მუხლის თანახმად დადგენილი პრიორიტეტი;

ო) პატენტრწმუნებული – საქპატენტის პატენტრწმუნებულთა რეესტრში რეგისტრირებული ფიზიკური პირი, რომელიც კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს საქმიანობას ინტელექტუალური საკუთრების სფეროში.

პ) სააპელაციო პალატა – საქპატენტთან არსებული სამრეწველო საკუთრების ობიექტებზე უფლების მოპოვებასთან დაკავშირებით წარმოქმნილი დავის განმხილველი ორგანო;

ჟ) სასაქონლო ნიშნების იდენტურობა – სასაქონლო ნიშნების დამთხვევა ყველა ელემენტით;

რ) სასაქონლო ნიშნის დაუცველი ნაწილი – სასაქონლო ნიშნის ნაწილი, რომელზედაც არ ვრცელდება მფლობელის განსაკუთრებული უფლებები.

ს) დისკლამაცია -  განმცხადებლის მოთხოვნა სასაქონლო ნიშნის ნაწილზე არ გავრცელდეს მფლობელის განსაკუთრებული უფლება;

ტ) კოდი – ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (ისმო) სტანდარტით სტ.60 დადგენილი მონაცემთა იდენტიფიკაციის საერთაშორისო შეთანხმებით მიღებული სამნიშნა რიცხვითი კოდი.

უ) ქვეყნის კოდი – ისმო-ს სტანდარტით სტ.3 დადგენილი ქვეყნის, სამთავრობათშორისო და სხვა ორგანიზაციების დასახელების შესატყვისი ორნიშნა კოდი;

ფ) საერთაშორისო ბიურო – ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის საერთაშორისო ბიურო (ისმო);

ქ) საერთაშორისო განაცხადი – მადრიდის შეთანხმების ოქმის მე-3 მუხლის თანახმად საერთაშორისო რეგისტრაციისათვის წარდგენილი განაცხადი;

ღ) ბიულეტენი – სამრეწველო საკუთრების ოფიციალური ბიულეტენი;

ყ) რეესტრი – სასაქონლო ნიშნების რეესტრი.

თავი II

განაცხადის ფორმა და წარდგენის წე