ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო, ეკონომიკური განვითარების, ქონების მართვის და შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 27.08.2014
ძალის დაკარგვა 01.04.2015
გამომცემი ორგანო ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №9
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.175.016009
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/08/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ილია ჯიშკარიანი | ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 26.03.2015
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო, ეკონომიკური განვითარების, ქონების მართვის და შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №9
2014 წლის 27 აგვისტო
ქ. მცხეთა
ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო, ეკონომიკური განვითარების, ქონების მართვის და შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირევლი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ბ“ ,ქვეპუნქტის და 61-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საფინანსო-საბიუჯეტო, ეკონომიკური განვითარების, ქონების მართვის და შესყიდვების სამსახურის დებულება დანართი №1 -ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეილია ჯიშკარიანი
დანართი №1
ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო, ეკონომიკური განვითარების, ქონების მართვის და შესყიდვების სამსახურის დებულება
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებანი
1.1. ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო, ეკონომიკური განვითარების, ქონების მართვის და შესყიდვების სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის (ტექსტში შემდგომ - მერია) სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის (ტექსტში შემდგომ - მუნიციპალიტეტი) ერთიანი საფინანსო პოლიტიკის განხორციელებას; ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის შედგენას; დამტკიცებული ადგილობრივი ბიუჯეტის შესრულებას და საბიუჯეტო სახსრების მართვას; აკონტროლებს ფინანსური რესურსების რაციონალურ და ეფექტურ გამოყენებას; აგრეთვე მერიაში მომზადებული საფინანსო დოკუმენტების ვიზირებას. უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის ამოღებას; დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელებთან დასუფთავების მოსაკრებელთან დაკავშირებით ხელშეკრულების დადებას; საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“-ს 1461 მუხლით და ამავე კანონის 148-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ნაწილში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენას; უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტში ერთიანი ეკონომიკური პოლიტიკის განსაზღვრას და განხორციელებას; სტრატეგიული განვითარების პროექტის შემუშავებას და მისი განხორციელების კოორდინაციას; შესყიდვების განხორციელებას; ადგილობრივი ქონების აღრიცხვა-რეგისტრაციას, მართვასა და ეფექტურ გამოყენებას.
1.2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს საქართველოს ორგანული კანონის, მერიის დებულების, ამ დებულებისა, მოქმედი კანონმდებლობის და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
1.3. სამსახურის დაფინანსების წყაროა მერიის ბიუჯეტი.
1.4. სამსახური ანგარიშვალდებულია მერის წინაშე და ასრულებს კანონით გათვალისწინებულ და მერის მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებულ ამოცანებს.
მუხლი 2🔗.
სამსახურის სტრუქტურა
სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სპეციალისტებისაგან.
მუხლი 3🔗.
სამსახურის კომპეტენცია.
3.1. სამსახური უზრუნველყოფს:
ა) დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელთა აღრიცხვას; დასუთავების მოსაკრებელთან დაკავშირებით დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელთან ხელშეკრულებების დადებას და აღნიშნული მოსაკრებლის გადახდის მონიტორინგს; ხელშეკრულებით განსაზღვრული ანგარიშსწორების პირობების ინსპექტირებას (დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელთა მიერ მოწოდებული ინფორმაციის გადამოწმება);
ბ) დებიტორული დავალიანების მქონე დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელთა ინფორმირებას;
გ) ყოველთვიურად დასუფთავების მოსაკრებლის ქვითრების მომზადებასა და დარიგებას მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელთათვის; დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელთან ურთიერთშედარების აქტების შედგენას;
დ) დროებით შეჩერებული ან დახურული ობიექტების დაფიქსირებას შესაბამისი აქტით;
ე) საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“-ს 1461 და 148 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ნაწილში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენას, აღრიცხვის ჟურნალის წარმოებას და სხვა შესაბამისი ღონისძიებების გატარებას;
ვ) მუნიციპალიტეტის სტრატეგიული განვითარების პროგრამის პროექტის შემუშავებას, მონაწილეობის მიღებას სტრატეგიული განვითარების პროგრამის პროექტის საჯარო განხილვაში, საჯარო განხილვებისას გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების აღრიცხვას, მათ ანალიზს; სტრატეგიული განვითარების გეგმის შესრულების კოორდინაციას, სხვა დოკუმენტების მომზადებას;
ზ) მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტების განსაზღვრას;
თ) ადგილობრივი ბიუჯეტის სტრატეგიული განვითარების პროგრამით გათვალისწინებულ მიზნებთან შესაბამისობის შეფასებას, ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის და ბიუჯეტით გათვალისწინებული ხარჯებით მიღებული შედეგების ეფექტურობას;
ი) მერიის სტრუქტურული ერთეულების მიერ ეკონომიკური პოლიტიკის საკითხებზე მომზადებული წინადადებების შეფასებას;
კ) სხვა თვითმმართველ ერთეულებთან ეკონომიკური თანამშრომლობის პროექტების შედგენას და მათი განხორციელების კოორდინაციას;
ლ) წინადადებების მომზადებას მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბაზრების ფუნქციონირებასთან დაკავშირებით;
მ) თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების აღრიცხვას;
