📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 05.09.2014
ძალის დაკარგვა 05.12.2017
გამომცემი ორგანო წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
ნომერი №61
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.122.016230
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 11/09/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 880 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
05.09.2014 მიღება
05.12.2017 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ახალაძე მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №61 2014 წლის 5 სექტემბერი ქ. წყალტუბო წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ’’ პუნქტის ,,გ.ბ.“ ქვეპუნქტის,  61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და  ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“  ქვეპუნქტის შესაბამისად,   წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურისა და ზედამხედველობის  სამსახურის დებულება დანართი №1-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურის,  ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ზედამხედველობის  სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 ივლისის №37 დადგენილება (სსიპ ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“, ვებგვერდი www.matsne.gov.ge. სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.122.016206. 16/07/2014). მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეპაატა ახალაძე დანართი №1  წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის  არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურისა და ზედამხედველობის  სამსახური (ტექსტში შემდგომ - სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიულ დაგეგმვას და ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების შემუშავებას, მშენებლობის ნებართვების თაობაზე გადაწყვეტილებების მომზადებას, მშენებლობაზე და არქიტექტურულ საქმიანობაზე ზედამხედველობას. 2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, გამგეობის  დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. 3. სამსახურს აქვს დადგენილი ფორმის ბეჭედი სამსახურის სახელწოდების აღნიშვნით და სხვა საჭირო რეკვიზიტებით. მუხლი 2🔗. სამსახურის სტრუქტურა 1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსის,  სტრუქტურული ქვედანაყოფის - განყოფილებისა და მოხელეებისაგან. 2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფია: ზედამხედველობისა და მოსაკრებლების განყოფილება. 3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება გამგეობის დებულებით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის ბრძანებით სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის განყოფილების უფროსი. 4. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან. 5. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება გამგეობის დებულებით და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის ბრძანებით განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე. 6. სამსახურის მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობითა და გამგეობის დებულებით. მათი ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით. 7. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება გამგეობის დებულებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის შესაბამისად. მუხლი 3🔗. სამსახურის ფუნქციები სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ურბანული განვითარების დაგეგმვას; ბ) მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის შექმნასა და განვითარებას; გ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიწათსარგებლობის დაგეგმვას, უფლებრივ ზონირებას; დ) დასახლებათა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმების შემუშავებას; ე) დასახლებათა განაშენიანების რეგულირების გეგმების შემუშავებას; ვ) დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შემუშავებას; ზ) გეგმარებითი დავალებების მომზადებას; თ) მუნიციპალიტეტის დაკვეთით განხორციელებული ობიექტების დაპროექტებისა და მშენებლობის კოორდინაციას; ი) მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდასთან დაკავშირებული ღონისძიებების გატარებას; კ) წინადადებების შემუშავებას დასუფთავების მოსაკრებელის შემოღება-გაუქმებისა და მისი ოდენობის განსაზღვრის, მოსაკრებელის ადმინისტრირების საკითხებზე; ლ) დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელებთან ხელშეკრულებების გაფორმებას, კანონით დადგენილი წესით; მ) დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელთა აღრიცხვას, გადამხდელთა ბაზის ფორმირებას და სრულყოფას; ნ) მოსახლეობიდან, ფიზიკური და იურიდიული პირებიდან დასუფთავების მოსაკრებლის ამოღების უზრუნველყოფას და კონტროლს; ო) გარე ვაჭრობისა და რეკლამის განთავსების წესებზე ზედამხედველობას; პ) რეკლამის