წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა, საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №47 |
|
2014 წლის 29 აგვისტო ქ. წყალტუბო |
|
ეს წესი განსაზღვრავს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეებზე, საკრებულოს აპარატის მოსამსახურეებზე გასაცემი პრემიის ოდენობას, მისი გაცემის წესსა და პირობებს.
მუხლი 2. პრემიის გაცემის საფუძველი და მიზნები
1. პრემია გაიცემა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა, საკრებულოს აპარატის მოსამსახურეებზე მათ მიერ დაკისრებული უფლებამოსილებების ზედმიწევნით და სანიმუშოდ შესრულებისათვის და/ან ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის, და/ან განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის დავალების შესრულებისათვის, შესრულებული სამუშაოს შეფასების ან/და დასაბუთების საფუძველზე.
2. დასაბუთებაში უნდა მიეთითოს გასაცემი პრემიის ოდენობა, მისი პროცენტული მიმართება პირის თანამდებობრივ სარგოსთან, ინფორმაცია მიმდინარე წლის განმავლობაში აღნიშნულ პირზე გაცემული პრემიის შესახებ.
3. პრემიის მიზნებია, გამგეობის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა, საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა წახალისების და მოტივაციის გაზრდა, აგრეთვე, დასაქმების ბაზარზე არსებული კონკურენციის გათვალისწინებით, კვალიფიციური კადრების შენარჩუნება და მოზიდვა.
მუხლი 3. პრემიის გაცემის წესი
1. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობაში პრემიის გაცემის საკითხის ინიციირების უფლება აქვს გამგეობის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის/სამსახურის ხელმძღვანელს მის სტრუქტურულ ერთეულში დასაქმებული პირებისათვის ან/და გამგებელს ან/და გამგებლის მოადგილეს.
2. გამგეობის სტრუქტურული ერთეულის/სამსახურის ხელმძღვანელ თანამდებობის პირებზე პრემიის გაცემის საკითხის ინიციირების უფლება აქვს გამგებელს ან/და გამგებლის მოადგილეს.
3. საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა პრემიის გაცემის საკითხის ინიციირების უფლება აქვს საკრებულოს აპარატის უფროსს მის დაქვემდებარებაში მყოფი პირებისათვის ან/და საკრებულოს თავმჯდომარეს.
4. საკრებულოს აპარატის უფროსზე პრემიის გაცემის საკითხის ინიციირების უფლება აქვს საკრებულოს თავმჯდომარეს.
5. გამგებლის მოადგილეზე (მოადგილეებზე) პრემიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებელი ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის - ბრძანების ფორმით.
6. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული ხელმძღვანელებზე და სხვა მოსამსახურეებზე პრემიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებელი ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის - ბრძანების ფორმით.
7. საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთათვის პრემიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საკრებულოს თავმჯდომარე ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის - ბრძანების ფორმით.
მუხლი 4. პრემიის გაცემის პერიოდულობა და ოდენობა
1. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა, საკრებულოს აპარატის უფროსსა და აპარატის მოსამსახურეებზე ერთჯერადად გაცემული პრემიის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს აღნიშნული პირის თანამდებობრივ სარგოს.
2. პრემია შეიძლება გაიცეს კვარტალში ერთხელ.
3. პრემია შესაძლებელია გაიცეს, ასევე არა უმეტეს წელიწადში სამჯერ, საქართველოს შრომის კოდექსით განსაზღვრულ უქმე დღეებთან დაკავშირებით, ამ წესით დადგენილი ზღვრული ოდენობისა და პრინციპების დაცვით.
4. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი წესიდან გამონაკლისის დაშვება შესაძლებელია დაწესებულების ხელმძღვანელი თანამდებობის პირის მოტივირებული შუამდგომლობით საფუძველზე.