ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და გადასახადის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ

მიღების თარიღი 22.08.2014
ძალის დაკარგვა 07.02.2018
გამომცემი ორგანო ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტი
ნომერი №29
სარეგისტრაციო კოდი 200140010.35.173.016029
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/08/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 564 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
22.08.2014 მიღება
07.02.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (4)
1 ქალაქი ახალციხე
2 ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალში
ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე კახაბერ ბერიძე ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
N ზონის დასახელება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და გადასახადის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №29 2014 წლის 22 აგვისტო ქ. ახალციხე ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და გადასახადის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  საქართველოს ორგანული კანონის  24-ე  მუხლის პირველი ნაწილის „დ.ბ“  ქვეპუნქტისა და  საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-7  მუხლის პირველი ნაწილის  შესაბამისად, ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 1. შემოღებულ იქნეს ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადი და მისი განაკვეთები განისაზღვროს დანართის  შესაბამისად. 2. ცნობად იქნეს მიღებული, რომ ტერმინთა განმარტებები, ცნებების მნიშვნელობა, ადგილობრივი გადასახადების გადამხდელი პირი, გადასახადების გამოანგარიშების, გადახდისა და ანგარიშგების წესები და ვადები, აგრეთვე გადასახადისაგან გათავისუფლების შემთხვევები დადგენილია საქართველოს საგადასახადო კოდექსით. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეკახაბერ ბერიძე ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის განაკვეთები მუხლი 1🔗 1. საწარმოსათვის/ორგანიზაციისათვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვროს დასაბეგრი ქონების ღირებულების 1 პროცენტის ოდენობით. ამ პუნქტის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით). ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში მხოლოდ უძრავ ქონებასთან მიმართებით უნდა გაიზარდოს: ა)   2000 წლამდე მიღებულ აქტივებზე  –  3-ჯერ; ბ)   2000 წლიდან 2004 წლამდე მიღებულ აქტივებზე  –  2-ჯერ; გ)  2004 წელს მიღებულ აქტივებზე  –  1,5-ჯერ; დ)  იმ აქტივებზე, რომელთა მიღების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს – ამ   პუნქტის  „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ოდენობით. მუხლი 2🔗 საწარმოსათვის/ორგანიზაციისათვის, გარდა ამ დანართის მე-3 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა, ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვროს დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების  (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით) 1 პროცენტის ოდენობით. ამ მუხლის მიზნებისათვის ლიზინგით გაცემული დასაბეგრი ქონების საბალანსო ღირებულება არის ქონების გაცემის მომენტისათვის არსებული ღირებულება, ხოლო ყოველი მომდევნო წლისათვის ქონების ღირებულებად ითვლება აღნიშნული ქონების ნარჩენი საბალანსო ღირებულება, რომელიც ამ ქონებას ექნებოდა ლიზინგით არგაცემის შემთხვევაში. მუხლი 3🔗 სალიზინგო კომპანიისათვის ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე წლიური გადასახადი ლიზინგის მთელი პერიოდის განმავლობაში განისაზღვროს მის მიერ დასაბეგრი ქონების ლიზინგით პირველად გაცემის მომენტისათვის არსებული საბალანსო საწყისი ღირებულების - 0,5 პროცენტის ოდენობით. მუხლი 4🔗 ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი დიფერენცირებულია გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით, შემდეგი ოდენობით: ა) 40 000 - 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის - საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების  0,2  პროცენტის ოდენობით. ბ)  100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის - საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 1 პროცენტის ოდენობით. მუხლი 5🔗 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია ერთ ჰექტარზე: სახნავი  -  77 ლარი; სათიბები (ბუნებრივი/გაკულტურებული) – 19 ლარი; საძოვრები (ბუნებრივი/გაკულტურებული) – 15 ლარი; მუხლი 6🔗 სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში გამოყენებული ტყის მიწებისათვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია ერთ ჰექტარზე  (მათ შორის საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე) ამ დადგენილების მე-5 მუხლის 1-4 პუნქტებით დადგენილი შესაბამისი ოდენობით. მუხლი 7🔗 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების ერთ კვადრატულ მეტრზე წლიური გადასახადის განაკვეთია N ზონის დასახელება არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე გადასახადის ტერიტორიული კოეფიციენტი საბაზისო განაკვეთი  1 მ​2-ზე (ლარებში) წლიური გადასახადის განაკვეთი 1 მ​2-ზე (ლარებში) (3X4) 1 2 3 4 5 1 ქალაქი ახალციხე 0,45 0,24 0,108 2 ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალში 0,135 0,24 0,0324 მუხლი 8🔗 ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილი მიწის ერთ ჰექტარზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია 3 ლარი. მუხლი 9🔗 შესაბამისი დასაბეგრი ობიექტის მიხედვით, ქონების გადასახადისაგან განთავისუფლდეს: ა) ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელ სახლზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები (მათ შორის, ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული ინდივიდუალური ბინათმშენებლობის მიწის ნაკვეთები), რომლის ფართობი არ აღემატება 2000 კვადრატულ მეტრს. ბ) ავტოფარეხზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები, რომელთა ფართობი არ აღემატება 80 კვადრატულ მეტრს.