ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის ახალგაზრდულ საქმეთა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №29 |
|
2014 წლის 5 სექტემბერი ქ. ზუგდიდი |
|
2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) განათლების განყოფილება;
ბ) კულტურის განყოფილება;
გ) სპორტის განყოფილება;
დ) ახალგაზრდულ საქმეთა და გენდერული თანასწორობის განყოფილება;
ე) ჯანმრთელობის დაცვის განყოფილება;
ვ) სოციალური დაცვის განყოფილება.
ზ) ძეგლთა დაცვისა და ტურიზმის განვითარების განყოფილება.
3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება გამგეობის დებულებით და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის ბრძანებით სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი.
4. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან.
5. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება გამგეობის დებულებით და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე.
6. განყოფილების მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება გამგეობის დებულებით განყოფილების მოხელეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით.
7. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება გამგეობის დებულებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
ა) განათლების, კულტურისა და სპორტის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას;
ბ) სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების კორდინაციას;
გ) მუნიციპალური მუზეუმების, თეატრების, ბიბლიოთეკების და კულტურის სხვა დაწესებულებების კორდინაციას
დ) მუნიციპალური სპორტული დაწესებულებების კორდინაციას
ე) წინადადებების შემუშავებას კულტურის, განათლებისა და სპორტის დაწესებულებების შექმნისა და რეორგანიზაციის საკითხებზე;
ვ) წინადადებების შემუშავებას ახალგაზრდობის და გენდერული თანასწორობის საკითხებზე;
ზ) ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და დასაქმების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას;
თ) მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის უფლებამოსილებათა განხორციელებას;
ი) ჯანდაცვის მუნიციპალური ობიექტების კორდინაციას
კ) უმუშევართა რეგისტრაციას, მათი პროფესიული გადამზადებისა და სოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობას;
ლ) წინადადებების შემუშავებას ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის დაწესებულებათა შექმნისა და რეორგანიზაციის საკითხებზე;
მ) უსახლკაროთა რეგისტრაციას და მათ თავშესაფრით უზრუნველყოფას;
ნ) მატერიალური (ეთნოგრაფიული მასალები, ზეპირსიტყვიერების ნიმუშები) და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის, კულტურის უძრავი და მოძრავი ძეგლების, ნებისმიერი მასალითა და საშუალებით ყოველ ისტორიულ ეპოქაში შექმნილი კულტურული და შემოქმედებითი ნიმუშების, ფოლკლორის, ისტორიულ, არქეოლოგიურ, ეთნოლოგიურ, მემორიალურ, რელიგიურ ესთეტიკურ, მხატვრულ, მეცნიერულ, ტექნიკურ, თუ სხვა ღირებულებათა აღრიცხვა, დაცვა, შენარჩუნება და პოპულარიზაციას.
ო) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ძეგლებისა და ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტების გამოვლენა და შესაბამისი ორგანიზაციების დაუწყება შემდგომი ექსპერტიზისა და კლასიფიკაციისათვის; შესაბამისი პროფილის საქართველოს სხვა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობას;
პ) მემკვიდრეობის დაცვა შენარჩუნების მიზნით ამ პროფილის საგანმანათლებლო საქმიანობის, პროფესიული დაოსტატების ხელშეწყობა; კულტურული მემკვიდრეობის სფეროში კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში სხვა საქმიანობის განხორციელებას.
ჟ) უფლებამოსილი კომპეტენციის ფარგლებში მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამუზეუმო სისტემის განვითარების ხელშეწყობა, მისი მატერიალური უზრუნველყოფის ზედამხედველობას.
რ) სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალ დაწესებულებებში თავმოყრილი ეროვნული სიმდიდრის დაცვის ხელშეწყობა და პოპულარიზაცია, გამოჩენილი პიროვნებების ხსოვნის უკდავყოფა. განათლებისა და კულტურის სფეროში დასაქმებულთა მოღვაწეობის წარმოჩინებისა და პოპულარიზაციის ხელშეწყობას.
ს) ტურიზმის სფეროში, მუნიციპალურ დონეზე, სახელმწიფო პოლიტიკის გატარება. ტურისტული ადგილების, ინფრასტრუქტურისა და ადამიანური რესურსების განვითარების ხელშეწყობას. ტურიზმის განვითარების მიზნით საგანმათლებლო და შემეცნებითი პროექტების ორგანიზებას.
ტ) მუნიციპალურ დონეზე გენდერული პოლიტიკის აქტუალიზებას. ქალთა უფლებების დაცვას. საზოგადოებრივ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში ქალთა ჩართულობის ხელშეწყობას. ქალთა ერთობლივი ინიაციტივების მხარდაჭერას. გენდერულად სენსიტიური გარემოს შექმნას.
უ) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ვეტერანების დაკრძალვის ხარჯების ერთჯერად და სხვა კანონით გათვალისწინებულ დახმარებებს
ფ) იძულებით გადაადგილებული (დევნილი) პირების დაკრძალვის ხარჯების ერთჯერად და სხვა კანონით გათვალისწინებულ დახმარებებს
ქ) მზრუნველობა მოკლებულთა სასადილოში სოციალურად დაუცველი ოჯახების უფასო კვებით უზრუნველყოფას და მონიტორინგის.
