წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 29.08.2014
ძალის დაკარგვა 24.08.2015
გამომცემი ორგანო წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
ნომერი №50
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.122.016219
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 03/09/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
📜 ცვლილებების ისტორია (4)
შეცვლილია შემდეგი აქტებით
ცვლილება შეაქვს
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ახალაძე | მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი
- წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 31.01.2014
დოკუმენტის ტექსტი
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №50
2014 წლის 29 აგვისტო
ქ. წყალტუბო
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები" (დანართი №1).
მუხლი 2🔗
ატესტაციისას მოხელეთა და კონკურსის ჩატარებისას კანდიდატთა შეფასება ხორციელდება ამ დადგენილებით განსაზღვრული დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად.
მუხლი 3🔗
ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 31 იანვრის №3 დადგენილება (სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ www.matcne.gov.ge სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.122.016172, თარიღი 04/02/2014).
მუხლი 4🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დანართი №1
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები
1. ადგილობრივი თვითმმართველობის ყველა საჯარო მოხელეს, გარდა თანამდებობის პირებისა, მძღოლის, დამლაგებლის, დარაჯის და სხვა ტექნიკური პერსონალისა, მოეთხოვება:
ა) ქართულ ენაზე გამართული ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
ბ) საოფისე კომპიუტერული პროგრამის (Microsoft Office Word) დამაკმაყოფილებელი ცოდნა;
გ) შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:
გ.ა) საქართველოს კონსტიტუცია;
გ.ბ) საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” (I -VI თავი);
გ.გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი’ (I-IV,VI, VIII, IX, XIII თავები);
გ.დ) საქართველოს კანონი ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’;
გ.ე) წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულება;
გ.ვ) წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულება;
გ.ზ) შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულება;
გ.თ) თითოეული თანამდებობის სპეციფიკიდან გამომდინარე - შესაბამისი სამართლებრივი აქტები (საჭიროებისამებრ).
2. საკრებულოს აპარატის უფროსის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა არანაკლებ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, პროფესიული კვალიფიკაციის შესაბამისი უნარები, კომუნიკაციისა და ანალიტიკური აზროვნების უნარი და არანაკლებ 2-წლიანი საერთო შრომითი სტაჟი.
3. განყოფილების უფროსის თანაშემწის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა არანაკლებ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, პროფესიული კვალიფიკაციის შესაბამისი უნარები, კომუნიკაციისა და ანალიტიკური აზროვნების უნარი და არანაკლებ 1-წლიანი საერთო შრომითი სტაჟი.
4. გამგებლის წარმომადგენლის, მთავარი სპეციალისტის, წამყვანი სპეციალისტის, უფროსი სპეციალისტის და სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა არანაკლებ საშუალო განათლება და პროფესიული კვალიფიკაციის შესაბამისი უნარები.
მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეპაატა ახალაძე