საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სსიპ - საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის გასაფორმებელი საგრანტო ხელშეკრულების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1050
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.023786
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 13/06/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1050

2017 წლის 29 მაისი

ქ. თბილისი

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სსიპ – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის გასაფორმებელი საგრანტო ხელშეკრულების თაობაზე

1. „აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი დაწესებულებებისა და სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ გრანტებთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 მარტის №126 დადგენილების საფუძველზე, მოწონებულ იქნეს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სსიპ – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის გასაფორმებელი საგრანტო ხელშეკრულება.

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საგრანტო ხელშეკრულებაში შესაბამისი პირობების დაზუსტება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ან საგრანტო ხელშეკრულების მოქმედებასთან დაკავშირებული სხვა საკითხების კორექტირება, გარდა გრანტის მიღების მიზნის, მოცულობისა და სახსრების (ფულადი თუ ნატურალური ფორმით) გამოყენების კონკრეტული მიმართულების ცვლილებისა, მის ხელმოწერამდე ან ხელმოწერის შემდგომ, გადაწყდეს ხელშეკრულების მხარეთა შეთანხმებით, საქართველოს მთავრობასთან დამატებით შეთანხმების გარეშე.

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი