თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №80 |
|
2014 წლის 29 აგვისტო ქ. თეთრიწყარო |
|
დებულება
2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, ,,სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის, მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებით, ამ დებულებით, საქართველოში მოქმედი სხვა საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების შესაბამისად.
3. სამსახური წარმოადგენს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც მის კომპეტეციაში შემავალი ფუნქციების განხორციელებისას მოქმედებს მუნიციპალიტეტის გამგეობის სახელით.
4. სამსახურის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვრება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით
2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით, ამ დებულებითა და შიდა აუდიტის სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის ბრძანებით სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი მოხელე.
3. სამსახურის უფროსი:
ა) უზრუნველყოფს სამსახურის მუშაობის ზუსტ ორგანიზაციას და პასუხს აგებს სამსახურზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
ბ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის მუშაკებს შორის, კოორდინაციას და კონტროლს უწევს მათ საქმიანობას, შეიმუშავებს წინადადებებს სამსახურის მუშაობის სრულყოფის საკითხებზე, უქმნის მოსამსახურეებს მათი ფუნქციონალური მოვალეობების შესრულებისათვის, საიდუმლოების რეჟიმის, შრომის შინაგანაწესის მოთხოვნების დაცვისათვის აუცილებელ პირობებს;
გ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის მოსამსახურეთა მორიგი და დამატებითი შვებულების, მივლინების, წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე;
დ) განსაზღვრავს სტრუქტურული ქვედანაყოფების და სხვა მოსამსახურეთა პასუხისმგებლობას სამსახურის საქმიანობის ცალკეულ მიმართულებაზე;
ე) მუნიციპალიტეტის გამგებელს და საკრებულოს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებული სამუშაოთა შესახებ;
ვ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
4. სამსახურის უფროსი ვალდებულია:
ა) გააკონტროლოს სამსახურის დანაყოფებში სამსახურის ორგანიზების შესრულება;
ბ) დადგენილი წესის შესაბამისად უხელმძღვანელოს სამსახურის დანაყოფებში ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარების მართვას და მორიგე ცვლის საქმიანობას;
გ) განსაზღვროს ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარების ორგანიზების წესი;
დ) ორგანიზება გაუწიოს სახანძრო-ტაქტიკურ და სახანძრო-სამწყობრო მომზადებას;
ე) უზრუნველყოს და გააკონტროლოს შრომის დაცვის და უსაფრთხოების ტექნიკის წესების მოთხოვნების შესრულება;
ვ) მიიღოს სახანძრო წყალმომარაგების, კავშირგაბმულობის სისტემების დაზიანებების აღმოფხვრის უზრუნველყოფის ზომები;
ზ) მოითხოვოს და მიიღოს სამსახურის ორგანიზებისათვის საჭირო მონაცემები და ოპერატიული ინფორმაცია;
თ) შეამოწმოს დაქვემდებარებულ დანაყოფებში პირადი შემადგენლობის ხანძრის ჩასაქრობად და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარებისათვის მზადყოფნა;
ი) დიდი ხანძრების, აგრეთვე ავარიების, კატასტროფების, სტიქიური უბედურებებისა და სხვა საგანგებო სიტუაციების დროს განახორციელოს სამსახურის ძალებისა და საშუალებების გადაჯგუფება;
5. სამსახურის მოხელეთა უფლება-მოვალეობები განისაზღვრება სახანძრო უსაფრთხოების სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების გათვალისწინებით.
6. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლება განისაზღვრება ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
2. სამსახურის რეორგანიზაცია, მისი საქმიანობის შეწყვეტა ან ლიკვიდაცია ხდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
3. სამსახურის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.