„ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№3647
სარეგისტრაციო კოდი
120.090.000.05.001.002.420
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 44, 27/11/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

„ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1995, №№31-33, მუხ. 692) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, სამინისტროებს, უწყებებს, საწარმოებს, დაწესებულებებს, ორგანიზაციებს, კონცერნებს, ასოციაციებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და არსებული თავისუფალი სახსრებისა და საშუალებების გათვალისწინებით, საბიუჯეტო ურთიერთობის შეუცვლელად შეუძლიათ მიიღონ გადაწყვეტილება ვეტერანების სოციალური დაცვის დამატებითი შეღავათებისა და წახალისების შესახებ, რომლებიც ამ კანონით არ არის გათვალისწინებული.“.

2. მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ვეტერანების სოციალური დაცვის ღონისძიებები, რომლებიც დააწესეს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა, ფინანსდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან.“.

3. მე-20 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 20. ვეტერანების სოციალური დაცვის ღონისძიებების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება სამინისტროების, უწყებების, საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მიერ

ვეტერანების სოციალური დაცვის ღონისძიებების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების (საბიუჯეტოს გარდა) ანაზღაურებას სამინისტროების, უწყებების, საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მიერ განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.“.

4. 21-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. აღნიშნული კატეგორიის დაღუპული (გარდაცვლილი) ვეტერანის ნეშტის მომზადება გადასატანად, დაკრძალვის ადგილზე ნეშტის გადატანა, დაკრძალვა და საფლავის მოწყობა ხორციელდება საქართველოს იმ სამინისტროებისა და უწყებების ხარჯებით, რომელთა დაქვემდებარებულ ჯარებსა და დაწესებულებებში გადიოდნენ სამხედრო სამსახურს ან მუშაობდნენ დაღუპული (გარდაცვლილი) მეორე მსოფლიო ომის ინვალიდები ან მონაწილენი, სხვა სახელმწიფოების ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების ვეტერანები, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანები, სამხედრო ძალების ვეტერანები. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები უზრუნველყოფენ საფლავის ადგილის გამოყოფას დაღუპულის (გარდაცვლილის) საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ან სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე – საძმო სასაფლაოზე.“.

5. 22-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ხელს უწყობენ ვეტერანების საზოგადოებრივი გაერთიანებების საქმიანობას, ეხმარებიან ფინანსურად საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ნორმალური ფუნქციონირებისათვის გამოუყოფენ კეთილმოწყობილ სამუშაო ადგილებს, მოწყობილობას, ინვენტარსა და ქონებას.“.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი  მ. სააკაშვილი

თბილისი,

2006 წლის 10 ნოემბერი.

№3647–IIს