წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №49 |
|
2014 წლის 29 აგვისტო ქ. წყალტუბო |
|
2. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკონკურსო-საატესტაციო კომისია იქმნება და საქმიანობს მოქმედი კანონმდებლობისა და აღნიშნული დებულების საფუძველზე.
ა) ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა კონკურსი (შემდგომში კონკურსი) - საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, კანდიდატის შესაბამისობის დადგენა ვაკანტური თანამდებობის მოთხოვნებთან;
ბ) ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა ატესტაცია (შემდგომში ატესტაცია) - საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მოხელის სამსახურებრივი საქმიანობის, პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობებისა და პირადული თვისებების შესაბამისობის შეფასება დაკავებული ან დასაკავებელი თანამდებობის მოთხოვნებთან;
გ) კონკურსის ან/და ატესტაციის პრინციპები:
გ.ა) კანონიერება - კონკურსის ან/და ატესტაციის პროცესი მიმდინარეობს ამ დებულების, „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საჯარო მოხელეთა ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №412 დადგენილების და „საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №412 დადგენილების და სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად;
გ.ბ) სამართლიანობა - კონკურსის ან/და ატესტაციის პროცესში გადაწყვეტილების მიღება ხდება დამკვიდრებული სამართლებრივი პრინციპების შესაბამისად;
გ.გ) საჯაროობა – კონკურსის ან/და ატესტაციის პროცედურასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტები, საკონკურსო–საატესტაციო კომისიის სხდომის ოქმები და კონკურსის შედეგები ხელმისაწვდმი უნდა იყოს ყველა დაინტერესებული პირისათვის;
გ.დ) გამჭვირვალობა – გამოყენებული პროცედურები, მეთოდები და შეფასების კრიტერიუმები უნდა იყოს ნათლად ფორმირებული, გასაგები და აღქმადი ყველა პრეტენდენტისათვის;
გ.ე) არადისკრიმინაციულობა – კონკურსის ან/და ატესტაციის პროცედურები უნდა უზრუნველყოფდეს პირთა თანასწორობას განურჩევლად რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნისა. დაცული უნდა იყოს საქართველოს კანონის „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ მოთხოვნები;
გ.ვ) ობიექტურობა – კონკურსის ან/და ატესტაციის პროცედურები უნდა იყოს არადისკრიმინაციული და მაქსიმალურად გამოირიცხოს სუბიექტური ან პიროვნული ნიშნით გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა;
გ.ზ) მიუკერძოებლობა - კონკურსის ან/და ატესტაციის პროცესში ყველა გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნას სამართლიანი და ობიექტური შეფასებით. დაუშვებელია უპირატესობის მინიჭება არაკეთილსინდისიერად, კონკურსის ან/და ატესტაციის პრინციპების უგულვებელყოფის გზით;
გ.თ) კოლეგიურობა – კონკურსის ან/და ატესტაციის ეტაპები უნდა ჩატარდეს და შედეგები უნდა დამტკიცდეს საკონკურსო–საატესტაციო კომისიის მიერ;
გ.ი) კორექტულობა – კონკურსის ან/და ატესტაციის ჩატარების ფორმები და მეთოდები, დასმული შეკითხვები უნდა იყოს კორექტული, არ უნდა ისახავდეს პირის შეურაცხყოფას, არ უნდა ახასიათებდეს სიძულვილის ენა. საკონკურსო-საატესტაციო კომისია უნდა იყოს კეთილგანწყობილი და არ ახდენდეს კანდიდატზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას.
დ) კომისია - საკონკურსო-საატესტაციო კომისია;
ე) დაწესებულება - თვითმმართველობის ორგანო, რომელშიც ტარდება კონკურსი ან/და ატესტაცია. გამგეობა ან საკრებულო.
