1. საკრებულოს თავმჯდომარეს (მერს) განსახილველად გადაეცემა დოკუმენტები, რომლებიც მიღებულია საკანონმდებლო, სამთავრობო და სხვა სახელმწიფო დაწესებულებებიდან, შეიცავენ ინფორმაციას თვითმმართველობის ორგანოს საქმიანობის პრინციპულ საკითხებზე და რომელთა შესრულება მოითხოვს ხელმძღვანელობის პრინციპული ხასიათის გადაწყვეტილებას. დანარჩენ დოკუმენტები შესაძლებელია საკრებულოს თავჯდომარის მოადგილეს ან/და მერის მოადგილეებისათვის გადაცემა, რომელიც შემდგომ შესასრულებლად/განსახილველად გადასცემს შესაბამისის სამსახურებს.
2. მერის ადმინისტრაციულ სამსახურში და საკრებულოს აპარატში დოკუმენტების დამუშავება და შემსრულებლისათვის გადაცემა უნდა ხორციელდებოდეს მათი შემოსვლის დღეს ან მომდევნო სამუშაო დღეს, თუ დოკუმენტები შემოვიდა არასამუშაო დროს .
3. დოკუმენტები, რომლებიც სრულდება რამდენიმე სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ, გადაეცემა მათ რიგრიგობით ან ერთდროულად ასლების მეშვეობით. დოკუმენტების გამრავლების აუცილებლობასა და ასლების რაოდენობას განსაზღვრავს დოკუმენტის შესრულებისათვის პასუხისმგებელი პირი.
4. დოკუმენტების გადაცემა სტრუქტურულ ქვედანაყოფებს შორის ხორციელდება მხოლოდ თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის და საკრებულოს აპარატის მეშვეობი