ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
|
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №31 |
|
2014 წლის 12 სექტემბერი ქ. ამბროლაური
|
|
2. ეს წესი ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28–ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ საჯარო ინფორმაციაზე, რომელიც ღიაა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა და დადგენილი წესით პერსონალურ მონაცემებს, სახელმწიფო ან კომერციულ საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციისა.
3. ამ დადგენილების მოქმედება ვრცელდება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობაზე.
4. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფენ ამ წესის მე–3 მუხლით განსაზღვრული საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნებისათვის პასუხისმგებელი პირისათვის გამოქვეყნების მიზნით ინფორმაციის დროულ მიწოდებას ელექტრონულ, PDF ფორმატში.
2. პროაქტიულად გამოქვეყნებული ინფორმაცია ზუსტი და უტყუარი უნდა იყოს და პერიოდულად უნდა ხდებოდეს მისი განახლება ამ წესის მე–3 მუხლით განსაზღვრულ ვადებში. პროაქტიულად გამოქვეყნებული საჯარო ინფორმაციის განახლებისას უნდა მიეთითოს განახლების თარიღი.
3. საჯარო ინფორმაცია ვებგვერდზე იმგვარად უნდა განთავსდეს, რომ შესაძლებელი იყოს განთავსებული ინფორმაციის ჩამოტვირთვა, ბეჭდვა და კოპირება მისი შეცვლის, დაზიანებისა და დაკარგვის გარეშე.
4. პროაქტიულად გამოქვეყნებული საჯარო ინფორმაცია ღიაა და უსასყიდლოდ და თანაბრად ხელმისაწვდომია ყველასათვის. დაუშვებელია პროაქტიულად გამოქვეყნებული საჯარო ინფორმაციის მიღებისთვის საფასურის ან რაიმე სხვა შეზღუდვის დადგენა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
5. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნება არ ათავისუფლებს ამბროლურის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით იმავე ან სხვა საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულებისაგან.
6. ამ დადგენილებით გათვალისწინებულ საჯარო ინფორმაციასთან ერთად მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია საკუთარი საქმიანობისა და კომპეტენციის ფარგლებში დამატებით პროაქტიულად გამოაქვეყნოს საზოგადოებრივი ინტერესის შემცველი სხვა საჯარო ინფორმაცია.
ა) ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის სტრუქტურა (განახლდება ცვლილებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა);
ბ) ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, საკრებულოს აპარატის, გამგეობის, გამგეობის სტრუქტურული ერთეულების დებულებები (განახლდება ცვლილების შემთხვევაში);
გ) ინფორმაცია ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის თანამდებობის პირების შესახებ: სახელი, გვარი, ბიოგრაფიული მონაცემები (განახლდება ცვლილებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა);
დ) ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების სამსახურებრივი ელექტრონული ფოსტის მისამართები და ტელეფონის ნომრები (განახლდება ცვლილებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა);
ე) ინფორმაცია ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს, კომისიების, ფრაქციებისა და დროებითი სამუშაო ჯგუფების შემადგენლობის შესახებ (განახლდება ცვლილებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა);
ვ) ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, გამგეობის, გამგეობის სტრუქტურული ერთეულების მისამართები, ელექტრონული ფოსტის მისამართები, ფაქსის ნომრები, ტელეფონის ნომრები (განახლდება ცვლილებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა);
ზ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისათვის პასუხისმგებელი პირების სახელი, გვარი, თანამდებობა, სამსახურის ელექტრონული ფოსტის მისამართი (განახლდება ცვლილებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა);
თ) ინფორმაცია ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობაში კონკურსის წესით შესავსები ვაკანტური თანამდებობების შესახებ (განახლდება კონკურსის გამოცხადებისთანავე);
ი) სამართლებრივი აქტები, რომლებიც განსაზღვრავს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში და გამგეობაში ვაკანტური თანამდებობის დასაკავებელი კონკურსის ჩატარების წესს (განახლდება ცვლილებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა);