ვ) დაწესებულების ხელმძღვანელი:
ვ.ა) საკრებულოს თავმჯდომარე, როდესაც კონკურსი ან/და ატესტაცია ტარდება მხოლოდ საკრებულოს აპარატის მოხელეებისათვის;
ვ.ბ) გამგებელი, როდესაც კონკურსი ან/და ატესტაცია ტარდება მხოლოდ გამგეობის მოხელეებისათვის;
ზ) ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელე - „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის თანახმად განსაზღვრული პირი, გარდა საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 52-ე მუხლში მოცემული პირებისა.
2. კომისიის ფუნქციებია:
ა) ჩაატაროს კონკურსი ან ატესტაცია ამ დებულებით დადგენილი წესით;
ბ) პირის პროფესიული ცოდნის, ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობებისა და პიროვნული თვისებების შესაფასებელი პროცედურის წარმართვა;
გ)კონკურსის შედეგების მიხედვით, ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად კანდიდატის წარდგენა ან წარდგენაზე უარის თქმა;
დ) თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირისათვის კონკურსანტის/ატესტაციას დაქვემდებარებული მოხელის შეფასების თაობაზე დასკვნის წარდგენა.
2. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარეს განკარგულებით ნიშნავს ადგილობრივი თვითმმართველობის საკრებულო. საკრებულო უფლებამოსილია, კომისიის თავმჯდომარედ დანიშნოს გამგებელი.
3. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წევრთა რაოდენობას და შემადგენლობას განსაზღვრავს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე აუცილებელი საჭიროების გათვალისწინებით.
4. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის შემადგენლობაში შედიან მოხელეთა პროფესიული კავშირის წევრი (წევრები) და დამოუკიდებელი სპეციალისტი (სპეციალისტები).
5. დამოუკიდებელი სპეციალისტი არ შეიძლება სამსახურებრივად დაკავშირებული იყოს მუნიციპალიტეტის ორგანოებთან.
6. კომისიის შემადგენლობაში, შესაძლებელია, მონაწილეობდნენ ადამიანური რესურსების მართვისთვის პასუხისმგებელი პირები.
7. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე კომისიის წევრებისგან ნიშნავს კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს, რომელიც ცვლის კომისიის თავმჯდომარეს მისი არყოფნის შემთხვევაში.
8. პირი არ შეიძლება იყოს იმ საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წევრი, რომელმაც უნდა მოახდინოს მისი შერჩევა კონკურსის შემთხვევაში და შეფასება ატესტაციის შემთხვევაში.
9. კომისიის შემადგენლობის შესახებ ინფორმაცია საჯაროა.
10. კომისიის მოწვეულ წევრთა შრომა შესაძლებელია ანაზღაურდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
11. კომისიის შემადგენლობის კანონთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით, საჯარო სამსახურის ბიურო უფლებამოსილია, მოითხოვოს ინფორმაცია კომისიაში მოხელეთა პროფესიული კავშირების წევრის და დამოუკიდებელი სპეციალისტის მონაწილეობის თაობაზე. აღნიშნული ინფორმაცია უნდა ეცნობოს ბიუროს, კანონმდებლობით დადგენილი წესით. დარღვევის აღმოჩენისას, ბიურო კომისიის თავმჯდომარეს მიმართავს რეკომენდაციით კომისიის შემადგენლობის კორექტირების თაობაზე.
12. კომისიის წევრი ვალდებულია, კონკურსის ან/და ატესტაციის დაწყებამდე წინასწარ განაცხადოს ყველა იმ გარემოების თაობაზე, რომელმაც შეიძლება მას ხელი შეუშალოს ატესტაციას დაქვემდებარებული პირის ობიექტურად შეფასებასა და მის მიმართ გადაწყვეტილების მიუკერძოებლად გამოტანაში. ასეთ შემთხვევაში კომისიის წევრი, ვალდებულია, განაცხადოს თვითაცილება. იმ შემთხვევაში, თუ კომისიის წევრი არ განაცხადებს დასახელებული გარემოების არსებობის შესახებ, ხოლო აღნიშნული, კომისიისათვის ცნობილი გახდება კონკურსის ან/და ატესტაციის მიმდინარეობისას, კომისიის შესაბამისი წევრის მიერ გაკეთებული შეფასებები არ იქნება გათვალისწინებული საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას.
