ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №17 |
|
2014 წლის 5 სექტემბერი დაბა ხულო |
|
აუდიტის სამსახურის დებულება
2. აუდიტის სამსახურის იურიდიული მისამართია: დაბა ხულო, ტბელ აბუსერიძის ქუჩა №1.
3. აუდიტის სამსახურს აქვს ბლანკი, ბეჭედი და შტამპი საკუთარი დასახელების აღნიშვნით.
2. აუდიტის სამსახური თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ კანონს. დაუშვებელია მის საქმიანობაშიუ ჩარევა ან ამ საქმიანობასთან დაკავშირებით მისთვის ანგარიშის მოთხოვნა, თუ ეს პირდაპირ არ არის გათვალისწინებული საქართველოს კანონმდებლობით.
ა) საკითხების სისტემური, კომპლექსური შესწავლისა და რისკის მართვის, კონტროლისა და მმართველობითი პროცესების შეფასების გზით ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის (შემდგომში - გამგეობა) საქმიანობის სრულყოფა, ფინანსების მართვის გაუმჯობესება, სახსრების, სხვა მატერიალური ფასეულობების ხარჯვისა და გამოყენების კანონიერების, მიზნობრიობის დაცვისა და ეფექტიანობის გაზრდის ხელშეწყობა, გამგეობის ფუნქციონირებისა და მართვის პროცედურების მწარმოებლურობის სამართლებრივი, ტექნიკური და ფუნქციური ხარვეზების აღმოფხვრა და პრევენცია;
ბ) უზრუნველყოს გამგეობის სტრუქტურულ ერტეულებში და ტერიტორიულ ორგანოებში საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით მოთხოვნათა განუხრელ შესრულებაზე კონტროლის განხორციელება;
გ) გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვის კონტროლი;
დ) გამგეობის წინაშე არსებული რისკების დადგენა და შეფასება;
ე) ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება;
ვ) გამგეობის ფუნქციონირებისა და მართვის პროცედურების მწარმოებლურობის, ეფექტურობისა და ეკონომიურობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;
ზ) მოსალოდნელი დარღვევების ან/და სამსახურებრივი გადაცდომების პრევენცია ან/და მათი რისკის ფაქტორების გამოვლენა და ანალიზი;
თ) გამგეობის სისტემის მოსამსახურეთა მიერ სამართალდარღვევათა და სამსახურებრივ გადაცდომათა ჩადენის ფაქტების გამომწვევი და ხელსემწყობი მიზეზების დადგენა;
ი) გამგეობის სტრუქტურულ ერთეულებსა და ტერიტორიულ ორგანოებში დისციპლინისა და კანონიერების დაცვის სამსახურებრივი კონტროლი, გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა მიერ მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და კანონიერი ინტერესების, სამსახურებრივ გადაცდომათა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენის ფაქტების გამოვლენა, ამ ფაქტებთან დაკავშირებული განცხადებებისა და საჩივრების შესწავლა;
კ) საჯარო მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი გადაცდომის ჩადენის ფაქტებზე სამსახურებრივი შემოწმების ჩატარება, შემოწმების შედეგების შესახებ დასკვნის შედგენა და გამგებლისათვის წარდგენა;
ლ) გამგეობის საჯარო მომსახურეთა მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების ხელშეწყობის მიზეზების დადგენისა და პრევენციის, გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების საქმიანობაში აღმოჩენილი ხარვეზებისა და მათი გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრის მიზნით გამგებლისათვის შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენა;
მ) გამგეობის საჯარო მომსახურეთა ინტერესთა შეუთავსებლობის ფაქტების გამოვლენა, მათ მიერ სამსახურებრივი ეთიკის წესების შესრულებაზე კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელება;
ნ) გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის საჯაროობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, საზოგადოებრივი კონტროლის მექანიზმების ჩამოყალიბების ხელშეწყობა და მხარდაჭერა, კანონიერების დაცვის სფეროში საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვება;
ო) გამგეობის საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე სხვა საქმიანობის განხორციელება, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას და შიდა აუდიტორის დამოუკიდებლობის პრინციპებს.
