ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №22 |
|
2014 წლის 2 სექტემბერი ქ. თელავი |
ასიგნებების გადანაწილების წესი დანართის შესაბამისად.
|
გადანაწილების წესი
2. სარეზერვო ფონდიდან გამოსაყოფი თანხების ოდენობა და მიზნობრიობა განისაზღვროს მერის ბრძანებით, რომლის საფუძველზე თანხის გამოყოფას ახორციელებს საფინანსო ორგანო.
3. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერო ფონდიდან გამოყოფილი ასიგნებებით წლიური ბიუჯეტის დაზუსტება გახორციელდეს მორიგი ბიუჯეტის მორიგი ცვლილებისას, მაგრამ არაუგვიანეს წლის დასრულებამდე.
4. ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შეიძლება შეიქმნას წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდი.
5. ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მერს დაერთოს ნება დამტკიცებულ წლიურ ბიუჯეტში ცვლილებების შეუტანლად განახორციელოს:
ა) შესაბამისი სამართლებრივი აქტისა და საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი წინადადებების საფუძველზე ერთი პრიორიტეტის ფარგლებში პროგრამებს, ქვეპროგრამებსა და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილება, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ამ პრიორიტეტისთვის წლიური ბიუჯეტით დამტკიცებული გადასახდელების 5%-ს;
ბ) შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საერთო - სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებიდან გამოყოფილი თანხების ბიუჯეტით დამტკიცებული შემოსულობებსა და გადასახდელებში ასახვის მიზნით (მათ შორის პროგრამული კოდის ან პროგრამის დამატება), განახორციელოს ცვლილებები ბიუჯეტით დამტკიცებულ შემოსულობებსა და გადასახდელებში. ეს ცვლილებები 1 თვის ვადაში, მაგრამ არაუგვანეს საბიუჯეტო წლის დასრულებისა, უნდა წარედგინოს ქალაქი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 01.06.2015.
- როდის იქნა მიღებული „ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ“?
- „ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 02.09.2014. მიმღები ორგანო — ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №22. სარეგისტრაციო კოდი — 270070000.35.176.016022.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 01.06.2015-დან.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 01.06.2015 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ“, №22, 02.09.2014, სარეგისტრაციო კოდი 270070000.35.176.016022 (კონსოლიდირებული რედაქცია 01.06.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2487409/