ღ) სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარებას შესაბამის სამსახურებთან ერთად.
ყ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
ა) განათლების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას;
ბ) განათლების მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას;
გ) სააღმზრდელო დაწესებულებების კორდინაციას
დ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
ა) კულტურის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას;
ბ) კულტურის მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას;
გ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
ა) სპორტის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას;
ბ) სპორტის მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას;
გ) მუნიციპალური სტადიონების, სპორტული მოედნების, საცურაო აუზების, სპორტული კომპლექსების კორდინაციას
დ) მასობრივი სპორტის განვითარების ხელშეწყობას;
ე) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
ა) ადგილობრივ დონეზე ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობის მიზნით წინადადებებისა და მუნიციპალურ პროგრამათა მომზადებს;
ბ) ახალგაზრდობის პრობლემების შესწავლას, წინადადებათა შემუშავებას არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით;
გ) გენდერული თანასწორობის მდგომარეობის შესწავლას და გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის მიზნით შესაბამის ღონისძიებათა დაგეგმვას;
დ) მუნიციპალურ დონეზე გენდერული პოლიტიკის აქტუალიზებას. ქალთა უფლებების დაცვას. საზოგადოებრივ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში ქალთა ჩართულობის ხელშეწყობას. ქალთა ერთობლივი ინიაციტივების მხარდაჭერას. გენდერულად სენსიტიური გარემოს შექმნას.
ე) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
ა) ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას;
ბ) ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას;
გ) საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელებას;
დ) ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალური დაწესებულებების კორდინაციას
ე) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
ა) სოციალური დაცვის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას;
ბ) დასაქმების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას;
გ) სოციალური დაცვისა და დასაქმების მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას;
დ) უმუშევართა რეგისტრაციას, მათი პროფესიული გადამზადებისა და სოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობას;
ე) სოციალური დაცვის მუნიციპალურ დაწესებულებათა კორდინაციას
ვ) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ვეტერანების დაკრძალვის ხარჯების ერთჯერად და სხვა კანონით გათვალისწინებულ დახმარებებს
ზ) იძულებით გადაადგილებული (დევნილი) პირების დაკრძალვის ხარჯების ერთჯერად და სხვა კანონით გათვალისწინებულ დახმარებებს
თ) მზრუნველობა მოკლებულთა სასადილოში სოციალურად დაუცველი ოჯახების უფასო კვებით უზრუნველყოფას და მონიტორინგის.
ი) სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარებას შესაბამის სამსახურებთან ერთად.
კ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
ა) მატერიალური (ეთნოგრაფიული მასალები, ზეპირსიტყვიერების ნიმუშები) და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის, კულტურის უძრავი და მოძრავი ძეგლების, ნებისმიერი მასალითა და საშუალებით ყოველ ისტორიულ ეპოქაში შექმნილი კულტურული და შემოქმედებითი ნიმუშების, ფოლკლორის, ისტორიულ, არქეოლოგიურ, ეთნოლოგიურ, მემორიალურ, რელიგიურ ესთეტიკურ, მხატვრულ, მეცნიერულ, ტექნიკურ, თუ სხვა ღირებულებათა აღრიცხვა, დაცვა, შენარჩუნება და პოპულარიზაციას.
ბ) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ძეგლებისა და ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტების გამოვლენა და შესაბამისი ორგანიზაციების დაუწყება შემდგომი ექსპერტიზისა და კლასიფიკაციისათვის; შესაბამისი პროფილის საქართველოს სხვა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობას;
გ) მემკვიდრეობის დაცვა შენარჩუნების მიზნით ამ პროფილის საგანმანათლებლო საქმიანობის, პროფესიული დაოსტატების ხელშეწყობა; კულტურული მემკვიდრეობის სფეროში კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში სხვა საქმიანობის განხორციელებას.
დ) უფლებამოსილი კომპეტენციის ფარგლებში მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამუზეუმო სისტემის განვითარების ხელშეწყობა, მისი მატერიალური უზრუნველყოფის ზედამხედველობას.
ე) სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალ დაწესებულებებში თავმოყრილი ეროვნული სიმდიდრის დაცვის ხელშეწყობა და პოპულარიზაცია, გამოჩენილი პიროვნებების ხსოვნის უკდავყოფა. განათლებისა და კულტურის სფეროში დასაქმებულთა მოღვაწეობის წარმოჩინებისა და პოპულარიზაციის ხელშეწყობას
ვ) ტურიზმის სფეროში, მუნიციპალურ დონეზე, სახელმწიფო პოლიტიკის გატარება. ტურისტული ადგილების, ინფრასტრუქტურისა და ადამიანური რესურსების განვითარების ხელშეწყობას. ტურიზმის განვითარების მიზნით საგანმათლებლო და შემეცნებითი პროექტების ორგანიზებას.
ზ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
2. დებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გამგებლის წარდგინებით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.