ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იმ წევრებზე, რომლებიც არ არიან საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 32-ე მუხლით გათვალისწინებულ თანამდებობებზე, საკრებულოს წევრის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული საკომპენსაციო ხარჯების ანაზღაურების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №38 |
|
2014 წლის 27 აგვისტო ქ. ხონი |
|
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ანაზღაურების ზღვრული ოდენობა გათვალისწინებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული გადასახადით დარიცხულ ოდენობასთან ერთად.
ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იმ წევრებზე, რომლებიც არ არიან საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 32-ე მუხლით გათვალისწინებულ თანამდებობებზე, საკრებულოს წევრის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული საკომპენსაციო ხარჯების ანაზღაურების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 41-ე მუხლის მე-3 ნაწილის და 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №13 დადგენილების დანართი №1-ის მე-16 მუხლის შესაბამისად ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთათვის საკრებულოს წევრის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი თანდართული ფორმით (დანართი №1)
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევალერი ბახტაძე
დანართი №1
ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იმ წევრებზე, რომლებიც არ არიან საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 32-ე მუხლით გათვალისწინებულ თანამდებობაზე საკრებულოს წევრის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული საკონპესაციო ხარჯების ანაზღაურების შესახებ
მუხლი 1🔗
1. ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იმ წევრებზე, რომლებიც არ არიან საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 32-ე მუხლით გათვალისწინებულ თანამდებობაზე საკრებულოს წევრის საქმიანობის განხორციელების მიზნით გაწეული ხარჯების ზღვრული ოდენობა განისაზღვროს 420 ლარით ყოველთვიურად.საკრებულოს წევრების მიერ საკრებულოს სხდომებსა და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მიღების, ამომრჩევლებთან შეხვედრების, ასევე საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესრულებისთვის ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იმ წევრებზე, რომლებიც არ არიან საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 32-ე მუხლით გათვალისწინებულ თანამდებობაზე აუნაზღაურდეს ყოველთვიურად არა უმეტეს 30 ლარი სატელეფონო და 390 ლარი სატრანსპორტო ხარჯებისათვის.