საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №83 |
|
2014 წლის 28 ნოემბერი ქ. წყალტუბო |
|
წ ე ს ი
2. წინამდებარე წესი არეგულირებს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ვებგვერდის ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელი პირისათვის ინფორმაციის ზუსტ და დროულ მიწოდებას ვებგვერდზე პროაქტიულად განთავსების მიზნით.
ა) ვებგვერდის დიზაინის მომზადებას და მასში ცვლილებების შეტანას;
ბ) ამ წესის მე–5 მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის განთავსებას.
2. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ვებგვერდის მისამართია: www.tskaltubo.ge.
2. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე განთავსებული პროაქტიული ინფორმაციის გამოყენება თავისუფალია. დაინტერესებულ პირს უფლება აქვს გამოიყენოს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია ვებგვერდის მისამართის სავალდებულო მითითებით.
3. ვებგვერდისა და მასში განთავსებული ინფორმაციის საავტორო უფლებები დაცულია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით.
4. ამ მუხლით განსაზღვრული ინფორმაციის კატეგორიების მითითება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე სავალდებულოა.
2. პროაქტიულ გამოქვეყნებასთან დაკავშირებით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე იქმნება შესაბამისი გვერდი „პროაქტიული გამოქვეყნება“, რომელშიც განთავსდება წინამდებარე წესის მე–5 მუხლით განსაზღვრული ინფორმაცია.
3. პროაქტიული ინფორმაციის განთავსებაზე კონტროლს ახორციელებს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი და გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი.
4. პროაქტიული ინფორმაცია ვებგვერდზე განთავსდება PDF ფორმატში.
1. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციების, კომისიების, დროებითი სამუშაო ჯგუფების ფუნქციების აღწერა.
2. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატისა და მისი სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტები /დებულება, შინაგანაწესი/.
3. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს საქმიანობის შესახებ ანგარიში.
4. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ შემუშავებული სტრატეგიები, კონცეფციები და სამოქმედო გეგმები.
5. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებლის, გამგებლის მოადგილეების, სტრუქტურული ერთეულების უფროსების, გამგებლის წარმომადგენლების შესახებ ინფორმაცია: სახელი, გვარი, ფოტოსურათი, ბიოგრაფიული მონაცემები.
6. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობისა და მისი სტრუქტურული ერთეულების, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების მისამართი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და ტელეფონის ნომერი, ფაქსის ნომერი, ცხელი ხაზის ნომერი.
7. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე და მე-40 მუხლების შესაბამისად საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით შემოსული განცხადებების შესახებ ზოგადი წლიური სტატისტიკა.
8. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული ბიუჯეტი.
9. სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმა.
10. ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები, რომლებიც ადმინისტრაციული ორგანოს შეფასებით, საზოგადოებრივი ინტერესის შემცველია.
11. ინფორმაცია იმ მოსაკრებლების, ტარიფებისა და საფასურების შესახებ, რომლებიც დადგენილია ან/და რომელთა გადახდევინებაც ხდება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით.
სტანდარტი
2. მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია გაიცემა დაინტერესებული მხარის მიერ, განცხადებაში მითითებულ ელ–ფოსტაზე გაგზავნით ან მისივე მოთხოვნით კომპაქტურ დისკზე ჩაწერით.
3. თუ დაინტერესებული მხარის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის გაგზავნა მისი მოცულობიდან გამომდინარე შეუძლებელია გაგზავნილ იქნეს ელექტრონულად, მაშინ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი იტოვებს უფლებას მხარის თანხმობის შემთხვევაში, განახორციელოს მისი კომპაქტურ დისკზე ჩაწერა და მხარეს გადაახდევინოს „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად განსაზღვრული ოდენობა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესების დარღვევით წარდგენილი განცხადება არ განიხილება.
ა) ინფორმაციის მომთხოვნის მიერ მისივე დისკეტაზე ან კომპაქტურ დისკზე ინფორმაციის ჩაწერისას; ასევე მეხსიერების ბარათზე ჩაწერისას;
ბ) საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფოსტით გაგზავნისას;
გ) ფიზიკური პირებისათვის საჯარო დაწესებულებაში მათზე არსებული პერსონალური მონაცემების ასლის გადაღებისას.
2. საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის ოდენობა განსაზღურულია „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით.
2. ელექტრონულად მოთხოვნილი ინფორმაციის დამუშავება – მომზადების შემდგომ, ქალაქ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი ან წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი წერილობითი სახით ადასტურებს ინფორმაციის გაცემას ან უარს აცხადებს ინფორმაციის გაცემაზე, რაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ვადების დაცვით ელექტრონულად ეცნობება განმცხადებელს.
3. ელექტრონული ფორმით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია უნდა გაიცეს „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით“ დადგენილი ვადების დაცვით.
4. მოთხოვნილი ელექტრონული საჯარო ინფორმაციის გაცემისათვის საჭირო ვადები აითვლება შესაბამისად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატსა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციულ სამსახურში ოფიციალურად რეგისტრაციის მომენტიდან.
მცხოვრები – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – –
ტელ/მობ: – – – – – – – – – – – – – – –
ორგანიზაციის დასახელება: – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – –
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
გთხოვთ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე–40 მუხლის საფუძველზე, მოგვაწოდოთ – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – /მოთხოვნილი ინფორმაციის დასახელება/
ინფორმაცია ელექტრონული სახით. ასევე გთხოვთ:
1. მოთხოვნილი ინფორმაცია გადმოგვცეთ ქვემოთ მითითებული ელ.ფოსტის მისამართზე გადმოგზავნით – –– – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – –.
2. მოთხოვნილი ინფორმაცია ჩაგვიწეროთ კომპაქტურ დისკზე და თანხმობას ვაცხადებთ შესაბამისი თანხის მითითების შესაბამისად, გადავიხადოთ „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ოდენობა.
3. მოთხოვნილი ინფორმაცია ჩაგვიწეროთ ჩემს/ჩვენს მიერ წარმოდგენილი მეხსიერების ბარათზე/ კომპაქტურ დისკზე;
4. მოთხოვნილი ინფორმაცია გამოგვიგზავნოთ წერილობითი ფორმით, ქსეროასლების სახით ან ამოგვიბეჭდოთ ლაზერულ პრინტერზე. თანხმობას ვაცხადებთ, შესაბამისი თანხის მითითების შესაბამისად, გადავიხადოთ „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ოდენობა.
/მონიშნეთ თქვენთვის მისაღები ფორმა/
დაინტერესებული პირი /განმცხადებელი/ ––––––––––––––––––––––
თარიღი: ––––––––––––