ასპინძის მუნიციპალიტეტში პრემიის ოდენობის განსაზღვრის და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №34 |
|
2014 წლის 5 სექტემბერი დ. ასპინძა |
|
2. წარდგენილი დასაბუთება უნდა შეიცავდეს პრემიის ოდენობას, მის პროცენტულ მიმართებას პირის თანამდებობრივ სარგოსთან და ინფორმაციას მიმდინარე წლის განმავლობაში აღნიშნულ პირზე გაცემული პრემიის შესახებ.
3. პრემია გაიცემა დაკისრებული უფლებამოსილების ზედმიწევნით და სანიმუშოდ შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის ან/და განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის დავალების შესრულებისათვის.
4. პრემიის მიზანია დასაქმებულ პირთა წახალისება და მოტივაციის გაზრდა,ასევე კვალიფიციური კადრების შენარჩუნება და მოზიდვა.
2. პრემიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას გამგეობის თანამდებობის პირების და გამგეობაში სხვა დასაქმებულ პირთა მიმართ იღებს გამგებელი, ხოლო საკრებულოს აპარატის უფროსის და სხვა დასაქმებულთა მიმართ საკრებულოს თავმჯდომარე.
3. ეს წესი არ აწესრიგებს საკრებულოს თავმჯდომარის და გამგებლის მიმართ პრემიის გაცემის საკითხს. მათ მიმართ გამოიყენება საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 ივლისის №449 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო დაწესებულებებში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესი„.
ა) დასაქმებულ პირზე ერთჯერადად გაცემული პრემიის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს აღნიშნული პირის თანამდებობრივ სარგოს.
ბ) დასაქმებულ პირზე პრემია შეიძლება გაიცეს კვარტალში ერთხელ.
2. პრემია შეიძლება გაიცეს, ასევე, არა უმეტეს წელიწადში სამჯერ, საქართველოს შრომის კოდექსით განსაზღვრულ უქმე დღეებთან დაკავშირებით პირველ პუნქტში მითითებული ზღვრული ოდენობით და პრინციპების დაცვით.
3. ამ მუხლის პირველი და მეორე პუნქტებით დადგენილი წესიდან გამონაკლისი დაიშვება საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 ივლისის №449 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო დაწესებულებებში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესი„ს მე-5-ე მუხლის მეოთხე პუნქტის შესაბამისად .
ასპინძის მუნიციპალიტეტში პრემიის ოდენობის განსაზღვრის და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 ივლისის №449-ე დადგენილების შესაბამისად, ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ასპინძის მუნიციპალიტეტში პრემიის ოდენობის განსაზღვრის და გაცემის წესი დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემამუკა მელიქიძე
დანართი