2. კომისიის სპეციალიზებულ შემადგენლობას და მის თავმჯდომარეს ნიშნავს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე.
3. სპეციალიზებული კომისიის საქმიანობა ხორციელდება ამ დებულებით განსაზღვრული პრინციპებითა და პროცედურებით.
ა) იწვევს და თავმჯდომარეობს კომისიის სხდომებს;
ბ) ანაწილებს ფუნქციებს კომისიის წევრთა შორის;
გ) კომისიის შემადგენლობიდან ნიშნავს და ათავისუფლებს კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს;
დ) კომისიის წევრებთან შეთანხმებით განსაზღვრავს საკითხთა განხილვის თანმიმდევრობას;
ე) ხელს აწერს კომისიის გადაწყვეტილებებს, სხდომის ოქმებს და სხვა ოფიციალურ დოკუმენტაციას;
ვ) შესაბამისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.
ზ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს ნიშნავს კომისიის თავმჯდომარე კომისიის წევრთაგან. კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ასრულებს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის უფლება-მოვალეობებს თავმჯდომარის არ ყოფნის შემთხვევებში.
2. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით, დამსწრე კომისიის წევრთა უბრალო უმრავლესობით. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმა. ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია სხდომის თავმჯდომარის ხმა.
3. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ თავმჯდომარე და დამსწრე კომისიის წევრები.
4. კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.
5. კონკურსში მონაწილე პირების ინფორმირება და კომუნიკაცია ხორციელდება წერილობით ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.
6. კომისიის შესაბამისი მასალა საჯაროობის უზრუნველყოფის მიზნით ქვეყნდება კომისიის საინფორმაციო დაფაზე.
2. აპარატი კომისიის საქმიანობის ორგანიზების და ეფექტური წარმართვის მიზნით:
ა) უზრუნველყოფს კონკურსისა და ატესტაციასთან დაკავშირებით გამოცემული სამართლებრივი აქტების საჯაროობასა და ხელმისაწვდომობას;
ბ) კონკურსანტების განცხადების მიღებას;
გ) ამოწმებს კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების კანონით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას;
დ) ტექნიკურად უზრუნველყოფს კომისიის სხდომების მომზადებას;
ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს კომისიის თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილისა და წევრების ცალკეულ დავალებებს;
ვ) უზრუნველყოფს საკონკურსო-საატესტაციო კომისიაში შემოსული კორესპონდენციის აღრიცხვას და სათანადო ელექტრონულ მონაცემთა ბაზის შექმნას.
3. აპარატის შემადგენლობაში კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილების საფუძველზე შედიან ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს შესაბამისი სამსახურის თანამშრომლები.
4. კომისიის თავმჯდომარე უფლებამოსილია, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად აპარატის ცალკეული ფუნქციების შესასრულებლად გამოიყენოს სხვა ორგანიზაციის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და ადამიანური რესურსი.
2. კონკურსის ამოცანები:
ა) საქართველოს მოქალაქეთათვის ვაკანტურ თანამდებობათა თანაბრად ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
ბ) ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნი კანდიდატების შერჩევის და მათი თანამდებობებზე დანიშვნის პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა;
გ) კონკურსში მონაწილე კანდიდატების კვალიფიკაციის, პროფესიული დონის, ცოდნის, პიროვნული თვისებების, მოტივაციის და უნარ-ჩვევების შეფასება;
დ) შერჩეული კანდიდატების ვაკანტური თანამდებობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დონის განსაზღვრა.
2. საკრებულოს თავმჯდომარის აქტის შესაბამისად კომისია უზრუნველყოფს ვაკანტური თანამდებობისთვის შეტყობინების მომზადებას, რომელიც ვრცელდება საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებ-გვერდის (www.hr.gov.ge) მეშვეობით.
