„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2012 წლის 27 დეკემბრის №188 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
21.08.2014 ძალადაკარგული 21.08.2014
ნომერი
№139
სარეგისტრაციო კოდი
010340000.22.038.016393
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 21/08/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის

ბრძანება №139

2014 წლის 21 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2012 წლის 27 დეკემბრის №188 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2012 წლის 27 დეკემბრის №188 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში (სსმ, 21/06/2012, 010320020.22.038.016119) შევიდეს შემდეგი სახის ცვლილება:

  1. მე-7 მუხლის „გ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებზე სამსახურებრივი შემოწმების ჩატარება;“.

  2 . მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „მუხლი 15.

1. გენერალური ინსპექცია სამსახურებრივი შემოწმების შედეგად იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:

ა) სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში ადგენს შესაბამის დასკვნას;

ბ)სათანადო საფუძვლის არარსებობის შემთხვევაში მოხსენებითი ბარათის საფუძველზე გენერალური ინსპექციის უფროსის გადაწყვეტილებით ასრულებს სამსახურებრივ შემოწმებას;

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად შედგენილი დასკვნა უნდა იყოს დასაბუთებული და შეიცავდეს ფაქტობრივი გარემოებების აღწერასა და შეფასებით ნაწილს. დასკვნას ხელს აწერს გენერალური ინსპექციის თანამშრომელი, რომელიც უშუალოდ მონაწილეობდა სამსახურებრივი შემოწმების ჩატარებასა და დასკვნის შედგენაში, გენერალური ინსპექციის შესაბამისი შიდა სტრუქტურული ერთეულის უფროსი და გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე. დასკვნას ამტკიცებს გენერალური ინსპექციის უფროსი და შემდგომი რეაგირებისათვის წარუდგენს მინისტრს, რომელიც კანონმდებლობით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში იღებს სათანადო გადაწყვეტილებას.

3.  ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ შესაბამისად შედგენილი მოხსენებითი ბარათი სამსახურებრივი შემოწმების დასრულების თაობაზე უნდა იყოს დასაბუთებული. მოხსენებით ბარათს ხელს აწერს გენერალური ინსპექციის თანამშრომელი რომელიც უშუალოდ მონაწილეობდა სამსახურებრივი შემოწმების ჩატარებასა და მოხსენებითი ბარათის  შედგენაში, გენერალური ინსპექციის შესაბამისი შიდა სტრუქტურული ერთეულის უფროსი და გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე. მოხსენებითი ბარათი  საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად  წარედგინება გენერალური ინსპექციის უფროსს.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში გენერალური ინსპექცია ასევე უფლებამოსილია შეიმუშავოს რეკომენდაცია, თუ სამსახურებრივი შემოწმებისას გამოვლინდება სისტემური პრობლემა. რეკომენდაცია უნდა შეიცავდეს პრობლემის იდენტიფიკაციას და წინადადებებს მისი სავარაუდო გადაწყვეტის თაობაზე. რეკომენდაციას ხელს აწერს გენერალური ინსპექციის შესაბამისი შიდა სტრუქტურული ერთეულის უფროსი და გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე. რეკომენდაცია შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად  წარედგინება მინისტრს. .

  3. 21-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) ხელს აწერს გენერალური ინსპექციის მოთხოვნას და რეკომენდაციას, ასევე მოქალაქეთა და ორგანიზაციათა განცხადებების პასუხად გენერალურ ინსპექციაში მომზადებულ დოკუმენტაციას;“.

  4. 21-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის თ1 ქვეპუნქტი:

„თ1) ამტკიცებს და მინისტრს შემდგომი რეაგირებისთვის წარუდგენს სამსახურებრივი შემოწმების შედეგებზე შედგენილ დასკვნას.“.

5. 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ახდენს ჩატარებული შემოწმების შედეგების წინასწარ განხილვას, ხელს აწერს ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების შედეგებზე შედგენილ დასკვნას, მოხსენებით ბარათს და რეკომენდაციას;“.

6. 25-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) ეცნობა სამმართველოს მოსამსახურეთა მიერ მომზადებულ დოკუმენტაციას,  ხელს აწერს ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების შედეგებზე შედგენილ დასკვნას, მოხსენებით ბარათს და რეკომენდაციას და გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილის ხელმოწერის შემდეგ სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტს წარუდგენს გენერალური ინსპექციის უფროსს;“.

 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრიგიორგი მღებრიშვილი