ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 05.09.2014
ძალაში შესვლა 03.11.2014
ძალის დაკარგვა 12.12.2017
გამომცემი ორგანო ასპინძის მუნიციპალიტეტი
ნომერი №24
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.140.016111
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 11/09/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა მელიქიძე | ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 04.08.2010
დოკუმენტის ტექსტი
ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №24
2014 წლის 5 სექტემბერი
დ. ასპინძა
ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ.ბ" ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულება დანართის შესაბამისად;
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 7 ნოემბრის №20 დადგენილება „ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევის, რეზრერვისა და მობილიზაციის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ (ვებ. გვერდი 12/11/2013. ს. კოდი: 010260020.35.140.016076)“.
მუხლი 3🔗
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე და ამოქმედდეს 2014 წლის 03 ნოემბრიდან.ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემამუკა მელიქიძე
დანართი
ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. სამხედრო აღრიცხვის და გაწვევის სამსახური არის ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც საქმიანობას წარმართავს „საქართველოს კონსტიტუციით“, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“, საქართველოს კანონის „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“, ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებით და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
2. სამსახურის საშტატო განრიგი განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით, ხოლო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობა საკრებულოს მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობების რანგირების სისტემის გათვალისწინებით.
3. სამსახურის იურიდიული მისამართია - დაბა ასპინძა, ერეკლე ll-ს ქ.N4.
მუხლი 2🔗. სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახური შედგება რეზერვისა და მობილიზაციის განყოფილებისაგან,რომელიც რეზერვისა და მობილიზაციის საკითხებთან ერთად უზრუნველყოფს სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის საკითხების გადაჭრას.
2. გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელია ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელე-სამსახურის უფროსი,რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს გამგებელი. შედგება უფროსის, განყოფილების უფროსების და მთავარი სპეციალისტები საგან.მისი უფლებამოსილებები განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-60 მუხლით, გამგეობის დებულებით და სამსახურის უფროსის თანამდებობრივი ინსტრუქციით.
სამსახურის უფროსი ცალკეული უფლებამოსილების განხორციელებისას მოქმედებს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის და გამგეობის დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.
სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის უფლება-მოვალეობებს გამგებლის დავალებით ახორციელებს სამსახურის განყოფილების უფროსი.
3. სამსახურს ჰყავს განყოფილების უფროსი და მთავარი სპეციალისტები.
4. მოსამსახურეების უფლება-მოვალეობები საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ს საფუძველზე განისაზღვრება გამგეობის დებულების და საქართველოს კანონით“საჯარო სამსახურის შესახებ“ შესაბამისად,ხოლო ფუნქციები კი განისაზღვრება შესაბამისი თანამდებობრივი ინსტრუქციებით.
5. სამსახურის მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლების, ატესტაციის, სამსახურებრივი გადაყვანის და სამსახურებრივი დაწინაურების წესები განისაზღვრება გამგეობის დებულებით და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
მუხლი 3🔗. სამსახურის ფუნქციები და უფლებები
1. სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვას, წვევამდელთა გაწვევას, რეზერვისტთა აღრიცხვასა და მობილიზაციას, უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული აუცილებელი ღონისძიებების განხორციელებას.
ა) სამსახური წვევამდელთა აღრიცხვისა და გაწვევის საკითხებში უზრუნველყოფს:
- წვევამდელთა პირველად სამხედრო აღრიცხვაზე აყვანას, მათ სამხედრო სამსახურისათვის მომზადებას, ახალგაზრდობასთან სამხედრო პატრიოტულ-აღმზრდელობით საქმიანობას,
- სამხედრო აღრიცხვიანობისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის წესების დარღვევების თითოეულ ფაქტზე მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში რეაგირებას.
- სამხედრო მოსამსახურეების უფლება-მოვალეობებს და პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობითა და წესდებების შესაბამისად შესრულებას.
ბ) რეზერვისა და მობილიზაციის საკითხებში უზრუნველყოფს:
- რეზერვისტთა აღრიცხვისა და მობილიზაციის საკითხების მომზადება;
- სამობილიზაციო რესურსების (რეზერვის ოფიცერთა, რიგითთა, კაპრალთა, სერჟანტთა და ტექნიკის) აღრიცხვის ორგანიზებას;
- აქტიური, ინდივიდუალური და ეროვნული გვარდიის რეზერვისტთა შერჩევას, მომზადებას და შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებში გაგზავნას. რეზერვისტთა სპეციალური აღრიცხვის (დაჯავშნის) ორგანიზებას;
- წყვეტს სხვა მიმდინარე საკითხებს.
2. სტრუქტურული ერთეული ასევე ახორციელებას მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციებს.
3. სამსახურის უფროსი, ხოლო ხელმძღვანელის დავალების შესაბამისად განყოფილების უფროსი და მთავარი სპეციალისტები გამგებელს წარუდგენენ ანგარიშს გაწეული მუშაობის შესახებ პერიოდულად ან/და სამუშაო გეგმების შესაბამისად,ხოლო საქართველოს ორგანული კანონის“ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ,ა“ ქვეპუნქტის და 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე წარმომადგენლობით ორგანოს.
მუხლი 4🔗. სამსახურის განყოფილების ფუნქციები
1. განყოფილებას უძღვება განყოფილების უფროსი.
რეზერვისა და მობილიზაციის განყოფილება უზრუნველყოფს:
- რეზერვისტთა აღრიცხვისა და მობილიზაციის საკითხების მომზადებას;
- სამობილიზაციო რესურსების (რეზერვის ოფიცერთა, რიგითთა, კაპრალთა, სერჟანტთა და ტექნიკის) აღრიცხვის ორგანიზებას;
- აქტიური, ინდივიდუალური და ეროვნული გვარდიის რეზერვისტთა შერჩევას, მოზიდვას და გაწვეულთა შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებში გაგზავნას, რეზერვისტთა სპეციალური აღრიცხვის (დაჯავშნის) ორგანიზებას;
- ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა და მათთან გათანაბრებული პირების აღრიცხვასა და მუშაობის ორგანიზებას.
- ახდენს გამწვევი კომისიების მუშაობის ორგანიზებას, წვევამდელთა შემკრებ-გამანაწილებელ პუნქტში დროულად გამოცხადების უზრუნველყოფას;
- რეზერვისტთა სპეციალური აღრიცხვის (დაჯავშნის) ორგანიზებას;
2. გამგებელს წარუდგენენ ანგარიშს გაწეული მუშაობის შესახებ პერიოდულად ან/და სამუშაო გეგმების შესაბამისად, ხოლო საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ,ა“ ქვეპუნქტის და 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე წარმომადგენლობით ორგანოს.
3. სამხედრო მოსამსახურეების უფლება-მოვალეობებს და პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობითა და წესდებების შესაბამისად შესრულებას.
მუხლი 5🔗. ბეჭედი, შტამბი და ტიტულიანი ფურცელი
სამსახურს აქვს ბეჭედი, შტამპები და ტიტულიანი ფურცელი.
მუხლი 6🔗. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა
დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლო ბით დადგენილი წესით.