3. კონკურსის გამოცხადების ხარჯებს ანაზღაურებს მუნიციპალიტეტი.
4. შეტყობინება კონკურსის გამოცხადების შესახებ უნდა შეიცავდეს:
ა) დაწესებულების და კონკურსის წესით შესავსები ვაკანტური თანამდებობის დასახელებას;
ბ) კანდიდატის მიმართ წაყენებულ მოთხოვნებს;
გ) შესასრულებელ სამუშაოს;
დ) თანამდებობრივი სარგოს ოდენობას;
ე) განცხადებისა და სხვა აუცილებელი დოკუმენტების წარდგენის ვადას;
ვ) შესაბამისი კომისიის მისამართს;
ზ) კონკურსის ეტაპებს;
თ) კომისიის მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღების ვადას;
ი) კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების ფორმას;
კ) დაწესებულების გადაწყვეტილებით, შესაძლებელია, აისახოს სხვა ინფორმაციაც.
5. დამატებით სხვა დოკუმენტების წარდგენის აუცილებლობას ადგენს საკონკურსო-საატესტაციო კომისია.
2. შეტყობინების გამოქვეყნებიდან კანდიდატს ეძლევა არანაკლებ ათდღიანი ვადა განცხადების წარსადგენად.
3. კანდიდატს შეუძლია განცხადებაში შეიტანოს ცვლილება განცხადების წარდგენისთვის განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე.
4. კანდიდატს უფლება აქვს კონკრეტული უწყების მიერ გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის თაობაზე განცხადება წარადგინოს ერთდროულად არაუმეტეს ხუთ ვაკანსიაზე.
2. კონკურსი შესაძლებელია მოიცავდეს ერთ-ერთ ან რამდენიმე ეტაპს:
ა) განცხადების გადარჩევა;
ბ) წერითი დავალება;
გ) ტესტირება;
დ) გასაუბრება.
3. კონკურსის პროგრამას, პირობებსა და ჩატარების გრაფიკს განსაზღვრავს საკონკურსო–საატესტაციო კომისია საკრებულოს თავმჯდომარესთან შეთანხმებით.
4. ამ მუხლის მე–3 პუნქტში აღნიშნული ინფორმაციის საჯაროობას უზრუნველყოფს საკონკურსო–საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე.
2. კომისიის დავალებით და მასთან შეთანხმებით, შესაძლებელია, განცხადების გადარჩევა უზრუნველყოს სამდივნომ, რაც დასტურდება კომისიის სხდომის ოქმით და კომისიის წევრების ხელმოწერით.
2. წერითი დავალების ფორმას, შეფასების კრიტერიუმებს და აუცილებელ ქულათა მინიმალურ ზღვრულ ოდენობას კონკურსის გამოცხადებისთანავე ადგენს და ამტკიცებს კომისია.
3. დადებითი შეფასების მისაღებად და შემდგომ ეტაპზე გადასასვლელად კანდიდატმა უნდა დააგროვოს კომისიის მიერ დადგენილი აუცილებელ ქულათა რაოდენობა (მინიმალური ზღვარი).
2. ტესტირების ფორმას, შეფასების კრიტერიუმებს და აუცილებელ ქულათა მინიმალურ ზღვრულ ოდენობას ადგენს და ამტკიცებს კომისია.
3. დადებითი შეფასების მისაღებად და შემდგომ ეტაპზე გადასასვლელად კანდიდატმა უნდა დააგროვოს კომისიის მიერ დადგენილი აუცილებელ ქულათა რაოდენობა (მინიმალური ზღვარი).
2. კითხვები შეიძლება დაისვას თანმიმდევრობით. შესაძლებელია დამატებითი კითხვების დასმაც განსაზღვრული საკითხების ირგვლივ, რაც დამოკიდებულია კანდიდატის მიერ გაცემულ პასუხებზე.