ნ) წინადადებების და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებას, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების თვითმმართველი ერთეულისათვის გადმოცემის შესახებ;
ო) ადგილობრივი ქონების გამოყენების მონიტორინგს, ამორტიზებული ქონების ჩამოწერასთან დაკავშირებული პროექტების მომზადებას;
პ) შესაბამისი წინადადებების, პროექტების მომზადებას, თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების მართვასთან და განკარგვასთან დაკავშირებით; აგრეთვე, წინადადებების მომზადებას მუნიციპალური ქონების კატეგორიის შეცვლის შესახებ;
ჟ) ბიუჯეტის პროექტის მომზადებას; ბიუჯეტის პროექტის შედგენის უზრუნველსაყოფად შესაბამისი მითითებების, წერილების, ინსტრუქციების, მიღებულ მაჩვენებელთა გაანგარიშების ფორმების მომზადებას;
რ) მერიის სტრუქტურული ერთეულების, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებების, თვითმმართველი ერთეულის მიერ დაფუძნებული საწარმოების ფინანსური მაჩვენებლების პროგნოზირების, ნაერთი ხარჯთაღრიცხვებისა და ხარჯთაღრიცხვების პროექტების ანალიზის ჩატარებას; საჭიროების შემთხვევაში წინადადებების მომზადებასა და მათ დაზუსტებას;
ს) თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შედგენის, სამუშაოების ორგანიზებას; საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან და მერიის სხვა სამსახურებთან კოორდინაციას, ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების გაანგარიშებათა მიხედვით, თვითმმართველი ერთეულის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამის საფუძველზე ბიუჯეტის პროექტის შემუშავებას და განსახილველად წარდგენას. მონაწილეობას თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვაში;
ტ) ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების განწერას კვარტალებისა და თვეების მიხედვით; ბიუჯეტის წლიური განწერის მიხედვით ადგილობრივი ბიუჯეტით გათვალისწინებული ღონისძიებების, პროგრამებისა და სამუშაოების დაფინანსებას; დაწესებულ ვადებში საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების ყოველი თვის, კვარტალური და წლიური ანგარიშების წარდგენას;
უ) ადგილობრივი ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის გაანალიზებას, ბიუჯეტის შემოსულობების გაზრდისა და გადასახდელებში ეკონომიის მიღებისათვის წინადადების მომზადებას;
ფ) მიზნობრივი და სარეზერვო ფონდების შექმნის შესახებ წინადადებების მომზადებას;
ქ) ფისკალურ საკითხებზე საქართველოს კანონმდებლობისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროდან მიღებული ნორმატიული აქტების შესწავლას, მათ დაყვანას შესრულებამდე და შესრულებაზე მეთოდურ დახმარებას;
ღ) ადგილობრივი ბიუჯეტის საგადასახადო და არასაგადასახადო შემოსავლებისა და ხარჯვითი ნაწილის წლიური პროგნოზების შედგენას, დეფიციტის მოსალოდნელ ოდენობას, მისი დაფარვის შესაძლო წყაროების დადგენას; ადგილობრივი ბიუჯეტით დადგენილი შემოსულობების შესახებ სისტემატური ინფორმაციის მიღებას;
ყ) ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის უშუალო აღსრულებასთან დაკავშირებულ სამუშაოთა კოორდინაციას და პასუხისმგებელია მასზე;
შ) ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებებისა და თვითმმართველი ერთეულის მიერ დაფუძნებული საწარმოების პერიოდული და წლიური ანგარიშების განხილვას და ანალიზს;
ჩ) წილობრივი მონაწილეობით შეწმნილი საწარმოებიდან კუთვნილი დივიდენდების დაგეგმვისა და ბიუჯეტში სრულად ჩარიცხვის მიზნით, თვითმმართველი ერთეულის მიერ დაფუძნებული საწარმოებისა და ორგანიზაციების ბალანსებისა და ანგარიშების კონტროლს და ანალიზს;
ც) ტენდერების და კანონით დადგენილი შესყიდვის სხვა საშუალებების ორგანიზებას;
ძ) შესყიდვების პროცესის საჯაროობასა და გამჭვირვალობას;
წ) შესყიდვების წლიური გეგმის პროექტის მომზადებას; დამტკიცებული შესყიდვების წლიური გეგმის შესაბამისად შესყიდვების მომზადებასა და განხორციელებას; მუნიციპალური შესყიდვების ორგანიზაციების პროცედურებისა და სანიმუშო დოკუმენტების ფორმების მომზადებას; შესყიდვის ხელშეკრულების პროექტის მომზადებას;
ჭ) ერთიანი სისტემატიზებული ფორმით ინფორმაციის შეგროვებას დაგეგმილი და წარმოებული მუნიციპალური შესყიდვების, მუნიციპალური შესყიდვის არსებული და შესაძლო ობიექტის პოტენციური მომწოდებლებისა და მუნიციპალურ შესყიდვებში მონაწილე ორგანიზაციების, მათ მიერ საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოების მოწოდებაზე გაკეთებული შემოთავაზებების, აგრეთვე მათ მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესახებ;
ხ) შესყიდვების ჩატარების შესახებ პერიოდული და ყოველწლიური ანგარიშების შედგენას;
ჯ) მოქალაქეებისაგან შემოსული წერილების და განცხადებებისა განხილვასა და შესაბამისი დასკვნების და წერილების მომზადებას;
ჰ) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით და მერის დავალებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელებას.
მუხლი 4🔗.
სამსახურის უფროსი
4.1. სამსახურის უფროსი:
ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ სამსახურის მიერ დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
ბ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა შორის;
გ) მერს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით; საჯარო მოსამსახურეთა წახალისების და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, საჯარო მოსამსახურეთა მიერ მორიგი და დამატებითი შვებულებების გამოყენების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;
დ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს; სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს;
ე) მერს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;
ვ) ანგარიშვალდებულია მერის წინაშე, რომელსაც პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ;
4.2. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის დავალებით, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის სხვა საჯარო მოსამსახურე.
მუხლი 5🔗.
დასკვნითი დებულება
სამსახურის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.