თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)
1
დოკუმენტის ტექსტი
|
თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №30 |
|
2014 წლის 8 სექტემბერი დ. თიანეთი |
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის თანდართული დებულება.
|
| მუხლი 2 |
დადგენილების ძალაში შესვლისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 8 იანვრის №4 დადგენილება „თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმიანობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ (ს.ს.კ 010260020.35.154.016122)
. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
მუხლი 1.
თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური |
1.
თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური (ტექსტში შემდგომ - სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს თიანეთის მუნიციპალიტეტში საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მუნიციპალური პროგრამების განხორციელებას. |
2.
სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულების და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. |
მუხლი 2.
სამსახურის ფუნქციები |
სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს: |
ა)
ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და დასაქმების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და მათი განხორციელების კოორდინაციას; |
ბ)
მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის უფლებამოსილებათა განხორციელებას; |
გ)
ჯანდაცვის მუნიციპალური ობიექტების მართვას; |
დ)
უმუშევართა რეგისტრაციას და სოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობას; |
ე)
წინადადებების შემუშავებას ჯანმრთელობისა და სოციალური სამსახურების შექმნისა და რეორგანიზაციის საკითხებზე; |
ვ)
უსახლკაროთა რეგისტრაციას; |
ზ)
მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. |
მუხლი 3.
სამსახურის სტრუქტურა |
1.
სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხებში მთავარი სპეციალისტისაგან. |
2.
სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება გამგეობის დებულების მე-9 მუხლით და გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის ბრძანებით სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის მოხელე. |
3.
სამსახურის მოხელის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება გამგეობის დებულების მე-17 მუხლით, ხოლო მისი ფუნქციები - შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. |
4.
სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება გამგეობის დებულებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. |
მუხლი 4.
მთავარი სპეციალისტი ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხებში |
მთავარი სპეციალისტი ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხებში დადგენილი წესით უზრუნველყოფს: |
ა)
ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას; |
ბ)
ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას; |
გ)
სოციალური დაცვის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას; |
დ)
სოციალური დაცვისა და დასაქმების მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას; |
ე)
უმუშევართა რეგისტრაციას. |
თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის თანდართული დებულება.
მუხლი 2 |
დადგენილების ძალაში შესვლისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 8 იანვრის №4 დადგენილება „თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმიანობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ (ს.ს.კ 010260020.35.154.016122)
. მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულება
თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემინდია შეთეკაური დანართი |
მუხლი 1.
თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური |
1. თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური (ტექსტში შემდგომ - სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს თიანეთის მუნიციპალიტეტში საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მუნიციპალური პროგრამების განხორციელებას. |
2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულების და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. |
მუხლი 2.
სამსახურის ფუნქციები |
სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს: |
ა) ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და დასაქმების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და მათი განხორციელების კოორდინაციას; |
ბ) მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის უფლებამოსილებათა განხორციელებას; |
გ) ჯანდაცვის მუნიციპალური ობიექტების მართვას; |
დ) უმუშევართა რეგისტრაციას და სოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობას; |
ე) წინადადებების შემუშავებას ჯანმრთელობისა და სოციალური სამსახურების შექმნისა და რეორგანიზაციის საკითხებზე; |
ვ) უსახლკაროთა რეგისტრაციას; |
ზ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.თავი II სამსახურის სტრუქტურა |
მუხლი 3.
სამსახურის სტრუქტურა |
1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხებში მთავარი სპეციალისტისაგან. |
2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება გამგეობის დებულების მე-9 მუხლით და გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის ბრძანებით სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის მოხელე. |
3. სამსახურის მოხელის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება გამგეობის დებულების მე-17 მუხლით, ხოლო მისი ფუნქციები - შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. |
4. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება გამგეობის დებულებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. მუხლი 4. მთავარი სპეციალისტი ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხებში |
მთავარი სპეციალისტი ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხებში დადგენილი წესით უზრუნველყოფს: |
ა) ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას; |
ბ) ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას; |
გ) სოციალური დაცვის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას; |
დ) სოციალური დაცვისა და დასაქმების მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას; |
ე) უმუშევართა რეგისტრაციას. |