3. გასაუბრებაზე გამოცხადებისას კანდიდატმა თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის გარეშე კანდიდატი გასაუბრებაზე არ დაიშვება.
4. გასაუბრების დროს კანდიდატს ეკრძალება ნორმატიული აქტების, კანონთა კომენტარების, სახელმძღვანელოების ან სხვა ანალოგიური მასალის, მობილური ტელეფონის, აუდიო ან სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენება.
2. კომისია აფასებს კანდიდატის შესაბამისობას ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დადგენილ მოთხოვნებთან, აუცილებლობის შემთხვევაში ისმენს აღნიშნულ თანამდებობაზე დასანიშნი პირის აზრს.
3. კონკურსის შედეგების მიხედვით ქულათა სისტემით ან კომისიის წევრთა ინდივიდუალური შეფასებებით, საკონკურსო–საატესტაციო კომისია თითოეულ ვაკანტურ თანამდებობასთან დაკავშირებით იღებს ერთ-ერთ გადაწყვეტილებას:
ა) დასანიშნად წარადგენს ერთ კანდიდატს;
ბ) უარს აცხადებს კანდიდატის წარდგენაზე.
4. კომისიის თავმჯდომარე ან კომისიის სხვა უფლებამოსილი პირი, გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) დღისა, წერილობით ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით აცნობებს ყოველ კანდიდატს მის მიმართ გამოტანილ გადაწყვეტილებას, ხოლო თანამდებობაზე დამნიშვნელ პირს - კომისიის მიერ წამოყენებული კანდიდატის ან კანდიდატის წამოყენებაზე უარის შესახებ.
5. კომისია ვალდებულია, საბოლოო გადაწყვეტილება მიიღოს განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში. იმ შემთხვევაში, თუ კომისიის მიერ წინასწარ განსაზღვრულია უფრო მცირე ვადა, კომისია უფლებამოსილია გაზარდოს იგი ვადის ამოწურვამდე. ასეთ შემთხვევაში, თავდაპირველად განსაზღვრული და გაზრდილი ვადის ჯამი არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს.
6. კომისია, კონკურსის დასრულებიდან (გადაწყვეტილების მიღებიდან) ერთ კვირაში, ბიუროში წარადგენს ინფორმაციას ჩატარებული კონკურსის შესახებ: ვაკანტური თანამდებობების დასახელების, შესული განცხადებების რაოდენობის, კონკურსის ეტაპების, პროცედურების და კონკურსის შედეგების მითითებით.
2. კონკუსი შესაძლებელია კომისიის გადაწყვეტილებით გამოცხადდეს ჩაშლილად კონკურსის მასალებში არსებითი ხასიათის უზუსტობის გამოვლენის ან კონკურსის პროცედურების არსებითი დარღვევისას.
2. ადმინისტრაციული წესით გადაწყვეტილება საჩივრდება საკრებულოს თავმჯდომარესთან. ადმინისტრაციული საჩივარი განსახილველად გადაეცემა მოხელეს (მოხელეებს), რომლებსაც არა აქვთ მონაწილეობა მიღებული საკონკურსო-საატესტაციო კომისიაში საკითხის გადაწყვეტის პროცედურაში.
2. ატესტირებას არ ექვემდებარება:
ა) მოხელე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს ან ირჩევს, შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს პარლამენტი ან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე;
ბ) მოხელე, რომელსაც თანამდებობაზე ირჩევენ აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოები;
გ) მოხელე, რომელიც სამსახურში მიიღება განსაზღვრული ვადით.
3. მოხელე, რომელიც საატესტაციო პერიოდის უკანასკნელი წლის მანძილზე სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა 6 (ექვსი) თვეზე ნაკლები ვადით, ექვემდებარება მომავალ წელს ატესტაციას.
4. მოხელე, რომელსაც უფლებამოსილება შეჩერებული აქვს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ატესტაციას გადის შემდგომ წელს.
