1. თვითმმართველობის ორგანოს დოკუმენტები იქნება თვითმმართველობის მოხელის მიერ ხელმძღვანელის დავალებით ან საკუთარი ინიციატივით.

2. დოკუმენტის პროექტის ვიზირება ხორციელდება შემდეგი თანმიმდევრობით:

ა) იმ პირის მიერ, რომელმაც მოამზადა დოკუმენტის პროექტი;

ბ)  შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის მიერ;

გ) იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელის (იურისტის) მიერ;

დ) ადგილობრივი თვითმმართველობის იმ სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელთა მიერ, რომელთა უფლებამოსილების სფეროს შეეხება პროექტით დადგენილი საკითხი.

3. ვიზების შეგროვებისათვის პასუხისმგებელია ის სტრუქტურული ქვედანაყოფი, სადაც მზადდება დოკუმენტი.

4. ვიზირებული დოკუმენტის პროექტი გადაეცემა მუნიციპალიტეტის კანცელარიას, რომელიც პასუხისმგებელია დოკუმენტის სწორად გაფორმებაზე და უზრუნველყოფს დოკუმენტის პროექტის ხელმოსაწერად გადაცემას დოკუმენტის ხელმოწერის უფლებამოსილი პირისათვის.

თავი III

შემოსული კორესპონდენციის მიღება, აღრიცხვა (რეგისტრაცია) და განაწილე