საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №32 |
|
2014 წლის 27 აგვისტო ქ. ქუთაისი |
წესის დამტკიცების შესახებ
/დანართი №1 დადგენილებას თან ერთვის/
/დანართი №2 დადგენილებას თან ერთვის/
/დანართი №3 დადგენილებას თან ერთვის/
|
წ ე ს ი
2. წინამდებარე წესი არეგულირებს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ვებგვერდის ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელი პირისათვის ინფორმაციის ზუსტ და დროულ მიწოდებას ვებგვერდზე პროაქტიულად განთავსების მიზნით.
ა) ვებგვერდის დიზაინის მომზადებას და მასში ცვლილებების შეტანას;
ბ) ამ წესის მე–5 მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის განთავსებას.
2. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ვებგვერდის მისამართია: www.kutaisi.gov.ge
2. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე განთავსებული პროაქტიული ინფორმაციის გამოყენება თავისუფალია. დაინტერესებულ პირს უფლება აქვს გამოიყენოს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია ვებგვერდის მისამართის სავალდებულო მითითებით.
3. ვებგვერდისა და მასში განთავსებული ინფორმაციის საავტორო უფლებები დაცულია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით.
4. ამ მუხლით განსაზღვრული ინფორმაციის კატეგორიების მითითება ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე სავალდებულოა.
2. პროაქტიულ გამოქვეყნებასთან დაკავშირებით, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე იქმნება შესაბამისი გვერდი „პროაქტიული გამოქვეყნება“, რომელშიც განთავსდება წინამდებარე წესის მე–5 მუხლით განსაზღვრული ინფორმაცია.
3. პროაქტიული ინფორმაციის განთავსებაზე კონტროლს ახორციელებს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი და მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი.
4. პროაქტიული ინფორმაცია ვებგვერდზე განთავსდება PDF ფორმატში.
1. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციების, კომისიების დროებითი სამუშაო ჯგუფების ფუნქციების აღწერა;
2. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატისა და მისი სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტები /დებულება, შინაგანაწესი/;
3. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საქმიანობის შესახებ ანგარიში;
4. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ შემუშავებული სტრატეგიები, კონცეფციები და სამოქმედო გეგმები;
5. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის, მერის მოადგილეების, სტრუქტურული ერთეულების უფროსების/მერის წარმომადგენლების შესახებ ინფორმაცია: სახელი, გვარი, ფოტოსურათი, ბიოგრაფიული მონაცემები;
6. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიისა და მისი სტრუქტურული ერთეულების/ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების მისამართი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და ტელეფონის ნომერი, ფაქსის ნომერი, ცხელი ხაზის ნომერი;
7. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე და მე-40 მუხლების შესაბამისად საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით შემოსული განცხადებების შესახებ ზოგადი წლიური სტატისტიკა;
8. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული ბიუჯეტი;
9. სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმა;
10. ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები, რომლებიც ადმინისტრაციული ორგანოს შეფასებით, საზოგადოებრივი ინტერესის შემცველია;
11. ინფორმაცია იმ მოსაკრებლების, ტარიფებისა და საფასურების შესახებ, რომლებიც დადგენილია ან/და რომელთა გადახდევინებაც ხდება ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით.
სტანდარტი
2. მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია გაიცემა დაინტერესებული მხარის მიერ, განცხადებაში მითითებულ ელ–ფოსტაზე გაგზავნით ან მისივე მოთხოვნით კომპაქტურ დისკზე ჩაწერით.
3. თუ დაინტერესებული მხარის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის გაგზავნა მისი მოცულობიდან გამომდინარე შეუძლებელია გაგზავნილ იქნეს ელექტრონულად, მაშინ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი იტოვებს უფლებას მხარის თანხმობის შემთხვევაში, განახორციელოს მისი კომპაქტურ დისკზე ჩაწერა და მხარეს გადაახდევინოს „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად განსაზღვრული ოდენობა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესების დარღვევით წარდგენილი განცხადება არ განიხილება.
ა) ინფორმაციის მომთხოვნის მისივე დისკეტაზე ან კომპაქტურ დისკზე ინფორმაციის ჩაწერისას; ასევე მეხსიერების ბარათზე ჩაწერისას;
ბ) საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფოსტით გაგზავნისას;
გ) ფიზიკური პირებისათვის საჯარო დაწესებულებაში მათზე არსებული პერსონალური მონაცემების ასლის გადაღებისას.
2. საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის ოდენობა განსაზღურულია „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით.
2. ელექტრონულად მოთხოვნილი ინფორმაციის დამუშავება – მომზადების შემდგომ, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი/ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი წერილობითი სახით ადასტურებს ინფორმაციის გაცემას ან უარს აცხადებს ინფორმაციის გაცემაზე, რაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ვადების დაცვით ელექტრონულად ეცნობება განმცხადებელს.
3. ელექტრონული ფორმით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია უნდა გაიცეს „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით“ დადგენილი ვადების დაცვით.
4. მოთხოვნილი ელექტრონული საჯარო ინფორმაციის გაცემისათვის საჭირო ვადები აითვლება შესაბამისად, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატსა და ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ სამსახურში ოფიციალურად რეგისტრაციის მომენტიდან.
მოქალაქე – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – –
მცხოვრები – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – –
ტელ/მობ: – – – – – – – – – – – – – – –
ორგანიზაციის დასახელება: – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – –
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
გთხოვთ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე–40 მუხლის საფუძველზე, მოგვაწოდოთ – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – /მოთხოვნილი ინფორმაციის დასახელება/ ინფორმაცია ელექტრონული სახით. ასევე გთხოვთ:
1. მოთხოვნილი ინფორმაცია გადმოგვცეთ ქვემოთ მითითებული ელ.ფოსტის მისამართზე გადმოგზავნით – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – –;
2. მოთხოვნილი ინფორმაცია ჩაგვიწეროთ კომპაქტურ დისკზე და თანხმობას ვაცხადებთ შესაბამისი თანხის მითითების შესაბამისად, გადავიხადოთ „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ოდენობა;
3. მოთხოვნილი ინფორმაცია ჩაგვიწეროთ ჩემ/ჩვენ მიერ წარმოდგენილი მეხსიერების ბარათზე/ კომპაქტურ დისკზე;
4. მოთხოვნილი ინფორმაცია გამოგვიგზავნოთ წერილობითი ფორმით, ქსეროასლების სახით ან ამოგვიბეჭდოთ ლაზერულ პრინტერზე. თანხმობას ვაცხადებთ, შესაბამისი თანხის მითითების შესაბამისად, გადავიხადოთ „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ოდენობა;
/მონიშნეთ თქვენთვის მისაღები ფორმა/
დაინტერესებული პირი /განმცხადებელი/ ––––––––––––––––––––––
თარიღი: ––––––––––––