2. აუდიტის სამსახური თავის საქმიანობას ახორციელებს შემდეგი პრინციპების დაცვით;
ა) დამოუკიდებლობა;
ბ) ობიექტურობა;
გ) პროფესიონალიზმი;
დ) საჯაროობა;
ე) გამჭვირვალობა;
ვ) კანონიერება.
ა) თავის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე გამგეობის სტრუქტურულ ერთეულებსა და ტერიტორიულ ორგანოებს მიმართოს მოთხოვნით წერილობითი ან ზეპირი ფორმით მისთვის აუცილებელი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის ადგილზე გაცნობისათვის პირობების სექმნის ან წარდგენის და ახსნა-განმარტებების მიცემის თაობაზე;
ბ) ჩაატაროს შიდააუდიტორული შემოწმება გამგეობის საჯარო მომსახურეთა მიერ სამსახურებრივი უფლება-მოვალეობების განხორციელებასთან დაკავშირებით მოქალაქეთა უფლებების, თავისუფლებებისა და კანონიერი ინტერესების შელახვის, დისციპლინური გადაცდომისა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ფაქტებზე;
გ) აუდიტის საგანთან დაკავშირებით შიდა აუდიტის ან/და რისკის შეფასებების პროცეში მიიღოს მისთვის საჭირო ყველა ინფორმაცია და დოკუმენტი, მიუხედავად მისი ფორმისა (ელექტრონული ვერსია და სხვა), შიდა აუდიტის ობიექტს მოსთხოვის დოკუმენტის სახელმწიფო ენაზე წარდგენა, გადაიღოს დოკუმენტის ასლები და სხვა, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვებისა;
დ) შიდა აუდიტის წარმოებისას, განსახილველ საკითხებზე კონსულტაციებისა და საექსპორტო დასკვნების მოსაპოვებლად, მოითხოვოს გამგეობის საჯარო მოსამსახურეების ან მოწვეული სპეციალისტების მონაწილეობა, აგრეთვე ისარგებლოს სხვა ადმინისტრაციული ორგანოს დახმარებით დადგენილი წესით;
ე) შიდა აუდიტის /ინსპექტირების შედეგებზე დაყრდნობით გამგებელს წარუდგინოს წინადადება გადაცდომის ჩამდენი პირის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიების გამოყენების შესახებ;
ვ) განახორციელოს ამ დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები.
2. შიდა აუდიტორს შიდა აუდიტისა და რისკის შეფასების განხორციელების ფარგლებში, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალიწინებული შეზღუდვებისა, შეუზღუდავი დაშვება აქვს გამგეობის სისტემის ორგანოს ყველა საქმიანობასთან და დოკუმენტაციასთან, მხოლოდ შიდა აუდიტის პროგრამის წარდგენის შემთხვევაში.
3. გამგეობის მოსამსახურეები/თანამშრომლები ვალდებული არიან ითანამშრომლონ შიდა აუდიტორთან მათი საქმიანობის განხორციელების დროს და უზრუნველყონ მათი კომპეტენციისათვის მიკუთვნილ საკითხებთან დაკავშირებული ყველა ინფორმაციისა და დოკუმენტის ხელმისაწვდომობა ან/და ქმედების განხორციელება.
ა) დაიცვას აუდიტის სტანდარტები, შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსი. შიდა აუდიტის მარეგულირებელი კანონმდებლობა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამტკიცებული შიდა აუდიტის განხორციელების მეთოდოლოგია;
ბ) ჩაატაროს გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა საქმიანობის შემოწმება კანონმდებლობით დადგენილ ვადებში და დადგენილი წესით;
გ) შიდა აუდიტის დაწყებამდე შიდა აუდიტის ობიექტს წარუდგინოს შიდა აუდიტის განხორციელების შესახებ ადმინისტრაციული აქტი, შესაბამისი აუდიტის პროგრამა, ასევე უფლება-მოვალეობათა ნუსხა;
დ) უზრუნველყონ შიდა აუდიტის ობიექტის სახელმწიფო, სამსახურებრივი კომერციული და პირადი საიდუმლოების დაცვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და არ გაამჟღავნოს ის ინფორმაცია, რომელიც მისთვის ცნობი;ლი გახდა თავისი საქმიანობის განხორციელებისას ან მასთან დაკავშირებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი გამომდინარეობს შემოწმების მიზნებიდან ან/და გათვალისწინებულია შესაბამისი კანონმდებლობით;
ე) წელიწადში ერთხელ კანონმდებლობით დადგენილი წესით წარუდგინოს წლიური ანგარიში გაწეული საქმიანობისა და მიღწეული შედეგების შესახებ ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელს;
ვ) შიდააუდიტორული დასკვნის შედგენამდე არ გახდეს საჯარო შიდა აუდიტის შედეგები;
ზ) შეასრულოს ამ დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობით განასაზღვრული სხვა მოვალეობები.
