დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსთვის გრანტის გამოყოფის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2708
2015 წლის 15 დეკემბერი
ქ. თბილისი
დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსთვის გრანტის გამოყოფის შესახებ 1. „აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი დაწესებულებებისა და სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ გრანტებთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 მარტის №126 დადგენილების შესაბამისად, მოწონებულ იქნეს დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს შორის „საქართველოში ენერგო-ეფექტურობისა და მდგრადი ენერგიის მხარდაჭერის მიზნით გრანტის გამოყოფის თაობაზე“ დასადები ხელშეკრულების პროექტი.2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საგრანტო ხელშეკრულებაში, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი პირობების დაზუსტება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ან საგრანტო დოკუმენტის მოქმედებასთან დაკავშირებული სხვა საკითხების კორექტირება მის ხელმოწერამდე ან ხელმოწერის შემდეგ, გადაწყდეს ხელშეკრულების მხარეთა შეთანხმებით, საქართველოს მთავრობასთან დამატებით შეთანხმების გარეშე.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსთვის გრანტის გამოყოფის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსთვის გრანტის გამოყოფის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 15.12.2015.
- როდის იქნა მიღებული „დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსთვის გრანტის გამოყოფის შესახებ“?
- „დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსთვის გრანტის გამოყოფის შესახებ“ მიღებულია 15.12.2015. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №2708. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.020530.
- სად არის „დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსთვის გრანტის გამოყოფის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 15.12.2015 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსთვის გრანტის გამოყოფის შესახებ“, №2708, 15.12.2015, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.020530 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.12.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3122822/