ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარებისა და პროგრამების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №16 |
|
2014 წლის 21 აგვისტო ქ. ზუგდიდი |
|
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარებისა და პროგრამების
მართვის სამსახურის დებულება
2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივ აქტების შესაბამისად.
3. სამსახურის საშტატო განრიგი განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით.
4. სამსახურს გააჩნია ბლანკი და ბეჭედი სახელწოდებით საქართველო, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარებისა და პროგრამების მართვის სამსახური
ა) ეკონომიკური დაგეგმვისა და სტატისტიკის განყოფილება;
ბ) პროგრამების მართვისა და მონიტორინგის განყოფილება.
გ) ადგილობრივი შემოსავლების განყოფილება.
2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება გამგეობის დებულების, ამ დებულების შესაბამისად და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის ბრძანებით სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი.
3. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან.
4. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება გამგეობის, ამ დებულების და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე.
5. განყოფილების მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება ამ დებულებით და განყოფილების მოხელეების ფუნქციების შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით.
6. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლება განისაზღვრება გამგეობის დებულებით და ,,საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის შესაბამისად.
სამსახური დადგენილი წესით განყოფილებების მეშვეობით უზრუნველყოფს შესაბამისი ფუნქციების შესრულებას.
ა) ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამის მომზადების ორგანიზებას, პროგრამის განსახორციელებლად დასკვნების, წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავებას;
ბ) ეკონომიკური განვითარების დასაგეგმად საჭირო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვებასა და დამუშავებას;
გ) ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების მიმდინარეობის შესახებ საჭირო ინფორმაციის შეგროვებას, დამუშავებასა და ანალიზს, სათანადო დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას;
დ) მუნიციპალიტეტის მონაწილეობით საწარმოების დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის საკითხებზე წინადადებების მომზადებას;
ე) მუნიციპალური პროექტების განხორციელების მიზნით კერძო ინვესტიციების მოზიდვასთან დაკავშირებით წინადადებების მომზადებას;
ვ) მუნიციპალიტეტის მონაწილეობით საინვესტიციო პროექტების შესადგენად საჭირო წინადადების მომზადებას;
ზ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კერძო ინვესტიციების ხელშეწყობისათვის წინადადებების მომზადებას;
თ) მუნიციპალური პროექტების კერძო ინვესტორებთან, მუნიციპალური განვითარების ფონდთან და დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობების წარმართვას;
ი) მუნიციპალიტეტის მონაწილეობით საინვესტიციო პროექტების განხორციელების ზედამხედველობას;
კ) განვითარების პროგრამების სწორად შედგენის მიზნით ინფორმაციების შეკრების, დამუშავების, ანალიზის განხორციელების უზრუნველყოფა შესაბამის სამსახურებთან და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ იურიუდიულ პირებთან;
ლ) მუნიციპალიტეტის სოციალ-ეკონომიკური განვითარების მდგომარეობის შესახებ SWOT ანალიზის განხორციელება;
მ) მუნიციპალიტეტში განვითარების პრიორიტეტების დადგენის მიზნით მოსახლეობის გამოკითხვების და კვლევების ჩატარება;
ნ) დასახლებათა საჭიროებების განსაზღვრისა და პრიორიტეტების დადგენის მიზნით მოსახლეობასთან შეხვედრების, საერთო კრების მოწვევის ორგანიზაცია;
ო) მოსახლეობასთან შეხვედრების საერთო კრებებზე განხილვის შედეგად განსაზღვრული პროექტების, პრობლემების, შედარებითი ანალიზის განხორციელება;
პ) მუნიციპალიტეტის რესურსების შეფასების შესახებ ანალიტიკური მასალების მომზადება;
ჟ) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შედგენაში მონაწილობის მიღება;
რ) მუნიციპალიტეტის საშუალოვადიანი და გრძელვადიანი განვითარების სოციალ-ეკონომიკური პროგრამების შედგენის ორგანიზება, მათი განხორციელებისა და განახლების კოორდინაცია და მათი შესრულების მიმდინარეობაზე გამგებლისათვის ანალიტიკური ინფორმაციის მომზადება;
ს) მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემური საკითხების მონაცემთა ბაზის შექმნა და მათ გადასაწყვეტად წინადადების შემუშავება;
ტ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
ა) მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამების, პროექტების შემუშავების კოორდინაცია და მის შესრულებაზე მონიტორინგის განხორციელება, ანალიზი და შესრულების მიმდინარეობაზე გამგებლისათვის პერიოდიული იფორმაციის მიწოდება;
ბ) მიღებული სტატისტიკური ინფორმაციების, მოსახლეობიდან, იურიდიული პირები დანშემოსული წერილების შესაბამის სამსახურებში განხილვის შემდგომ მიღებული წინადადებების აკუმულაცია და მათი გათვალისწინება საპროექტო წინადადებებში;
გ) მუნიციპალიტეტის განვითარების პროგრამების რეგიონალური განვითარების სტრატეგიებთან ჰარმონიზირების, თავსებადობის უზრუნველყოფისათვის შესაბამისი დოკუმენტების მომზადება;
დ) განვითარების პროგრამებზე მონაცემთა ბაზის შექმნა, არსებული რესურსების შესაბამისად ახალ პროგრამებსა და პროექტებში მათი გათვალისწინება;
ე) განვითარების პროგრამების პროექტების შედგენა, შესაბამის კომისიაზე განხილვის ორგანიზება, პრეზენტაციის მოწყობის ორგანიზაცია, საკრებულოში ინიციირება;
ვ) საკრებულოს მიერ მოწონებული საპროექტო წინადადებების შესაბამის სამინისტროში წარდგენა, შესაბამის კომისიაზე განხილვის პროცედურების დაჩქარების ხელშეწყობა;
ზ) მუნიციპალიტეტის ადგილობრივ ბიუჯეტის შედგენაში მონაწილობის მიღება;
თ) რეგიონის განვითარების გეგმის შედგენაში მონაწილეობის მიღება, სათანადო წინადადებების ინიცირება;
ი) საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან, ინვესტორ ბანკებთან (მსოფლიო ბანკი, აზიის ბანკი, ევროპის განვითარების ბანკი და სხვა განვითარების საკითხებზე ურთიერთობის ორგანიზება;
კ) განვითარების საკითხებზე საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ორგანიზება;
ლ) განვითარების საკითხებზე საქმიანი ურთიერთობის ორგანიზება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან, წყალმომარაგების კომპანიასთან, საგზაო დეპარტამენტთან, მუნიციპალური განვითარების ფონდთან და სხვა;
მ) განსახორციელებელი პროგრამებისა და განხორციელებული პროექტის შესახებ ბიულეტენის გამოშვების ორგანიზება;
ნ) შესრულებულ პროექტებზე საინფორმაციო პაკეტის, ანგარიშების მომზადება და შესაბამის უწყებებსა და სტრუქტურებში დადგენილ ვადაში წარდგენა;
ო) წლის შედეგების მიხედვით განვითარების ყველა სფეროში განხორციელებული პროექტების ანალიტიკური ინფორმაციების შედგენა და მომდევნო წლისათვის რეკომენდაციების შემუშავება;
პ) გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და სხვა დაინტერესებულ პირებისათვის შესაბამისი მეთოდოლოგიური დახმარების გაწევა უფლებამოსილების სფეროში;
ჟ) მოქმედი კანონმდებლობით, მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებითა და სამსახურის დებულებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.
ა) მოსაკრებელს დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის:
ბ) მოსაკრებელს მშენებლობის ნებართვისათვის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა);
გ) სათამაშო ბიზნეს-მოსაკრებელს;
დ) არასასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარის გადასახადს;
ე) არასაგადასახადო შემოსავლების ნაშთების მოსაკრებელს:
ვ) არასაცხოვრებელი ფართის იჯარის გადასახადს;
ზ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების გასხვისების (გაყიდვის) შედეგად მიღებულ შემოსავლებს;
თ) არაფინანსური აქტივების რეალიზაციიდან მისაღები სახსრების ამოღებას;
ი) კანონით და ადგილობრივი ნორმატიული აქტებით დადგენილი შემოსავლების მობილიზაცია.
2. სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) ადგილობრივი მოსაკრებლების გადამხდელთა ბაზის შექმნას და მათ მიერ შესასრულებელი ვალდებულებების პერიოდულ ანალიზს;
ბ) ადგილობრივი მოსაკრებლების თაობაზე წინადადებებისა და გადაწყვეტილებების პროექტების მომზადებას;
გ) კანონით დადგენილი ადგილობრივი მოსაკრებლების დაგეგმვასა და აღრიცხვას წლის, კვარტლისა და თვეების მიხედვით, ცალკეული გადამხდელების მიხედვით;
დ) კანონით დადგენილი მოსაკრებლების ამოღებას საკრებულოს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად;
ე) გადამხდელებზე სათანადო ინფორმაციების მიწოდებას, გადასახადის ვადების, მოცულობის შესახებ;
ვ) შემოსული განცხადებების, მიმართვების (წერილების) მიღება-განხილვას;
ზ) თავის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხის სრულყოფილი განხილვა-გადაწყვეტისათვის ურთიერთობის წარმოებას გამგეობის სხვა სამსახურებთან, ადმინისტრაციულ ორგანოებთან, დაწესებულებებთან, ორგანიზაციებთან;
თ) მონაწილეობს ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის შედგენასა და ფორმირებაში;
ი) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით ადგილობრივი თვითმმართველობისათვის განსაზღვრული ჯარიმების ამოღების ორგანიზებას;
კ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
სამსახური თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
1. სარგებლობს საბიუჯეტო სახსრებით;
2. უფლება აქვს მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკაშირებული ინფორმაცია; საჭიროების შემთხვევაში ცალკეულ საკითხთა განხილვის, დაზუსტებისა და დამუშავების მიზნით გამგებელთან შეთანხმებით მოიწვიოს გამგეობის სტრუქტურული და ტერიტორიული ორგანოების, დაწესებულებებისა და საწარმოების წარმომადგენლები, სპეციალისტები და მათგან გამოითხოვოს საჭირო ინფორმაცია;
3. სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ჩაატაროს თათბირები და სხვა ორგანიზებული ღონისძიებები; საჭიროების შემთხვევაში მოიწვიოს სპეციალისტები და ექსპერტები გამგებელთან შეთანხმებით.
1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სამსახურის ქვეგანყოფილებებისაგნ. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის გამგებელი. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი.
2. სამსახურის საჯარო მოხელეებს „საჯარო სამსახური სშესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.
3. სამსახურის თანამშრომელთა ფუნქციების შესრულება განისაზღვრება თანამდებობრივი ინსტრუქციებით, რომელსაც ამტკიცებს გამგებელი.
4. სამსახური ანგარიშვალდებულია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის წინაშე.
1. ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია სამსახურის მიერ დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე.
2. წარუდგენს გამგებელს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, მოსამსახურეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა მიერ მორიგი და დამატებითი შვებულების გამოყენების, მოსამსახურეთა მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ.
3. განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, სამსახურის მოსამსახურეთა თანამდებობრივ ფუნქციონალურ მოვალეობებს დამტკიცებული ინსტრუქციის შესაბამისად.
4. წარუდგენს გამგებელს ანგარიშს სამსახურის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ.
5. ხელს აწერს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ დოკუმენტებს.
6. ორგანიზაციას უწევს მოქალაქეების წინადადებების, განცხადებების, საჩივრების განხილვას.
7. ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლება-მოვალეობებს.
1. გააჩნდეს შესაბამისი სამუშაო პირობები, ისარგებლოს სამსახურში საოფისე ინვენტარითა და ტექნიკით;
2. თანამდებობრივ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია გამგეობის ხელმძღვანელობისგან, სტრუქტურული ერთეულების და ტერიტორიული ორგანოებისგან;
3. უარი თქვას ისეთი დავალების შესრულებაზე, რომელიც არ შეესაბამება მის სამუშაოთა აღწერილობას, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
4. მიიღოს თანამდებობრივი სარგო, პრემია და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დანამატები;
5. აუნაზღაურდეს სამსახურებრივი მივლინების ხარჯები;
6. ისარგებლოს ყოველწლიური შვებულებით;
7. ისარგებლოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებებით.
2. შეასრულოს შესაბამისი დებულებითა და თანამდებობრივი ინსტრუქციით განსაზღვრული სამსახურებრივი ფუნქციები;
3. ხელი მოაწერს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ დოკუმენტაციას;
4. დაიცვას სამსახურის შინაგანაწესები;
5. შეასრულოს სამუშაო გეგმებით გათვალისწინებული სამუშაოები;
6. დადგენილი პერიოდულობით და წესით, აგრეთვე ზემდგომი თანამდებობის პირის დავალების შესაბამისად მოამზადოს და წარადგინოს ანგარიშები შესრულებული სამუშაოს შესახებ;
7. გაუფრთხილდეს სამსახურის ქონებას, არ დაუშვას მისი არადანიშნულებითი გამოყენება. იზრუნოს კვალიფიკაციის ამაღლებაზე;
8. შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა მოვალეობები.
1. სამსახურის დებულებას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის წინადადებით საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულო.
2. დებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.