ა) აუდიტის სამსახურის უფროსი;
ბ) აუდიტის სამსახურის მთავარი სპეციალისტები.
2. აუდიტის სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელი. ამასთან, საჭიროების შემთხვევაში ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელს ხელშეკრულებით აჰყავს შტატგარეშე მოსამსახურე.
3. აუდიტის სამსახურის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვრება ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საშტატო ნუსხით.
2. სამსახურის უფროსს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.
3. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის წინაშე.
4. სამსახურის უფროსი თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს აუდიტის სამსახურის საქმიანობას;
ბ) წარმოადგენს აუდიტის სამსახურს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისა და პასუხისმგებელია მისი მიზნებისა და უფლებამოსილების განხორციელებაზე;
გ) ამზადებს და გამგებელს შესათანხმებლად წარუდგენს აუდიტის სამსახურის საქმიანობის სტრატეგიულ და წლიურ გეგმებს;
დ) ახორციელებს შიდა აუდიტორთა საქმიანობის კოორდინირებას და უნაწილებს მათ ფუნქციებს ცოდნისა და კვალიფიკაციის შესაბამისად, აძლევს მათ მითითებებს და დავალებებს;
ე) გამგებელს შესათანხმებლად წარუდგენს შიდა აუდიტორული დავალების გეგმას;
ვ) ახორციელებს მონიტორინგს შიდა აუდიტის წლიური გეგმის შესრულებაზე და შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის გამოყენებაზე;
ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს აუდიტის სამსახურში მომზადებულ დოკუმენტაციას;
თ) კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს აუდიტის სამსახურის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე;
ი) აკონტროლებს აუდიტის სამსახურში დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეთა მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობის ჯეროვან შესრულებას;
კ) პერიოდულად ისმენს აუდიტის სამსახურში შემავალ მოსამსახურეთა ანგარიშს მათ მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;
ლ) შუამდგომლობს აუდიტის სამსახურისათვის იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რაც აუცილებელია აუდიტის სამსახურის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად;
მ) შუამდგომლობს აუდიტის სამსახურის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ;
ნ) წარუდგენს გამგებელს წინადადებებს მუშაობის ორგანიზაციის, აუდიტის სამსახურის მოხელეების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ო) წარუდგენს გამგებელს ანგარიშს გაწეული საქმიანობის შესახებ კანონმდებლობით დადგენილი წესით;
პ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. სამსახურის უფროსს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.
3. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის წინაშე.
4. სამსახურის უფროსი თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) ხელძღვანელობს და წარმართავს აუდიტის სამსახურის საქმიანობას;
ბ) წარმოადგენს აუდიტის სამსახურს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისა და პასუხისმგებელია მისი მიზნებისა და უფლებამოსილების განხორციელებაზე;
გ) ამზადებს და გამგებელს შესათანხმებლად წარუდგენს აუდიტის სამსახურის საქმიანობის სტრატეგიულ და წლიურ გეგმებს;
დ) ახორციელებს შიდა აუდიტორთა საქმიანობის კოორდინირებას და უნაწილებს მათ ფუნქციებს ცოდნისა და კვალიფიკაციის შესაბამისად, აძლევს მათ მითითებებს და დავალებებს;
ე) გამგებელს შესათანხმებლად წარუდგენს შიდააუდიტორული დავალების გეგმას;