სიღნაღის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებ-გვერდის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №34 |
|
2014 წლის 3 სექტემბერი ქ. სიღნაღი |
|
ა) მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური, კულტურული, საზოგადოებრივ-პოლიტიკური მდგომარეობის, მუნიციპალიტეტის (თვითმმართველობის) პერსპექტიული განვითარების, თვითმმართველობის ორგანოების, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული დაწესებულებების, ორგანიზაციებისა და საწარმოების საქმიანობის შესახებ ოფიციალური ინფორმაციის მიწოდება მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის და ყველა დაინტერესებული პირისა თუ ორგანიზაციისათვის;
ბ) თვითმმართველობის ორგანოების მუდმივი კავშირის უზრუნველყოფა თვითმმართველი ერთეულის მოსახლეობასთან, დაწესებულებებთან, ორგანიზაციებთან და საწარმოებთან; შექმნას იმის შესაძლებლობა მოსახლეობამ და იურიდიულმა პირებმა შეუფერხებლად მიმართონ და მიაწოდონ წინადადებები თვითმმართველობის ორგანოებს და თანამდებობის პირებს მუნიციპალიტეტში არსებული მიმდინარე პრობლემების და მისაღებ გადაწყვეტილებათა პროექტების შესახებ; ასევე, უზრუნველყოს თვითმმართველობის ორგანოების მიერ გადაწყვეტილების მიღებაში საზოგადოების ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინება;
გ) მუნიციპალიტეტში მიმდინარე მოვლენების შესახებ სიახლეების ოპერატიულად გამოქვეყნება;
დ) თვითმმართველობის აღმასრულებელ და წარმომადგენლობით ორგანოში მიმდინარე მოვლენების შესახებ შესაბამისი ინფორმაციის ოპერატიული გამოქვეყნება;
ე) სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული პროაქტიური წესის თანახმად, აღნიშნულ წესს დაქვემდებარებული ყველა ინფორმაციის გამოქვეყნება.
ა) ვებგვერდის დიზაინის მომზადებას და მასში ცვლილებების შეტანას;
ბ) ვებგვერდის ფუნქციონირების ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფას;
გ) ინფორმაციის განთავსებას;
დ) ვებგვერდზე შემოსული წინადადებების და წერილების სისტემატიზაციას და გადაცემას საკრებულოს თავმჯდომარის და გამგებლისათვის.
ე) ვებგვერდის ფუნქციონირების პროგრამულ უზრუნველყოფას, მათ შორის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის დაცვას არასანქცირებული ჩარევისაგან, ინფორმაციის შეცვლის, გაყალბების, დამახინჯების, წაშლის და დაბლოკვისაგან.
ა) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები;
ბ) თვითმმართველობის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირები;
გ) თვითმმართველობის ტერიტორიაზე არსებული საჯარო დაწესებულებები;
დ) მასობრივი საინფორმაციო საშუალებები და ინტერნეტ-რესურსები;
ე) საზოგადოებრივი და პოლიტიკური ორგანიზაციები;
ვ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საწარმოები, დაწესებულებები და ორგანიზაციები.
ა) გამგეობა:
ა.ა) დებულება;
ა.ბ) გამგებელი;
ა.გ) გამგებლის მოადგილეები;
ა.დ) გამგეობის სტრუქტურული ერთეულები.
ბ) საკრებულო:
ბ.ა) დებულება(რეგლამენტი;)
ბ.ბ) საკრებულოს თანამდებობის პირები (თანამდებობა, მოკლე ბიოგრაფია, პროფესია, პარტიულობა, უფლებამოსილება, სამსახურის ტელეფონი, სამსახურის მისამართი და მიღების საათები);
ბ.გ) საკრებულოს წევრები; საკრებულოს კომისიები (უფლებამოსილება, სამუშაო გეგმა, კომისიის შემადგენლობა, კომისიის სხდომის ოქმები);
ბ.დ) საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფები (უფლებამოსილება, სამუშაო გეგმა, სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა, სამუშაო ჯგუფის სხდომის ოქმები);
ბ.ე) საკრებულოს ფრაქციები (ფრაქციის წესდება; ფრაქციის შემადგენლობა; ფრაქციის სხდომის ოქმები, ფრაქციის განცხადებები და მიმართვები);
ბ.ვ) საკრებულოს ბიურო (შემადგენლობა, უფლებამოსილება, სამუშაო გეგმები, ბიუროს სხდომის ოქმები);
ბ.ზ) საკრებულოს აპარატი (აპარატის დებულება, აპარატის უფროსი (მოკლე ბიოგრაფია, პროფესია, სამსახურის ტელეფონი, მისამართი), აპარატის სტრუქტურა.
გ) საჯარო ინფორმაციის გვერდი:
გ.ა) საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი (ტელეფონი, თანამდებობა, e.mail);
გ.ბ) საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმითმოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების წესი;
გ.გ) პროაქტიურ გამოქვეყნებას დაქვემდებარებული საჯარო ინფორმაციები.
დ) თვითმმართველი ერთეულის იურიდიული პირები:
დ.ა) გაერთიანების წესდება;
დ.ბ) გაერთიანების ადმინისტრაცია.
ე) მაჟორიტარი დეპუტატი:
ვ) ბიუჯეტი:
ზ) განათლება:
ზ.ა) რესურსცენტრი;
ზ.ბ) საჯარო სკოლები;
ზ.გ) კერძო სკოლები;
ზ.დ) სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებები.
თ) კულტურა, სპორტი:
თ.ა) კულტურის სახლები;
თ.ბ) ანსამბლები;
თ.გ) ძეგლები, ღირსშესანიშნაობები;
თ.დ) მუზეუმები, ბიბლიოთეკები.
ი) ჯანდაცვა და სოციალური სფერო:
ი.ა) ჯანდაცვის ობიექტები;
ი.ბ) სოც. პროგრამები (გაცემის წესი);
ი.გ) სოც. სააგენტო.
კ) ინფრასტრუქტურა:
ლ) სოფლის მეურნეობა:
მ) ტურიზმი:
მ.ა) სასტუმროები (კერძო, საოჯახო);
მ.ბ) რესტორნები;
მ.გ) ტურისტური მარშრუტი.
ნ) რელიგია:
ო) საზოგადოება:
ო.ა) არასამთავრობოები;
ო.ბ) პარტიები.
პ) მართლწესრიგი:
პ.ა) პროკურატურა;
პ.ბ) პოლიცია;
პ.გ) სასამართლო;
პ.დ) ადვოკატურა.
ჟ) კანონმდებლობა:
რ) ვაკანსიები: