ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (9 მუხლი)
|
ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №15 |
|
2014 წლის 27 აგვისტო ქ. მცხეთა |
24-ე მუხლის პირევლი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 54-ე მუხლის პირველი პუნქტის“ ა.ბ“ ქვეპუნქტის და 61-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად,
ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის
დებულება
2. ქალაქ მცხეთის მერიის ჯანმრთელობისa და სოციალური დაცვის სამსახური, არის ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში მუნიციპალური პროგრამების მომზადებასა და განხორციელებას.
3. სამსახური იქმნება და საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, ქალაქ მცხეთის მერიის დებულების, ამ დებულებისა და ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
4. სამსახურის საშტატო განრიგი და მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება ქ. მცხეთის მერიის საშტატო ნუსხით.
ა) მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა;
ბ) კანონის წინაშე თანასწორობა და სოციალური სამართლიანობა;
გ) საქმიანობა კანონმდებლობის საფუძველზე;
დ) დისკრეციული უფლებამოსილებების განხორციელება კანონმდებლობის საფუძველზე;
ე) საქმიანობის განხორციელება საჯარო და კერძო ინტერესების ურთიერთგაწონასწორებით;
ვ) მიუკერძოებლობა;
ზ) საჯაროობა;
1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსის, წამყვანი (ჯანმრთელობის საკითხებში) და უმცროსი (სოციალური დაცვის საკითხებში) სპეციალისტისაგან.
2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება ქალაქ მცხეთის მერიის დებულებით, ამ დებულებით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია მერის წინაშე. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი თანამშრომელი.
3. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება ქალაქ მცხეთის მერიის დებულებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ' საქართველოს კანონის შესაბამისად.
ა) ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და დასაქმების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას;
ბ) ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიისათვის დელეგირებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის უფლებამოსილებათა განხორციელებას;
გ) ჯანდაცვის მუნიციპალური ობიექტების მუშაობის კოორდინაციას;
დ) უმუშევართა რეგისტრაციას, მათი პროფესიული გადამზადებისა და სოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობას;
ე) წინადადებების შემუშავებას ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის დაწესებულებათა შექმნისა და რეორგანიზაციის საკითხებზე;
ვ) პროექტების მომზადებას სოციალურად დაუცველ (ვეტერანები, ლტოლვილები და იძულებით გადაადგილებულ) პირთა მიმართ დამატებითი სოციალური შეღავათების და დახმარებების თაობაზე;
ზ) მთავრობის დადგენილების საფუძველზე, 2017 წლისათვის საცხოვრებელი ფართებით ლტოლვილების უზრუნველყოფისათვის, შესაბამისი ქმედებების გატარებას;
თ) მოქმედი კანონმდებლობითა და ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
ა) ჯანმრთელობის საკითხებში მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას;
ბ) ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას;
გ) საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელებას;
დ) ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალური დაწესებულებების მართვის კოორდინაციას;
ე) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
ა) სოციალური დაცვის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას;
ბ) დასაქმების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას;
გ) სოციალური დაცვისა და დასაქმების მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას;
დ) უმუშევართა რეგისტრაციას, მათი პროფესიული გადამზადებისა და სოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობას;
ე) სოციალური დაცვის მუნიციპალურ დაწესებულებათა მართვის კოორდინაციას;
ვ) პროექტების მომზადებას სოციალურად დაუცველ (ვეტერანები, ლტოლვილები და იძულებით გადაადგილებულ) პირთა მიმართ დამატებითი სოციალური შეღავათების და დახმარებების თაობაზე.
ზ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
2. დებულებაში ცვლილებების შეტანის წესი განისაზღვრება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით;
3. ეს დებულება ძალაში შედის მისი გამოქვეყნებისთანავე.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 26.03.2015.
- როდის იქნა მიღებული „ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“?
- „ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 27.08.2014. მიმღები ორგანო — ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №15. სარეგისტრაციო კოდი — 010260020.35.175.016015.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 26.03.2015-დან.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 9 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 26.03.2015 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“, №15, 27.08.2014, სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.175.016015 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.03.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2481894/