ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, ურბანული განვითარების, მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (9 მუხლი)
|
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №15 |
|
2014 წლის 1 სექტემბერი ქ. ოზურგეთი |
|
2. სამსახურს აქვს ბლანკი და ბეჭედი სამსახურის სრული სახელწოდების აღნიშვნით.
3. სამსახურის საშტატო ნუსხა და მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობების რანგირების სისტემის გათვალისწინებით.
4. სამსახურის ადგილსამყოფელია ქ. ოზურგეთი, კოსტავას ქ.№1.
2. სამსახურის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს მერი.
2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფია:
ა) არქიტექტურის, მშენებლობის, ინსპექტირებისა და ზედამხედველობის განყოფილება
ა) მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ურბანული განვითარების დაგეგმვას;
ბ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიწათსარგებლობის დაგეგმვას, უფლებრივ ზონირებას;
გ) დასახლებთა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმების შემუშავებას;
დ) დასახლებათა განაშენიანების რეგულირების გეგმების შემუშავებას;
ე) დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შემუშავებას;
ვ) გეგმარებითი დავალებების მომზადებას;
ზ) მუნიციპალიტეტის დაკვეთით განხორციელებული ობიექტების დაპროექტებისა და მშენებლობის კოორდინაციას;
თ) მშენებლობის ნებართვების გასაცემად საჭირო პირობების, საპროექტო და სხვა დოკუმენტაციების კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის თაობაზე დასკვნების შემუშავებას;
ი) მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის შექმნასა და განვითარებას;
კ) მშენებლობის ნებართვების თაობაზე მერის ბრძანებების შემუშავებას;
ლ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის ზედამხედველობას;
მ) არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევათა პრევენციას და აღკვეთას;
ნ) მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის შექმნასა და განვითარებას;
ო) უზრუნველყოფს კანონით დადგენილი წესით არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტების შეთანხმებას;
პ) უზრუნველყოფს მის კომპეტენციაში შემავალი სამართლებრივი დოკუმენტების პროექტების მომზადებას;
ჟ) უზრუნველყოფს ქალაქთმშენებლობითი პირობების დადგენასთან დაკავშირებულ განცხადებებზე დასკვნების მომზადებას
რ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
2. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან.
3. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულების 12-ე მუხლით და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის ბრძანებით განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე.
4. განყოფილების მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობითა და მერიის დებულების 15-ე მუხლით. განყოფილების მოხელეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით.
5. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება მერიის დებულებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის შესაბამისად.
ა) ქ. ოზურგეთის არქიტექტურული იერსახისა და ქალაქგეგმარების განვითარებას, მისი ხარისხის ამაღლებას;
ბ) მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ურბანული განვითარების დაგეგმვას;
გ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიწათსარგებლობის დაგეგმვას, უფლებრივ ზონირებას, დასახლებთა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმების შემუშავებას,დასახლებათა განაშენიანების რეგულირების გეგმების შემუშავებას;
დ) დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შემუშავებას;
ე) უზრუნველყოფს ქ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიულ დაგეგმვის განხორციელებას და მასთან დაკავშირებული დოკუმენტების შესრულებაზე ზედამხედველობას;
ვ) ახორციელებს მიწათსარგებლობის დაგეგმვის, თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის ზონებად დაყოფის, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის თაობაზე წინადადებების მომზადებას;
ზ) უზრუნველყოფს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვასა და ქალაქმშენებლობასთან დაკავშირებულ დოკუმენტებში შესატანი ცვლილებების და დამატებების პროექტების მომზადებას;
თ) უზრუნველყოფს სამართლებრივი აქტის საფუძველზე მშენებლობის სანებართვო მოწმობის გაცემას, უზრუნველყოფს სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის პროცესზე მონიტორინგს;
ი) უზრუნველყოფს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ზონებად დაყოფასთან, მათი საზღვრების დადგენასთან და შეცვლასთან დაკავშირებული წინადადებების (პროექტების) მომზადებას, აგრეთვე ამ საკითხებთან დაკავშირებით საკრებულოს მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების აღსრულებას;
კ) უზრუნველყოფს მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების საზღვრების დადგენასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული აქტების პროექტების მომზადება
ლ) ქალაქის დაგეგმარება, განაშენიანების, კეთილმოწყობის, გამწვანების, რეკონსტრუქციის, რესტავრაციის, კაპიტალური შეკეთების და საქალაქო დიზაინის საკითხთა მარეგულირებელი ნორმებისა და წესების დოკუმენტთა დამუშავებაში მონაწილეობა.
