ქალაქ ამბროლაურში ძაღლების და კატების მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №30 |
|
2014 წლის 1 სექტემბერი ქ. ამბროლაური |
|
ა) პატრონიანი ცხოველი - ცხოველი, რომელსაც ჰყავს მეპატრონე და კონკრეტული მომენტისთვის იმყოფება მეპატრონის, ან მეპატრონის მიერ უფლებამოსილი პირის კონტროლქვეშ;
ბ) უპატრონო ცხოველი - ცხოველი, რომელზედაც კონკრეტული მომენტისთვის არ ხორციელდება მეთვალყურეობა და რომელსაც ცხოველთა თავშესაფარში გადაყვანის შემდგომ ამ წესით დადგენილ ვადაში არ დაუდგინდა მეპატრონე;
გ) უმეთვალყურეო ცხოველი - ცხოველი, რომელზეც დროის კონკრეტულ მონაკვეთში არ ხორციელდება მეთვალყურეობა და რომელსაც ცხოველთა თავშესაფარში გადაყვანიდან წესით განსაზღვრულ ვადაში დაუდგინდება მეპატრონე;
დ) ცხოველის მეპატრონე - პირი, რომელსაც საკუთრებაში და ან მფლობელობაში ჰყავს ცხოველი და რომელიც უზრუნველყოფს ცხოველის წინამდებარე წესით დადგენილ მოვლა-პატრონობას;
ე) ცხოველის მოვლა-პატრონობა - ცხოველის კვება, ცხოველისთვის აუცილებელი საარსებო პირობების შექმნა: საცხოვრებელი ფართის გამოყოფა შესაბამისი სანიტარიულ-ჰიგიენური პირობებით. ვეტერინარული ზედამხედველობა და მომსახურება - დაავადების პროფილაქტიკა, დიაგნოსტიკა, ცოფის და სხვა დაავადებების საწინააღმდეგო ვაქცინაცია, ვეტერინარული მკურნალობა;
ვ) ვეტერინარული სამედიცინო მომსახურება - ცხოველთა სნეულებების პროფილაქტიკა და მათი მკურნალობა;
ზ) ცხოველის მოკვდინება - უფლებამოსილი პირის მიერ ცხოველის სიცოცხლის შეწყვეტა;
თ) ცხოველთა თავშესაფარი - საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი დაწესებულება, რომელშიც შესაძლებელია ცხოველთა მნიშვნელოვანი რაოდენობის მოთავსება მათი სამართლებრივი, ვეტერინარული მდგომარეობის დადგენისა და შემდგომი პროცედურების განხორციელების მიზნით;
ა) პატრონიანი;
ბ) უმეთვალყურეო;
გ) უპატრონო;
2. უმეთვალყურეო ცხოველს პატრონიანისა და უპატრონოს სტატუსი უდგინდება მისი ცხოველთა თავშესაფარში გადაყვანიდან 10 დღის ვადაში.
ა) ცხოველის კვება;
ბ) დარწყულება,
გ) საძილე ადგილის განთავსება;
2. მდედრი ცხოველის შეჯვარების შემთხვევაში ნაყარისა და ცხოველის სათანადო პირობების შექმნა;
3. დაუშვებელია ცხოველის უპატრონოდ მიტოვება; მისი მოვლა-შენახვის შეუძლებლობის შემთხვევაში ცხოველი უნდა ჩააბაროს ცხოველთა თავშესაფარში;
4. აკრძალულია ცხოველების ბრძოლების გამართვა;
5. აკრძალულია ცხოველების სასურსათო მაღაზიებში, აფთიაქებში, კვების ობიექტებში შეყვანა;
6. მეპატრონე ვალდებულია არ დაუშვას საზოგადოებრივი სივრცის დაბინძურება, ხოლო დაბინძურების შემთხვევაში უნდა უზრუნველყოს მისი დასუფთავება.
7. ძაღლების გასეირნება საზოგადოებრივ ადგილებში (ქუჩები, სტადიონები, სკვერები, პარკები, და სხვა საზოგადოებრივი ადგილები) ნებადართულია მხოლოდ საბმელით და ალიკაპით;
8. ცხოველის გვამის დამარხვა უნდა განხორციელდეს სპეციალურ გამოყოფილ ადგილებში;
9. ცხოველის მეპატრონემ უნდა უზრუნველყოს ცხოველის ყოველწლიური ვეტერინალურ-სანიტარული შემოწმება, ვაქცინაცია, მკურნალობა და სხვა.
10. მეპატრონემ ცხოველისათვის დაავადების კლინიკური ნიშნების შემჩნევის შემთხვევაში აუცილებლად უნდა მიმართოს ვეტერინარს;
11. მეპატრონე ვალდებულია აანაზღაუროს მისი ცხოველის მიერ მიყენებული ზარალი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით
2. უფლებამოსილი ორგანოს კომპეტენციას განეკუთვნება:
ა) უპატრონო, უმეთვალყურეო ცხოველების დაჭერა, იზოლაცია და ზედამხედველობის განხორციელება;
ბ) ცხოველთა მონაცემების ბაზის წარმოება;
გ) ცხოველისათვის ამ წესით განსაზღვრული სტატუსიდან ერთ-ერთის მინიჭება;
დ) დაჭერილი ცხოველების მოკვდინება ამ წესით განსაზღვრულ შემთხვევებში და შემდგომი პროცედურების განხორციელება;
ე) ამ წესითა და საკუთარი დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება;
2. ხშირია მაწანწალა უმეთვალყურეო ცხოველების ადამიანებზე და ცხოველებზე თავდასხმის ფაქტები. ადამიანი მაწანწალა ცხოველის დაკბენის შემდგომ იღებს როგორც ფიზიკურ, ასევე მორალურ ზიანს და იძულებულია ჩაიტაროს ანტირაბიული ვაქცინის სრული კურსი, რაც მატერიალურ ხარჯებთანაა დაკავშირებული.
