ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში (გამგეობა/საკრებულოს აპარატი)სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №28 |
|
2014 წლის 5 სექტემბერი ქ. ზუგდიდი |
|
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში (გამგეობა/საკრებულოს აპარატი) სტაჟირების გავლის წესი
2. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიზანია აღნიშნული წესის საფუძველზე უზრუნველყოს მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებისათვის, მათი პროფესიული ცოდნის გაღრმავებისათვის, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და სრულყოფისათვის საჭირო პირობების შექმნა.
ა) განცხადება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თითმმართველობის ორგანოების ხელმძღვანელი პირების(რომელ ორგანოშიც სურს სტაჟირება გამგეობა/საკრებულო) სახელზე;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) დიპლომის ასლი ან ცნობა უმაღლესი სასწავლებლიდან;
დ) ავტობიოგრაფია (CV, რეზიუმე);
ე) ორი ფოტოსურათი (3X4).
2. კონკრეტულ სამსახურებში სტაჟიორების შერჩევისათვის დაწესდება დამატებითი სპეციფიკური პირობები, რომელსაც განსაზღვრავს სამსახურის უფროსი, ადგილობრივი თითმმართველობის ორგანოების ხელმძღვანელ პირთან (გამგებელი/საკრებულოს თავმჯდომარე) შეთანხმებით.
3. განცხადების წარდგენიდან არაუგვიანეს ორი კვირისა კანდიდატი გასაუბრებას გადის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თითმმართველობის ორგანოების ხელმძღვანელი პირთან.
4. კანდიდატის სტაჟიორად მიღების ან მიღებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ადგილობრივი თითმმართველობის ორგანოების ხელმძღვანელი პირები(გამგებელი/საკრებულოს თავმჯდომარე), რომლებიც განსაზღრავენ სტაჟიორის უშუალო ხელმძღვანელის ვინაობას.
5. სტაჟირების ვადა არ უნდა აღემატებოდეს ორ თვეს.
6. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში სტაჟიორთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 20 ერთეულს, ხოლო საკრებულოს აპარატში – 6 ერთეულს.
7. სტაჟიორის სამუშაო პერიოდი განისაზღვრება დღის 11 სთ–დან 16–სთ–მდე;
1. უშუალო ხელმძღვანელის თანხმობით გაეცნოს სამსახურებრივ დოკუმენტაციას, თუ აღნიშნული არ ეწინააღმდეგება ოფიციალური დოკუმენტების გაცნობის მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ წესს.
2. დაესწროს გამგეობისა და საკრებულოს თათბირებს და სხვა ღონისძიებებს, მონაწილეობა მიიღოს მათ ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფაში.
1. გაეცნოს და იხელმძღვანელოს იმ ნორმატიული აქტებით, რომლებიც აწესრიგებენ და განსაზღვრავენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თითმმართველობის ორგანოების ხელმძღვანელი პირების უფლებამოსილებებს, დაიცვას შრომის კანონმდებლობით და შინაგანაწესით დადგენილი ნორმები.
2. დადგენილ ვადაში შეასრულოს უშუალო ხელმძღვანელის ყველა მითითება და მოთხოვნა.
3. გაეცნოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მუშაობის სპეციფიკას, საქმიანობის სფეროს, საზედამხედველო და ორგანიზაციულ საქმიანობას, სხვადასხვა საკითხების მომზადებისა და დოკუმენტების შედგენის პრაქტიკას; თანამშრომელთა ცოდნა და გამოცდილება გამოიყენოს მასზე დაკისრებული მოვალეობის შესრულებისათვის.
4. უშუალო ხელმძღვანელის მითითებით შეასრულოს სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული კონკრეტული დავალებები.
2. სტაჟიორის უშუალო ხელმძღვანელი ვალდებულია:
ა) პირადად აკონტროლოს სტაჟიორის საქმიანობა;
ბ)პერიოდულად მიაწოდოს სასწავლო თემატიკა, მისცეს დავალებები და უზრუნველყოს შესაბამისი ინფორმაციით;
გ) ხელი შეუწყოს სტაჟიორს მისთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულებაში.
ა) სტაჟირების პერიოდში არასაპატიო მიზეზით 5 დღის განმავლობაში ან სტაჟირების ვადის 1/4-ის განმავლობაში სტაჟირების ადგილას გამოუცხადებლობა;
ბ) დავალებების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება;
გ) პირადი განცხადება;
დ) სტაჟირების ვადის გასვლა (სტაჟირების დასრულება).
2. სტაჟირების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ადგილობრივი თითმმართველობის ორგანოების ხელმძღვანელი პირები სტაჟიორის უშუალო ხელმძღვანელის რეკომენდაციის საფუძველზე.
3. სტაჟირების პროცედურის საერთო კოორდინაციას ახორციელებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ადმინისტრაციული სამსახური,ხოლო საკრებულოში–საკრებულოს აპარატის უფროსი, რომელიც იბარებს კანდიდატთა საბუთებს და უზრუნველყოფს ყველა საჭირო დოკუმენტის მომზადებას.
2. სტაჟირების შედეგები შეიძლება შეფასდეს დადებითად ან უარყოფითად.
3. სტაჟირების შედეგების დადებითად შეფასების შემთხვევაში გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი.
|