|
|
|
ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №30
|
|
2014 წლის 22 აგვისტო
ქ. ახალციხე
|
ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ
მუხლი 1
განისაზღვროს ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემდეგი განაკვეთები:
ა)
სამორინეს თითოეულ სათამაშო მაგიდაზე - კვარტალში 15 000 ლარის ოდენობით;
ბ)
თითოეულ სათამაშო აპარატზე - კვარტალში 1 500 ლარის ოდენობით;
გ)
თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე - საპრიზო ფონდის 10 პროცენტის ოდენობით;
დ)
სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობაზე - კვარტალში 30 000 ლარის ოდენობით;
ე)
აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე - კვარტალში 3000 ლარის ოდენობით.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
| ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე | | კახაბერ ბერიძე |