მ) ქალაქის განაშენიანების და მშენებლობისათვის მიწის ნაკვეთების გამოყოფის მორიგე-ოპერატიული გეგმების, მიწისქვეშა კომუნიკაციების, განთავსებისა და საინჟინრო-გეოლოგიურ სამუშაოთა სარეგისტრაციო გეგმების აუცილებელი წარმოება;
ნ) კერძო მენაშენეებისათვის საცხოვრებელი სახლებისა და დამხმარე ნაგებობების პროექტების დამუშავების ორგანიზაცია და ამ პროექტების მიხედვით წარმოებული მშენებლობის მონიტორინგი;
ო) მუნიციპალიტეტის დაკვეთით განხორციელებული ობიექტების დაპროექტებისა და მშენებლობის კოორდინაციას;
პ) უზრუნველყოფს არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმებასთან დაკავშირებულ განცხადებებზე დასკვნების მომზადებას, აწარმოებს უწყებრივ სანებართვო რეესტრს;
ჟ) უზრუნველყოფს კომპეტენციას დაქვემდებარებული მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებულ განცხადებებზე დასკვნების მომზადებას და გასცემს სანებართვო მოწმობებს.
რ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის ზედამხედველობას;
ს) არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევათა პრევენციას და აღკვეთას;
ტ) გარე ვაჭრობის, მათ შორის თხევადი შეჭირხნილი გაზით ვაჭრობის, ბაზრებისა და ბაზრობების მოწესრიგება;
უ) ავტოსატრანსპორის პარკირებისათვის განსაზღვრული ადგილების გამოყენებისა და დადგენილი პარკირების წესების შესრულებაზე ზედამხედველობა; საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ადგილობრივი სამგზავრო გადაყვანის მარეგულირებელი წესების შესრულებაზე ზედამხედველობა; მოსახლეობის მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურებისა და ადგილობრივი გადაზიდვების წესების შესრულებაზე კონტროლი; ტრანსპორტის განსაზღვრული მარშრუტებისა და გრაფიკების შესაბამის ნებართვების შესრულებაზე ზედამხედველობა
ფ). ეკოლოგიური უსაფთხოების, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვისა და მათ რაციონალურ გამოყენებაზე მონიტორინგი, დარღვევების აღმოჩენისას შესაბამისი უწყებების ინფორმირება; ქუჩების დასუფთავების, სანიაღვრე მეურ-ნეობის, კანალიზაციის, ნაგავსაყრელების მოწყობასა და საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვების, უტილიზაციის სამუშაოთა წარმოებაზე ზედამხედველობა; ქალაქის ტერიტორიაზე კეთილმოწყობისა და გამწვანების დამტკიცებულ პროგრამების შესრულებაზე ზედამხედველობა;
ქ) ადგილობრივი მნიშვნელობის ტყისა და წყლის რესურსების მართვაზე ზედამხედველობა;
ღ) გარე რეკლამის განთავსებასა და გარე განათების რეგულირებაზე ზედამხედველობა;
ყ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას
შ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
2. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება დებულების დამტკიცებისათვის დადგენილი წესით.
3. სამსახურის ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია ხდება არსებული კანონის შესაბამისად.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, ურბანული განვითარების, მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 14.12.2017.
- როდის იქნა მიღებული „ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, ურბანული განვითარების, მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“?
- „ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, ურბანული განვითარების, მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 01.09.2014. მიმღები ორგანო — ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №15. სარეგისტრაციო კოდი — 010260020.35.171.016015.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, ურბანული განვითარების, მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 14.12.2017-დან.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, ურბანული განვითარების, მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 9 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, ურბანული განვითარების, მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 14.12.2017 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, ურბანული განვითარების, მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“, №15, 01.09.2014, სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.171.016015 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.12.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2483686/