განთავსების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის შეგროვების წესების დარღვევასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა პრევენციასა და აღკვეთას, შესაბამის სამართალდარღვევათა საქმეებზე ოქმების შედგენას; ჟ) ტერიტორიის კეთილმოწყობისა და დასუფთავების წესების დარღვევასთან დაკავშირებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევების პრევენციასა და აღკვეთას, შესაბამის სამართალდარღვევათა ოქმების შედგენას; რ) მიწათსარგებლობის წესების დარღვევასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა პრევენციასა და აღკვეთას, შესაბამის სამართალდარღვევათა ოქმების შედგენას; ს) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენას, პროექტის-სანებართვო პირობების დარღვევით მშენებარე ობიექტის მშენებლობის შეჩერების ან/და დემონტაჟს. ტ) კანონმდებლობით დაგდენილი წესით მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამშენებლო ნორმებისა და წესების დაცვას და შესრულებაზე კონტროლის განხორციელებას. შემოწმების პროცესში ყველა საჭირო დოკუმენტაციის მოთხოვნას სამოქმედო ტერიტორიაზე განლაგებული ნებისმიერი ფიზიკური ან/და იურიდიული პირისგან, განურჩევლად საკუთრების ფორმისა და უწყებრივი ქვემდებარეობისა. უ) არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევათა პრევენციას და აღკვეთის ღონისძიებათა ორგანიზებას. ფ) არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევათა საქმეების წარმოებას. ქ) მშენებლობის ნებართვების გასაცემად საჭირო პირობების, საპროექტო და სხვა დოკუმენტაციების კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის თაობაზე დასკვნების შემუშავებას; ღ) მშენებლობის ნებართვების თაობაზე ბრძანებების პროექტების  შემუშავებას; ყ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის ზედამხედველობას, ობიექტების ექსპლოატაციაში მიღებას. შ) არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევათა პრევენციას და აღკვეთის ღონისძიებათა ორგანიზებას. ჩ) არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევათა საქმეების წარმოებას. ც) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 4🔗. ზედამხედველობისა  და მოსაკრებლების  განყოფილება ზედამხედველობისა  და მოსაკრებლების  განყოფილების ფუნქციებია: ა) მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდასთან დაკავშირებული ღონისძიებების გატარება; ბ) წინადადებების შემუშავება დასუფთავების მოსაკრებელის შემოღება-გაუქმებისა და მისი ოდენობის განსაზღვრის, მოსაკრებელის ადმინისტრირების საკითხებზე; გ) დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელებთან ხელშეკრულებების გაფორმება, კანონით დადგენილი წესით; დ) დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელთა აღრიცხვა, გადამხდელთა ბაზის ფორმირება და სრულყოფა; ე) მოსახლეობიდან, ფიზიკური და იურიდიული პირებიდან დასუფთავების მოსაკრებლის ამოღების უზრუნველყოფა და კონტროლი; ვ) გარე ვაჭრობისა და რეკლამის განთავსების წესებზე ზედამხედველობას; ზ) რეკლამის განთავსების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის შეგროვების წესების დარღვევასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა პრევენციასა და აღკვეთას, შესაბამის სამართალდარღვევათა საქმეებზე ოქმების შედგენას; თ) ტერიტორიის კეთილმოწყობისა და დასუფთავების წესების დარღვევასთან დაკავშირებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევების პრევენცია და აღკვეთა, შესაბამის სამართალდარღვევათა ოქმების შედგენა; ი) მიწათსარგებლობის წესების დარღვევასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა პრევენცია და აღკვეთა, შესაბამის სამართალდარღვევათა ოქმების შედგენა; კ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენას, პროექტის-სანებართვო პირობების დარღვევით მშენებარე ობიექტის მშენებლობის შეჩერება ან/და დემონტაჟი. ლ) კანონმდებლობით დაგდენილი წესით მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამშენებლო ნორმებისა და წესების დაცვა და შესრულებაზე კონტროლის განხორციელება. შემოწმების პროცესში ყველა საჭირო დოკუმენტაციის მოთხოვნა სამოქმედო ტერიტორიაზე განლაგებული ნებისმიერი ფიზიკური ან/და იურიდიული პირისგან, განურჩევლად საკუთრების ფორმისა და უწყებრივი ქვემდებარეობისა. მ) არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევათა პრევენცია და აღკვეთის ღონისძიებათა ორგანიზება. ნ) არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევათა საქმეების წარმოება. ო) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება. მუხლი 5🔗. სამსახურის რეორგანიზაცია 1. გამგეობის სამსახურის რეორგანიზაცია არის სამსახურში განხორციელებული სტრუქტურული და/ან ფუნქციური ცვლილებების ერთობლიობა, რომლებიც არ შეეხება გამგეობის რომელიმე სხვა სამსახურს. 2. გამგეობის სამსახურის რეორგანიზაციის სამართლებრივი საფუძველია გამგებლის ბრძანება გამგეობის სამსახურის რეორგანიზაციის შესახებ.