საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გრანტის მიღების შესახებ დოკუმენტის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1554
2016 წლის 28 ივლისი
ქ. თბილისი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გრანტის მიღების შესახებ დოკუმენტის თაობაზე
1. „აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი დაწესებულებებისა და სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ გრანტებთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 მარტის №126 დადგენილების შესაბამისად, მოწონებულ იქნეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა (შემდგომში – სამინისტრო) და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას (GIZ) შორის გასაფორმებელი საგრანტო დოკუმენტი – ახმეტის მუნიციპალიტეტისა და თუშეთის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტაციის შემუშავების პროექტთან დაკავშირებით.
2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საგრანტო დოკუმენტში შესაბამისი პირობების დაზუსტება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ან საგრანტო დოკუმენტის მოქმედებასთან დაკავშირებული სხვა საკითხების კორექტირება, მის ხელმოწერამდე ან ხელმოწერის შემდეგ, გადაწყდეს სამინისტროსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას (GIZ) შორის შეთანხმებით, საქართველოს მთავრობასთან დამატებით შეთანხმების გარეშე.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გრანტის მიღების შესახებ დოკუმენტის თაობაზე“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გრანტის მიღების შესახებ დოკუმენტის თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 28.07.2016.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გრანტის მიღების შესახებ დოკუმენტის თაობაზე“?
- „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გრანტის მიღების შესახებ დოკუმენტის თაობაზე“ მიღებულია 28.07.2016. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №1554. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.021940.
- სად არის „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გრანტის მიღების შესახებ დოკუმენტის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 28.07.2016 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გრანტის მიღების შესახებ დოკუმენტის თაობაზე“, №1554, 28.07.2016, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.021940 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.07.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3363120/