ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქი ბათუმის საკრებულოს დადგენილება №18 |
|
2014 წლის 29 აგვისტო ქ. ბათუმი |
ასიგნებების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ
ადგენს:
|
გადანაწილების წესი
2. ერთი პრიორიტეტის ფარგლებში შესაძლებელია განხორციელდეს პროგრამებს, ქვეპროგრამებსა და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილება;
3. ერთი პრიორიტეტის ფარგლებში პროგრამებს შორის თანხების გადანაწილება არ უნდა აღემატებოდეს ამ პრიორიტეტისათვის წლიური ბიუჯეტით დამტკიცებული გადასახდელების 5%-ს, (გარდა სარეზერვო ფონდის და წინა წლების დავალიანებების დაფარვა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდისათვის გათვალისწინებული ასიგნებებისა);
4. ასიგნების გადანაწილება შეიძლება განხორციელდეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის (შემდგომში - მერი) სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე.
5. შესაბამისი სამართლებრივი აქტისა და საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი წინადადებების საფუძველზე მერი უფლებამოსილია განახორციელოს ცვლილებები (პროგრამის/ქვეპროგრამის/ღონისძიების დამატება, პროგრამის/ქვეპროგრამის/ღონისძიების დასახელების შეცვლა, პროგრამული კოდის დამატება,) პროგრამულ კლასიფიკაციაში.
6. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებიდან გამოყოფილი თანხების ასახვის მიზნით მერი უფლებამოსილია განახორციელოს ცვლილებები (მათ შორის, პროგრამული კოდის ან პროგრამის დამატება) ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით დამტკიცებულ შემოსულობებსა და გადასახდელებში. ეს ცვლილებები 1 თვის ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს საბიუჯეტო წლის დასრულებისა, ცნობის სახით წარედგინება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
2. მოთხოვნა საფინანსო-ეკონომიკურ სამსახურს წარედგინება წერილობითი სახით იმ საბიუჯეტო ორგანიზაციის, რომლისთვისაც არის მიკუთვნებული ეს ასიგნებები, ხელმძღვანელის ხელმოწერით. საბიუჯეტო ორგანიზაციას ეკისრება სრული პასუხისმგებლობა წერილის შინაარსსა და ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნების გადანაწილების მიზანშეწონილობაზე.
3. საფინანსო-ეკონომიკური სამსახური განიხილავს წარმოდგენილ წერილობით მოთხოვნას და არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა მერს წარუდგენს შესაბამის წინადადებებს (მოხსენებითი ბარათი და შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტი) ასიგნების გადანაწილების თაობაზე.
4. გადანაწილების თაობაზე მერის მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, მერი გამოსცემს შესაბამის სამართლებრივ აქტს, რომლის საფუძველზე საფინანსო-ეკონომიკური სამსახური ატარებს სათანადო ცვლილებას, ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.
5. საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ მოთხოვნილი ასიგნებების გადანაწილებაზე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე, საბიუჯეტო ორგანიზაციამ საფინანსო-ეკონომიკურ სამსახურში არ უნდა წარადგინოს ვალდებულების დოკუმენტი იმ ასიგნებაზე, რომელთა გადანაწილებაზე არსებობს მოთხოვნა.
6. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებიდან თანხის გამოყოფის შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე, საფინანსო-ეკონომიკური სამსახური ამზადებს მერის ბრძანების პროექტს ამ თანხის ბიუჯეტის შემოსულობებსა და გადასახდელებში ასახვის მიზნით. ბრძანების გამოცემის შემდეგ საფინანსო-ეკონომიკური სამსახური ატარებს შესაბამის ცვლილებებს ბიუჯეტის ორგანიზაციულ კლასიფიკაციაში და მის მიერ დამტკიცებულ განწერაში, ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.
7. წლიური ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნებები ზუსტდება ამ წესით გათვალისწინებული გეგმის ცვლილების ცნობით (დანართი №2). გეგმის ცვლილების ცნობა დგება სამ ეგზემპლარად, რომლის პირველი ეგზემპლარი რჩება საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის საბიუჯეტო განყოფილებას, მეორე გადაეცემა საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის სახაზინო განყოფილებას, ხოლო მესამე ეგზემპლარი ეგზავნება შესაბამის საბიუჯეტო ორგანიზაციას.
8. გეგმის ცვლილების ცნობით ასევე შესაძლებელია დაზუსტდეს სარეზერვო და წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდებით გათვალისწინებული ასიგნებები. ამ შემთხვევაშიც წლიური გეგმის დაზუსტება და ასიგნების გაცემა ხორციელდება ამ მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად.
9. სარეზერვო და წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდების ასიგნების საფუძველს წარმოადგენს შესაბამისი სამართლებრივი აქტი.
|
20----- წლის ----- ----------------
----------------------------------------------------------------------------- (საბიუჯეტო ორგანიზაციის დასახელება, ორგ. კოდი) ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- (ცვლილების საფუძველი, სამართლებრივი აქტის თარიღი, ნომერი)
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- (ცვლილების შინაარსი) (ლარებში)
დაფარვის ან მიმართვის წყარო: 1. დამტკიცებული ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნება 2. სარეზერვო ფონდი 3. წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდი 4. დანარჩენი ცვლილება საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის უფროსი: საბიუჯეტო განყოფილების უფროსი: | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||