გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ფედერალურ თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის დასადები „დეკონტამინაციის მასალების უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ“ შეთანხმების პროექტის მოწონების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1486
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.017590
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 04/09/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

  საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1486

 2014 წლის 26 აგვისტო

ქ. თბილისი

   გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ფედერალურ თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის დასადები „დეკონტამინაციის მასალების უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ“ შეთანხმების პროექტის მოწონების თაობაზე

1. „აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი დაწესებულებებისა და სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ გრანტებთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა  შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 მარტის №126 დადგენილების საფუძველზე, მოწონებულ იქნეს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ფედერალურ თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის დასადებ „დეკონტამინაციის მასალების უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ“ შეთანხმების პროექტი.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ფედერალურ თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის ,,დეკონტამინაციის მასალების უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ“ შეთანხმების პროექტის მოწონების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 მაისის №789 განკარგულება.

      

 

პრემიერ-მინისტრი                               ირაკლი ღარიბაშვილი