3. თავშესაფარში უნდა განხორციელდეს მაწანწალა უმეთვალყურეო ცხოველებზე შესაბამისი ვეტერინარული ზედამხედველობა, ვაქცინაცია, კასტრაცია (რაც ხელს უწყობს მაწანწალების დეპოპულაციას), საჭიროების შეთხვევაში ევთანაზია და კლინიკურად ჯანმრთელი ცხოველების თავის ბუნებრივ არიალებში დაბრუნება.
4. ცხოველთა თავშესაფრების მოწყობის დროს გათვალისწინებული უნდა იქნას მისი განთავსების ადგილი, მოცულობა, ცხოველების მოვლა-შენახვის პირობები, შესაძლებელია გათვალისწინებული იქნას ცხოველთა დაცვის არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციებიც.
5. თავშესაფარი ექვემდებარება შესაბამის კონტროლს უფლებამოსილი ორგანოს მხრიდან.
6. თავშესაფარი მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობის, წინამდებარე წესის და საკუთარი დებულების საფუძველზე.
2. საკარანტინო ვოილერების რაოდენობა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განისაზღვროს დამკბენი ცხოველების რაოდენობის გათვალისწინებით (სასურველია გათვალისწინებული იქნას რამოდენიმე წლის დაკბენის შემთხვევების საშუალო არითმეტიკული).
3. ვოილერებში განთავსებულ ცხოველებზე ზედამხედველობა განახორციელოს ვეტერინარმა ექიმმა და ცხოველისათვის დაავადების კლინიკური ნიშნების შემჩნევის, დაცემის ან 10-დღიანი ზედამხედველობის დამთავრების შემდეგ დაუყოვნებლივ ინფორმაცია მიაწოდოს ჯანდაცვის ორგანოებს და დაინტერესებულ მხარეებს.
4. ვოილერების მოწყობის დროს გათვალისწინებულ იქნეს მისი განთავსების ადგილი, მოცულობა, ცხოველების მოვლა-შენახვის პირობები, ვოლიერებში ცხოველების მომსახურება (დარწყულება, კვება).
5. ცხოველთა ვოილერების და თავშესაფრების რაოდენობა ქალაქის ტერიტორიაზე უნდა განისაზღვროს ქალაქის ტერიტორიაზე ცხოველთა იმ სავარაუდო სულადობის გათვალისწინებით, რომლებიც შესაძლებელია დაექვემდებარონ მსგავს დაწესებულებაში მოხვედრას.
2. უფლებამოსილმა ორგანომ უპატრონო ცხოველების რაოდენობის ოპტიმიზაციისას უნდა გაითვალისწინოს ის გარემოება, რომ ცხოველის შეპყრობა თუ მოკვდინება დასაშვებია მხოლოდ ჰუმანური მეთოდებით, წინამდებარე წესის მოთხოვნების შესაბამისად.
2. ცხოველის მოკვდინება თავშესაფრის გარეთ დაიშვება მხოლოდ მათი ტანჯვის შესაწყვეტად, როდესაც ვეტერინარული დახმარების მიღება შეუძლებელი/არაეფექტურია, ან ცხოველის აგრესია აშკარა საფრთხეს უქმნის ადამიანს, სხვა ცხოველებს; აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
3. ცხოველის მოკვდინება ყველა შემთხვევაში უნდა ჩატარდეს მყისებრ, სპეციალური მედიკამენტის გამოყენებით.
4. ცხოველის ცხოველთა თავშესაფარში მოკვდინების შემდეგ, ვეტერინარი უნდა დარწმუნდეს, რომ ცხოველი მკვდარია. მხოლოდ ამის შემდეგ დასაშვებია შემდგომი პროცედურების ჩატარება (ბიოთერმულ ორმოში მოთავსება, კრემაცია, პათანატომიური გამოკვლევა და ა.შ.).
5. დაუშვებელია ცხოველთა მოკვდინება შემდეგი მეთოდებით:
ა) დახრჩობა;
ბ) გაგუდვა;
გ) მოწამვლა;
დ) ელექტრომუხტის გამოყენება;
ე) მექანიკური დაზიანების მიყენება;
ვ) იძულებითი შიმშილით, წყურვილით და სხვა არაჰუმანური მეთოდებით.
2. ცხოველთა სამარხების და კრემატორიუმის არსებობა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მნიშვნელოვანია, რათა არ მოხდეს დაცემული ცხოველებისგან ინფექციის გარემოში გავრცელება.
3. მათი რიცხოვნობა გადაწყდეს საჭიროებიდან გამომდინარე.