ა) მოხელის პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობებისა და პიროვნული თვისებების შესაბამისობის განსაზღვრა დაკავებული ან დასაკავებელი თანამდებობის მოთხოვნებთან;
ბ) მოხელის მიერ საატესტაციო პერიოდში შესრულებული პროფესიული სამსახურეობრივი საქმიანობის შეფასება;
გ) მოხელის პროფესიული დონის გამოყენების პერსპექტივების განსაზღვრა;
დ) მოხელის კვალიფიკაციის ამაღლების, პროფესიული მომზადების ან გადამზადების საჭიროების დადგენა;
ე) მოხელეთა კარიერის დაგეგმვა და მართვა.
2. ატესტაციას დაქვემდებარებულ მოხელეთა სიას და ატესტაციის ჩატარების გრაფიკს ამზადებს შესაბამისი დაწესებულების სამსახური და საკონკურსო–საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს დაწესებულების ხელმძღვანელი.
3. ატესტაციის გრაფიკი, ინფორმაცია ატესტაციის ჩატარების პრინციპების, პროცედურების, ფორმებისა და პირობების შესახებ, ასევე, კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების წესი და ფორმა ატესტაციას დაქვემდებარებულ პირს და საჯარო სამსახურის ბიუროს უნდა ეცნობოს ატესტაციის დაწყებამდე ორი კვირით ადრე მაინც.
4. ამ მუხლის მე–3 პუნქტში აღნიშნული ინფორმაციის საჯაროობას უზრუნველყოფს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე.
2.ატესტაციის პროცესის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე ატესტაციას დაქვემდებარებული მოხელის უშუალო ხელმძღვანელი შესაბამის სამსახურში წარადგენს დახასიათებას დანართიN1-ის მიხედვით. იმავე ფორმას ავსებს და წარადგენს ატესტაციას დაქვემდებარებული მოხელე.
3. მოხელეს უფლება აქვს ატესტაციის დაწყებამდე გაეცნოს ხელმძღვანელის მიერ მასზე შედგენილ დახასიათებას.
4. ატესტაციის ჩატარებისათვის შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებას უზრუნველყოფს დაწესებულების შესაბამისი სამსახური.
5. ატესტაცია შეიძლება ჩატარდეს ერთ-ერთი ან რამდენიმე შემდეგი ფორმით:
ა) სხვადასხვა სახის ტესტირება;
ბ) წერითი დავალება;
გ) გასაუბრება.
6. ატესტაციის ჩატარების ფორმებს, შესაბამისი შეფასების ფორმულარებს, სატესტო მეთოდიკებსა და თემატიკას, მოხელის მიერ დაკავებული თანამდებობის სპეციფიკის გათვალისწინებით, განსაზღვრავს საკონკურსო–საატესტაციო კომისია დაწესებულების ხელმძღვანელთან შეთანხმებით.
7. გასაუბრების პროცესში, დაკავებულ ან დასაკავებელ თანამდებობასთან ატესტაციას დაქვემდებარებული პირის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კომისია ისმენს მოხელის ანგარიშს საატესტაციო პერიოდში გაწეული საქმიანობის შესახებ, ამოწმებს ატესტაციას დაქვემდებარებული პირის პროფესიულ დონესა და კვალიფიკაციას დადგენილ თემატიკასა და სამსახურებრივ მოვალეობასთან დაკავშირებულ საკითხებში.
8. ატესტაციის დროს მოხელესთან გასაუბრების პროცესს შეიძლება დაესწროს იმ სტრუქტურული დანაყოფის ხელმძღვანელი, რომელშიც მოხელე მუშაობს.
9. ატესტაციაზე არასაპატიო მიზეზით მოხელის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, კომისიის გადაწყვეტილებით იგი იღებს ამ დებულების 24–ე მუხლის მე–2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შეფასებას.
2. ატესტაციის შედეგების მიხედვით კომისიას გამოაქვს ერთ–ერთი შემდეგი შინაარსის დასკვნა:
ა) მოხელე შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას და ექვემდებარება დაწინაურებას;
ბ) მოხელე შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას;
გ) მოხელე ნაწილობრივ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას (საჭიროებს კვალიფიკაციის ამაღლებას);
დ) მოხელე არ შეესაბამება დაკავებულ ან დასაკავებელ თანამდებობას.
2. ატესტაციის შედეგები შეტანილ უნდა იქნეს დებულების დანართი N2-ით განსაზღვრულ საატესტაციო ფურცელში, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და წევრები. საატესტაციო ფურცელი ივსება ერთ პირად და დახასიათებასთან ერთად თან ერთვის მოხელის პირად საქმეს.
3. მოხელე საატესტაციო ფურცლის შევსებიდან ორ დღეში ეცნობა და ხელს აწერს მას.
4. კომისიის დასკვნისა და რეკომენდაციის საფუძველზე, დაწესებულების ხელმძღვანელი ატესტაციის დასრულებიდან ერთი თვის ვადაში მოხელის პირად საქმეში ასახვით, შესაბამისად იღებს შემდეგ გადაწყვეტილებებს:
ა) მოხელის დაწინაურება ან დაქვეითება;
ბ) მოხელის კვალიფიკაციის ამაღლება;
გ) მოხელის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება.
დ) მოხელის მიმართ ატესტაციის შედეგის პირად საქმეში ასახვის შესახებ (იმ შემთხვევაში, თუ მოხელე შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას).
5. ატესტაციის შედეგების შესახებ კომისია დაწესებულების ხელმძღვანელს მოახსენებს და საჯარო სამსახურის ბიუროში წარადგენს ინფორმაციას ატესტაციის პროცესის დასრულებიდან (კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან) ერთ კვირაში.
2. ადმინისტრაციული წესით გადაწყვეტილება საჩივრდება საკრებულოს თავმჯდომარესთან. ადმინისტრაციული საჩივარი განსახილველად გადაეცემა მოხელეს (მოხელეებს), რომლებსაც არა აქვთ მონაწილეობა მიღებული საკონკურსო-საატესტაციო კომისიაში საკითხის გადაწყვეტის პროცედურაში.
დაკავებული თანამდებობა ______________________________________________________________
საატესტაციო პერიოდში შესრულებულ საკითხთა ჩამონათვალი და შედეგების შეფასება
_____________________________________________________________________________________
_____________________________________________________________________________________
_____________________________________________________________________________________
პროფესიული და ინდივიდუალური ჩვევები
_____________________________________________________________________________________
_____________________________________________________________________________________
_____________________________________________________________________________________
დადებითი და უარყოფითი მხარეები
_____________________________________________________________________________________
_____________________________________________________________________________________
_____________________________________________________________________________________
წახალისება
_____________________________________________________________________________________
_____________________________________________________________________________________
_____________________________________________________________________________________
დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები
_____________________________________________________________________________________
_____________________________________________________________________________________
ხელმოწერა ________________________
თარიღი ________________________
საატესტაციო ფურცელი
მოხელის სახელი, გვარი ____________________________________________________________
დაკავებული თანამდებობა და დანიშვნის თარიღი _______________________________________
__________________________________________________________________________________
განათლება (სასწავლო დაწესებულება, სპეციალობა, ხარისხი)
_____________________________________________________________________________________
_____________________________________________________________________________________
_____________________________________________________________________________________
შრომის საერთო სტაჟი (მ.შ. საჯარო სამსახურში) _________________________________________
საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დასკვნა _________________________________________
_____________________________________________________________________________________
_____________________________________________________________________________________
საკონკურსო-საატესტაციო კომისიის რეკომენდაცია _____________________________________
_____________________________________________________________________________________
_____________________________________________________________________________________
_____________________________________________________________________________________
შენიშვნა _____________________________________________________________________________
_____________________________________________________________________________________
თარიღი ____________________________
კომისიის თავმჯდომარე __________________________
კომისიის წევრები