ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №19 |
|
2015 წლის 26 მარტი ქ. მცხეთა |
|
და შესყიდვების სამსახურის დებულება
2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, მერიის დებულების, ამ დებულების, მოქმედი კანონმდებლობისა და ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
3. სამსახურის დაფინანსების წყაროა ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი.
4. სამსახური ანგარიშვალდებულია ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის წინაშე და ასრულებს კანონით გათვალისწინებულ და მერის მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებულ ამოცანებს.
ა) სამსახურის განყოფილებებია:
ა.ა) ბიუჯეტის დაგეგმვისა და საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილება;
ა.ბ) შესყიდვების განყოფილება.
ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ სამსახურის მიერ დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
ბ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა შორის;
გ) მერს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, საჯარო მოსამსახურეთა წახალისების და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, საჯარო მოსამსახურეთა მიერ მორიგი და დამატებითი შვებულებების გამოყენების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;
დ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს, სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს;
ე) მერს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;
ვ) ანგარიშვალდებულია საკრებულოსა და მერის წინაშე და პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ.
2. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის დავალებით სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს ამავე სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი ან სამსახურის სხვა საჯარო მოსამსახურე.
2.განყოფილების უფროსი :
ა) წარმართავს განყოფილების საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ განყოფილების მიერ დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
ბ) ანაწილებს ფუნქციებს განყოფილების საჯარო მოსამსახურეთა შორის;
გ) განსაზღვრავს განყოფილების საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს; სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს;
3. განყოფილების უფროსი ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის წინაშე.
4. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის წარდგინებით მერის ბრძანების საფუძველზე, განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ასრულებს სამსახურის ამავე განყოფილების ერთ-ერთი საჯარო მოსამსახურე.
2. ბიუჯეტის დაგეგმვისა და საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილება:
ა) განყოფილება უზრუნველყოფს:
ა.ა) შესაბამისი მითითებების, ინსტრუქციების და მიღებულ მაჩვენებელთა გაანგარიშების ფორმების მომზადებას ბიუჯეტის პროექტის შედგენის მიზნით, დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილებების განსახორციელებლად შესაბამისი ცვლილების პროექტის მომზადებას;
ა.ბ)ადგილობრივი ბიუჯეტის სტრატეგიული განვითარების პროგრამით გათვალისწინებულ მიზნებთან შესაბამისობის, ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის და ბიუჯეტით გათვალისწინებული ხარჯებით მიღებული შედეგების ეფექტურობას;
ა.გ) მერიის სტრუქტურული ერთეულების, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებების, ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) და სამეწარმეო იურიდიული პირების ფინანსური მაჩვენებლების პროგნოზირების, ნაერთი ხარჯთაღრიცხვებისა და ხარჯთაღრიცხვების პროექტების ანალიზის ჩატარებას, საჭიროების შემთხვევაში წინადადებების მომზადებასა და მათ დაზუსტებას;
ა.დ) ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შედგენის ორგანიზებას, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან და მერიის სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინაციას, ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების გაანგარიშებათა მიხედვით, ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამის საფუძველზე, ბიუჯეტის პროექტის შემუშავებას და განსახილველად წარდგენას, მონაწილეობას ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვაში;
ა.ე) ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების გაწერას კვარტალებისა და თვეების მიხედვით, დამტკიცებული წლიური ბიუჯეტის შესაბამისად, ღონისძიებების, პროგრამებისა და სამუშაოების დაფინანსებას, დაწესებულ ვადებში საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთვის ბიუჯეტის შესრულების ყოველი თვის, კვარტალური და წლიური ანგარიშების წარდგენას;
ა.ვ) ადგილობრივი ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის გაანალიზებას, ბიუჯეტის შემოსულობების გაზრდისა და გადასახდელებში ეკონომიის მიღებისათვის წინადადების მომზადებას;
ა.ზ) მიზნობრივი და სარეზერვო ფონდების შექმნის შესახებ წინადადებების მომზადებას;
ა.თ) ფისკალურ საკითხებზე საქართველოს კანონმდებლობისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროდან მიღებული ნორმატიული აქტების ანალიზს და მათ დაყვანას შესრულებამდე;
ა.ი) ადგილობრივი ბიუჯეტის საგადასახადო და არასაგადასახადო შემოსავლებისა და ხარჯვითი ნაწილის წლიური პროგნოზების შედგენას, დეფიციტის მოსალოდნელი ოდენობის, მისი დაფარვის შესაძლო წყაროების დადგენას, ადგილობრივი ბიუჯეტით დადგენილი შემოსულობების შესახებ სისტემატური ინფორმაციის მიღებას;
ა.კ) ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის უშუალო აღსრულებასთან დაკავშირებულ სამუშაოთა კოორდინაციას და პასუხისმგებელია მასზე;
ა.ლ) ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებებისა და ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) და სამეწარმეო იურიიდული პირების პერიოდული და წლიური ანგარიშების განხილვასა და ანალიზს;
ა.მ) წილობრივი მონაწილეობით შეწმნილი საწარმოებიდან კუთვნილი დივიდენდების დაგეგმვისა და ბიუჯეტში სრულად ჩარიცხვის მიზნით, ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების და ორგანიზაციების ბალანსების და ანგარიშების კონტროლს და ანალიზს.
3. შესყიდვების განყოფილება
ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით განყოფილება:
ა.ა) ახორციელებს ტენდერების და კანონით დადგენილი შესყიდვის სხვა საშუალებების ორგანიზებას;
ა.ბ) შესყიდვების წლიური გეგმის და გეგმაში განსახორციელებელი ცვლილების პროექტების მომზადებას, დამტკიცებული შესყიდვების წლიური გეგმის შესაბამისად შესყიდვების მომზადებასა და განხორციელებას, მუნიციპალური შესყიდვების ორგანიზაციების პროცედურებისა და სანიმუშო დოკუმენტების ფორმების მომზადებას, შესყიდვის ხელშეკრულების მომზადებას;
ა.გ) შესყიდვების პროცესის საჯაროობასა და გამჭვირვალობას;
ა.დ) ერთიანი სისტემატიზებული ფორმით ინფორმაციის შეგროვებას დაგეგმილი და წარმოებული მუნიციპალური შესყიდვების, არსებული და შესაძლო ობიექტის პოტენციური მომწოდებლების, შესყიდვებში მონაწილე ორგანიზაციების, მათ მიერ საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოების მოწოდებაზე გაკეთებული შემოთავაზებების და ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესახებ;
ა.ე) შესყიდვების ჩატარების შესახებ პერიოდული და ყოველწლიური ანგარიშების შედგენას;
ა.ვ) კომპეტენციის ფარგლებში შემოსული წერილების და განცხადებების განხილვას, შესაბამისი დასკვნების და წერილების მომზადებას;
ა.ზ) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით და მერის დავალებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელებას.
2. სამსახურის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.