საქართველოს სამოქალაქო კოდექსში დამატების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№3885
სარეგისტრაციო კოდი
040.000.000.05.001.002.453
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 48, 22/12/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

საქართველოს სამოქალაქო კოდექსში დამატების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (პარლამენტის უწყებანი, №31, 24 ივლისი, 1997, გვ. 1) 172-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 ნაწილი:

„3. თუ ხდება უძრავ ნივთზე საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე, შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოსაგან, კანონით დადგენილი საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის გზით, გარდა სავარაუდო ხელმყოფის მიერ უძრავ ნივთზე საკუთრების, მართლზომიერი მფლობელობის ან/და სარგებლობის დამადასტურებელი წერილობითი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევისა.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი  მ. სააკაშვილი

თბილისი,

2006 წლის 8 დეკემბერი.

№3885–IIს

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში დამატების შეტანის შესახებ“?
დიახ, საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში დამატების შეტანის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 08.12.2006.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში დამატების შეტანის შესახებ“?
„საქართველოს სამოქალაქო კოდექსში დამატების შეტანის შესახებ“ მიღებულია 08.12.2006. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №3885. სარეგისტრაციო კოდი — 040.000.000.05.001.002.453.
სად არის „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში დამატების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 08.12.2006 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში დამატების შეტანის შესახებ“, №3885, 08.12.2006, სარეგისტრაციო კოდი 040.000.000.05.001.002.453 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.12.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/24922/