„საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის კრიტერიუმების, წარმოშობის დამადასტურებელი სერტიფიკატის ფორმის, მისი შევსებისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №420 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№510
სარეგისტრაციო კოდი
230210000.10.003.018130
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 27/08/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №510

2014 წლის 26 აგვისტო

ქ.თბილისი

 

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის კრიტერიუმების, წარმოშობის დამადასტურებელი სერტიფიკატის ფორმის, მისი შევსებისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №420 დადგენილებაში (სსმ, №172, 31/12/2010) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის კრიტერიუმების, წარმოშობის დამადასტურებელი სერტიფიკატის ფორმის, მისი შევსებისა და გაცემის წესის“ (დანართი №1):

1. მე-2 მუხლის:

ა) მე-5, 51 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გატანის დროს წარმოშობის სერტიფიკატები გაიცემა:

ა) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ; ან

ბ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს მიერ, გარდა  პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი EUR.1-ისა; ან

გ) საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ, გარდა  პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი EUR.1-ისა; ან

დ) საქართველოს ავტონომიურ რესპუბლიკებში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანოების მიერ, გარდა  პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი EUR.1-ისა; ან

ე) ყურძნისეული წარმოშობის პროდუქტების ექსპორტირებისას -საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ, გარდა  პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი EUR.1-ისა, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ განსაზღვრული წესით.

51. თუ წარმოშობის სერტიფიკატი გაიცემა საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის მიერ, სერტიფიკატის გაცემისათვის განაცხადი და ყველა საჭირო დოკუმენტაცია შეიძლება წარდგენილ იქნეს ელექტრონული ფორმით.

 6. თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში წარმოებულ საქონელზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო უშუალოდ ან წარმომადგენლის მეშვეობით გასცემს საქონლის საქართველოში წარმოშობის დამადასტურებელ შესაბამისი ფორმის სერტიფიკატს, გარდა პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი EUR.1-ისა.“;

ბ)  მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „11. საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი EUR.1 გაიცემა:

ა) „ერთის მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებსა და მეორეს მხრივ, საქართველოს შორის“ 2014 წლის 27 ივნისის ასოცირების შესახებ შეთანხმების I ოქმის შესაბამისად;

 ბ) „საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის თავისუ­ფა­ლი ვაჭრობის შესახებ“ 2007 წლის 21 ნოემბრის შეთანხ­მების II ოქმის შესაბამისად.“.

2. მე-16 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „3. საქართველოში წარმოშობის სერტიფიკატი EUR.1-ის გა­ცე­მისათვის უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია, სულ ცოტა 3 წლის განმავლობაში  შეინახოს განცხადებები ან საკონტროლო ეგზემპლარები, რომლებიც ეხება მის მიერ გა­ცემულ წარმოშობის სერტიფიკატებს -EUR.1-ებს.“;

ბ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. განმცხადებლის მიერ შესაბამისი რაოდენობის წარ­მოშობის სერტიფიკატი EUR.1-ის მიღება დასტურდება შესაბამის ეგზემპლარზე მისი ხელმოწერით.“;

გ) მე-13 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:

„ე)  შესაბამისობის სერტიფიკატი - ყურძნისეული წარმოშობის პროდუქტების ექსპორტის შემთხვევაში.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 1 სექტემბრიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი