საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2008 წლის 16 ივლისის №3/165 ბრძანების დანართი №N2-ში ტექნიკური ხარვეზის გამოსწორების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის
ბრძანება №03/160
2014 წლის 12 აგვისტო
ქ. თბილისი
საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2008 წლის 16 ივლისის №3/165 ბრძანების დანართ №2-ში ტექნიკური ხარვეზის გამოსწორების თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ:
1. ქ. ბათუმში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებისათვის კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების შესახებ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2008 წლის 16 ივლისის №3/165 ბრძანების დანართ №2-ში გასწორდეს ტექნიკური ხარვეზი და შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:
ა) დანართი №2-ში – 'ზუბალაშვილის ქ. №38'-ის ფოტოსურათი (კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ობიექტის/ ძეგლის სააღრიცხვო ბარათი N020102224) შეიცვალოს დანართით წარმოდგენილი ნაგებობის ფოტოსურათით და ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართის შესაბამისად.
2. დაევალოს კულტურული მემკვიდრეობის სტრატეგიის, ორგანიზაციების კოორდინაციისა და ნებართვების დეპარტამენტს ამ ბრძანების ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში, ბრძანების პირველ პუნქტში მითითებული ობიექტის მონაცემების სამინისტროს ინტერნეტგვერდზე ასახვა.
3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს მთავრობაში (მისამართი: ქ. თბილისი, პავლე ინგოროყვას ქ. №7).
მინისტრი მიხეილ გიორგაძე
დანართი
| კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ობიექტის/ძეგლის სააღრიცხვო ბარათი №020102224 |
|
| 1. სახელწოდება – საცხოვრებელი სახლი 2. ადგილმდებარეობა / მისამართი – საქართველო, ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. №38 3. სახეობა – არქიტექტურის 4. თარიღი – XX ს-ის დასაწყისი |