კ) ინფორმაცია ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობაში შემოსული განცხადებების (მათ შორის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე და მე-40 მუხლების შესაბამისად შემოსული განცხადებების) და მათზე გაცემული პასუხების ზოგადი სტატისტიკა (ქვეყნდება წლის დასრულებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა);
ლ) მუნიციპალური შესყიდვების გეგმა (ქვეყნდება ყოველწლიურად);
მ) ინფორმაცია ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მიერ მუნიციპალური შესყიდვების წლიური გეგმის ფარგლებში განხორციელებული მუნიციპალური შესყიდვების შესახებ – მიმწოდებლის, შესყიდვის ობიექტის, შესყიდვის საშუალებისა და ხელშეკრულების ღირებულების მითითებით (ქვეყნდება კვარტალურად, აგრეთვე ყოველწლიურად, კვარტლის/წლის დასრულებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა);
ნ) ინფორმაცია ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის თანამშრომლებზე გაცემული სარგოს, დანამატებისა და პრემიების კვარტალური ოდენობების შესახებ ჯამურად (ქვეყნდება კვარტალურად);
ო) ინფორმაცია სამივლინებო ხარჯების შესახებ ჯამურად, ცალკე ქვეყნის შიგნით და ცალკე – ქვეყნის გარეთ განხორციელებული მივლინებებისათვის (ქვეყნდება კვარტალურად);
პ) ინფორმაცია ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ქონების გასხვისებისა და სარგებლობის ფორმით გადაცემის შესახებ (ქვეყნდება ყოველკვარტალურად);
ჟ) ინფორმაცია ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესახებ მოდელის მითითებით, აგრეთვე ტექნიკური მომსახურებისათვის გაწეული ხარჯები (ქვეყნდება ყოველწლიურად);
რ) ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამართლებრივი აქტები (ქვეყნდება ძალაში შესვლიდან 5 დღეში).
2. ყველას აქვს უფლება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37–ე მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად მოითხოვოს საჯარო ინფორმაცია ელექტრონული ფორმით, ელექტრონული რესურსის საშუალებით. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საჯარო ინფორმაციის ელექტრონულად მოთხოვნა შესაძლებელია ელექტრონული ფოსტაზე ambrolaurisakrebulo@yahoo.com, ხოლო ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა შესაძლებელია ambrolaurisgamgeoba@gmail.com შესაბამისი მოთხოვნის გამოგზავნით.
3. დაინტერესებული პირი საჯარო ინფორმაციას ელექტრონული ფორმით მოითხოვს ელექტრონულ მისამართზე წერილობითი განცხადების (შემდგომ – განცხადება) წარდგენით.
4. განცხადება მკაფიოდ უნდა იყოს ფორმულირებული და უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
ა) ადმინისტრაციული ორგანოს დასახელებას, რომელსაც მიმართავს განმცხადებელი;
ბ) ფიზიკური პირის შემთხვევაში: განმცხადებლის სახელს, გვარს, საქართველოს მოქალაქის პირად (თერთმეტნიშნა) ნომერს, მისამართს, ტელეფონის ნომერს; იურიდიული პირის შემთხვევაში: იურიდიული პირის დასახელებას, იურიდიულ მისამართს, ტელეფონის ნომერს, ხელმძღვანელის სახელს, გვარს და თანამდებობას;
გ) მოთხოვნილი ინფორმაციის ზუსტ დასახელებას.
5. ამ სტანდარტის მე–4 პუნქტის დარღვევით წარდგენილი განცხადება არ განიხილება, რაც ეცნობება განმცხადებელს, რომელსაც მიეცემა ვადა დაზუსტებისათვის.
6. საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით გაცემის ვადის ათვლა იწყება განცხადების რეგისტრაციის დადასტურების მომდევნო სამუშაო დღიდან.
7. საჯარო ინფორმაცია ელექტრონული ფორმით გაიცემა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე–40 მუხლით განსაზღვრულ ვადებში.
8. მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია გაიცემა დაინტერესებული პირის მიერ მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე გაგზავნით PDF ფორმატში.
9. თუ მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის დიდი მოცულობის გამო მისი ელექტრონული ფოსტის მისამართზე გაგზავნა შეუძლებელია, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე პასუხისმგებელი პირი განმცხადებელს აცნობებს და დაინტერესებული პირის თანხმობის შემთხვევაში უზრუნველყოფს ინფორმაციის კომპაქტურ დისკზე ჩაწერასა და გაცემას „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ოდენობით მოსაკრებლის გადახდის შემდეგ ან უზრუნველყოფს განმცხადებლის მიერ წარმოდგენილ მეხსიერების ბარათზე ინფორმაციის ჩაწერას.
10. საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმა ხდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 41–ე მუხლით დადგენილი წესით.
11. საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარი საჩივრდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით.