წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 29.08.2014
ძალის დაკარგვა 15.11.2017
გამომცემი ორგანო წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
ნომერი №40
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.104.016186
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 08/09/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თემურ ღვინჯილია | წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 10.11.2017
📋 აუქმებს — 1 აქტი
დოკუმენტის ტექსტი
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №40
2014 წლის 29 აგვისტო
ქ. წალენჯიხა
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „გ.ბ“ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 და 25-ე მუხლების შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დებულება დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ამ დადგენილების ამოქმედებიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 ივლისის N25 დადგენილება „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური დაცვის, კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის, ვეტერანთა, დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ (სსმ, 05/08/2014. სარ.კოდი:010260020.35.104.016172 )
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავეწალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთემურ ღვინჯილია
კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დებულება
მუხლი 1🔗.
მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური
1.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური. (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც დადგენილი წესით უზრუნველყოფს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგებლის დავალებების შესრულებას.
2.
სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
მუხლი 2🔗.
სამსახურის სტრუქტურა
1.
სამსახური შედგება სამსახურის უფროსის, განყოფილებებისა და საჯარო მოხელეებისაგან.
2.
სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა)
კულტურისა და ძეგლთა დაცვის განყოფილება;
ბ)
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილება;
გ)
განათლების განყოფილება;
3.
სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება გამგეობის დებულების, ამ დებულების და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის დავალებით, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთერთი განყოფილების უფროსი.
4.
სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან.
5.
განყოფილების მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება გამგეობის დებულებით, ამ დებულებითა და შესაბამის სამუშაოთა აღწერილობებით.
6.
სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 3🔗.
სამსახურის ძირითადი ფუნქციები
სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:
მუნიციპალიტეტში სკოლამდელი აღზრდისა და სკოლისგარეშე დაწესებულებების , განათლების კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მუნიციპალური პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების უზრუნველყოფა. წინადადებების შემუშავება ახალგაზრდობისა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე
.
მუხლი 4🔗.
კულტურისა და ძეგლთა დაცვის განყოფილება
სამსახურის კულტურისა და ძეგლთა დაცვის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა)
კულტურისა და ძეგლთა დაცვის სფეროში მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებას;
ბ)
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მატერიალური და მოძრავი ძეგლების, ფოლკლორის, ისტორიულ, არქეოლოგიურ, ეთნოლოგიურ, რელიგიურ, მხატვრულ თუ სხვა კულტურულ ღირებულებათა შენარჩუნებისა და პოპულარიზაციისათვის ხელშეწყობას;
გ)
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ხელოვნების სფეროს ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის კოორდინაციას, თეატრის, კინოს, მუსიკის, ქორეოგრაფიის, სახვითი და ხალხური ხელოვნების დარგების განვითარებისათვის ხელშეწყობას;
დ)
საბიბლიოთეკო სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებას, ხელსაყრელი პირობების შექმნას შემოქმედებითი განვითარებისათვის;
ე)
კულტურისა და ძეგლთა დაცვის მუნიციპალური პროგრამების მომზადებასა და მისი განხორციელების კოორდინაციას;
ვ)
თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე განლაგებული, თვითმმართველი ერთეულის დაფინანსებაზე მყოფი კულტურის დაწესებულებების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისათვის შესაბამისი სამუშაოების დაგეგმვას და მათი განხორციელების კოორდინაციას;
ზ)
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კერძო ინვესტიციების ხელშეწყობისათვის წინადადებების მომზადებას;
თ)
მუნიციპალიტეტის მონაწილეობით საინვესტიციო პროექტების განხორციელების ზედამხედველობას;
ი)
კულტურული, სამეცნიერო და სხვა ღონისძიებების მოწყობის მხარდაჭერას;
კ)
შესაბამისი პროფილის მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობას და თანამშრომლობის განმტკიცებას;
ლ)
მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 5🔗.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილება
სამსახურის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა)
სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროში მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებას;
ბ)
სპორტული და ახალგაზრდული დაწესებულებების შექმნისა და ლიკვიდაციის შესახებ წინადადებების მომზადებას;
გ)
თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე განლაგებული სპორტული და ახალგაზრდული დაწესებულებების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისათვის შესაბამის სამუშაოების დაგეგმვას და მათი განხორციელების კოორდინაციას;
დ)
სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროში მუნიციპალური პროგრამების მომზადებასა და მისი განხორციელების კოორდინაციას;
ე)
ახალი სასწავლო წლისათვის და ზამთრის სეზონისათვის შესაბამის სამუშაოთა მომზადების ორგანიზებასა და კოორდინაციას;
ვ)
საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ერთად სასპორტო განათლების კოორდინაციას;
ზ)
საბავშვო და ახალგაზრდული, სპორტული და სხვა ღონისძიებების მოწყობის მხარდაჭერას;
თ)
პროფესიული სპორტის დარგების განვითარების ხელშეწყობას, კანონის შესაბამისად სპორტულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობას, მათი საქმიანობის კოორდინაცია-ხელშეწყობას;
ი)
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ სპორტულ ასოციაციებთან, კავშირებთან, სპორტულ საზოგადოებებთან, სხვადასხვა სპორტულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობას;
კ)
ახალგაზრდა სპორტსმენთა მხარდაჭერას, შესაბამისი გარემოს შექმნას და მათი საქმიანობის პოპულარიზაციას;
ლ)
შესაბამისი პროფილის მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობას და თანამშრომლობის განმტკიცებას.
მუხლი 6🔗.
განათლების განყოფილება
სამსახურის განათლების განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა)
განათლების სფეროში მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებას;
ბ)
თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე განლაგებული სასკოლო, საგანმანათლებლო დაწესებულებების, თვითმმართველი ერთეულის დაფინანსებაზე მყოფი განათლების ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად შესაბამისი სამუშაოების დაგეგმვას და მათი განხორციელების კოორდინაციას;
გ)
განათლების სფეროში მუნიციპალური პროგრამების მომზადებასა და მისი განხორციელების კოორდინაციას;
დ)
ახალი სასწავლო წლისათვის და ზამთრის სეზონისათვის შესაბამის სამუშაოთა მომზადების ორგანიზებასა და კოორდინაციას;
ე)
საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ერთად სახელოვნებო განათლების კოორდინაციას;
ვ)
განსაკუთრებით ნიჭიერ ბავშვთა და შემოქმედთა მხარდაჭერას, შესაბამისი გარემოს შექმნას და მათი საქმიანობის პოპულარიზაციას;
ზ)
ბავშვებსა და ახალგაზრდებს შორის დამნაშავეობისა და სამართალდარღვევის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდების შესამუშავებლად სხვა შესაბამის უწყებებთან ერთად სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებისათვის ხელშეწყობას;
თ)
შესაბამისი პროფილის მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობას და თანამშრომლობის განმტკიცებას.
მუხლი 7🔗.
სამსახურის უფროსი
სამსახურის უფროსი:
ა)
წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ სამსახურის მიერ დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
ბ)
ანაწილებს ფუნქციებს მოსამსახურეთა შორის;
გ)
გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით; მოსამსახურეთა წახალისების და მართვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა მიერ მორიგი და დამატებითი შვებულებების გამოყენების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;
დ)
განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებასა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს; სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს;
ე)
გამგებელს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;
ვ)
გამგებელს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ;
ზ)
გამგეობის დებულების შესაბამისად, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტებს.
თ)
ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.
მუხლი 8🔗.
სამსახურის თანამშრომლები
1.
სამსახურის მოსამსახურეები არიან ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეები, რომელთაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს გამგებელი.
2.
მოსამსახურეებს უფლება აქვთ:
ა)
წარუდგინონ სამსახურის უფროსს წინადადებები მათი საქმიანობის სრულყოფის თაობაზე;
ბ)
მიიღონ მათი საქმიანობისათვის აუცილებელი კონსულტაციები;
გ)
დააყენონ სამსახურის უფროსის წინაშე საკითხი მოსამსახურეთა ფუნქციონალური მოვალეობების შესრულებისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფის შესახებ;
დ)
დადგენილი წესით ისარგებლონ ორგანიზაციული, გასამრავლებელი, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკით, სხვა შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით;
ე)
ისარგებლონ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურის სხვა უფლებებითა და გარანტიებით.
3.
მოსამსახურეები ვალდებულნი არიან:
ა)
შეასრულონ და დაიცვან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს კანონმდებლობით, გამგეობის დებულებითა და ამ დებულებით განსაზღვრული მოვალეობანი;
ბ)
იმუშაონ თავიანთი პროფესიონალური დონის ასამაღლებლად;
გ)
განუხრელად შეასრულონ დადგენილი შრომის შინაგანაწესის მოთხოვნები;
დ)
გაუფრთხილდნენ მათ სარგებლობაში არსებულ საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკას, ინვენტარსა და სხვა ქონებას.
მუხლი 9🔗.
დასკვნითი დებულებანი
სამსახურის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.