საპატიო წოდებების მინიჭების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქი ბათუმის საკრებულოს დადგენილება №31 |
|
2014 წლის 29 აგვისტო ქ. ბათუმი |
დებულების დამტკიცების თაობაზე
|
საპატიო წოდებების მინიჭების შესახებ
ა) საპატიო ბათუმელი;
ბ) ბათუმის საპატიო მოქალაქე;
გ) დამსახურებული მოღვაწე (მაგ. დამსახურებული ექიმი, დამსახურებული პედაგოგი, დამსახურებული არქიტექტორი და სხვა).
2. საპატიო წოდება შეიძლება მიენიჭოს როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ან მოქალაქეობის არმქონე სრულწლოვან ფიზიკურ პირს, განურჩევლად ეროვნებისა, სოციალური მდგომარეობისა, საზოგადოებრივ-პოლიტიკური შეხედულებისა და რელიგიური აღმსარებლობისა.
3. საპატიო ბათუმელის წოდება შეიძლება მიენიჭოს ქალაქ ბათუმში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც თავისი საზოგადოებრივი, პროფესიონალური, სამეცნიერო ან/და სხვა საქმიანობით (მოღვაწეობით) აქვს:
ა) განსაკუთრებული დამსახურება ქალაქ ბათუმის ან/და საქართველოს წინაშე;
ბ) მნიშვნელოვანი წვლილი შეტანილი ქალაქ ბათუმის ან/და საქართველოს განვითარების საქმეში;
გ) მნიშვნელოვანი წვლილი შეტანილი ქალაქ ბათუმთან მეგობრული კავშირების განმტკიცებაში.
4. ბათუმის საპატიო მოქალაქის წოდება შეიძლება მიენიჭოს საქართველოს მოქალაქეს, რომელიც არ ცხოვრობს ქალაქ ბათუმში, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქესა და მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელსაც თავისი საზოგადოებრივი, პროფესიონალური, სამეცნიერო ან/და სხვა საქმიანობით (მოღვაწეობით) აქვს:
ა) განსაკუთრებული დამსახურება ქალაქ ბათუმის ან/და საქართველოს წინაშე;
ბ) მნიშვნელოვანი წვლილი შეტანილი ქალაქ ბათუმის ან/და საქართველოს განვითარების საქმეში;
გ) მნიშვნელოვანი წვლილი შეტანილი ქალაქ ბათუმთან მეგობრული კავშირების განმტკიცებაში.
5. დამსახურებული მოღვაწის წოდება შეიძლება მიენიჭოს პირს, რომელიც იმსახურებს საზოგადოების მხრიდან აღიარებას და მადლობის გამოცხადებას შესაბამის პროფესიულ სფეროში (დარგში) თავისი ხანგრძლივი ან/და წარმატებული საქმიანობის გამო.
6. საპატიო წოდება მიენიჭება პირს სიცოცხლეში ერთხელ. დაუშვებელია საპატიო წოდების მინიჭება პირის გარდაცვალების შემდეგ.
ა) საქართველოს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენლობითი და სამთავრობო დაწესებულებების ხელმძღვანელებს;
ბ) ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს და მერს;
გ) ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიას;
დ) ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციას;
ე) ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთა არანაკლებ 5-კაციან ჯგუფს;
ვ) საზოგადოებრივ, პროფესიულ და შემოქმედებით ორგანიზაციებს;
ზ) არანაკლებ 30-კაციან საინიციატივო ჯგუფს ან/და იმავე საპატიო წოდების მფლობელ 3 პიროვნებას.
2. საპატიო წოდების მისანიჭებლად უფლებამოსილი პირები კანდიდატურას წარუდგენენ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერს, რასაც წერილობითი სახით თან უნდა ახლდეს:
ა) საპატიო წოდების დასახელება, რომელზედაც მოხდა კანდიდატურის წარდგენა;
ბ) საპატიო წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენებაზე უფლებამოსილი პირების რეკომენდაცია, სადაც უნდა წარმოჩინდეს საპატიო წოდებაზე წარდგენილი კანდიდატურის ღვაწლი და დამსახურება;
გ) ბიოგრაფიული ცნობები;
დ) კანდიდატურის ღირსების, ღვაწლისა და დამსახურების ამსახველი, საზოგადოებისათვის უკვე ცნობილი, ან საპატიო წოდებაზე წარდგენის დღემდე უცნობი დოკუმენტური და სხვა სახის მასალები;
ე) კანდიდატის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი და ერთი ფერადი ფოტოსურათი.
2. საპატიო წოდების მინიჭებისას მიმღებს გადაეცემა შესაბამისი სიგელი და სამკერდე ნიშანი, რომლის დამზადებას ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის შესაბამისი სამართლებრივი აქტის მიღებიდან ერთი კვირის ვადაში უზრუნველყოფს ქ. ბათუმის მერის ადმინისტრაცია.
3. საპატიო წოდების დამადასტურებელ სიგელზე ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის სახელით ხელს აწერს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერი და იგი დასტურდება ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ბეჭდით.
4. საპატიო წოდება მიმღებს გადაეცემა საზეიმო ვითარებაში ან მის გარეშე. საპატიო წოდების გადაცემაზე უფლებამოსილი პირია ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერი.
5. საპატიო წოდების მიმღებს, წოდების მინიჭების დღეს შეიძლება გადაეცეს ფასიანი საჩუქარი ან /და ფულადი ჯილდო (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დადგენილი წესით.
6. საპატიო წოდების მინიჭების შესახებ ჩანაწერები უნდა შესრულდეს სპეციალურ წიგნში სახელწოდებით – „საპატიო წოდება“, რომლის ელექტრონული ვერსია უნდა განთავსდეს შესაბამისად ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის ვებგვერდზე;
7. წიგნში ჩანაწერებს უზრუნველყოფს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის ადმინისტრაციის შესაბამისი განყოფილება, სადაც აისახება საპატიო წოდების შესახებ სრული ინფორმაცია (ფოტოსურათი, ბიოგრაფია და ცნობები თუ რა დამსახურებისთვის მიენიჭა პირს ეს წოდება).