„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/585 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№№ 1-1/245
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.024.016337
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/09/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/245

2014 წლის 9 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/585 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ


მუხლი 1. „საჯარო სამართლის  იურიდიული პირის  –  საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ  „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის  №  1-1/585 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი,  040030000.22.024.016061, 14/04/2011) დამტკიცებულ  „საჯარო სამართლის იურიდიული პირის  –  საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულებაში“შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებ ები:
1. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „დ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“დ1) საქართველოს სახელმწიფო დროშით მცურავი გემებისათვის  მინიჭებული  სახმობი და ამოსაცნობი ნიშნის  მონიტორინგი ;”

2.  მე-4 მუხლის მე-2 პუნქტს  დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ1“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ1) უფლებამოსილია მინისტრთან შეთანხმებით სააგენტოში დასაქმებულ პირებზე დააწესოს დანამატი გარკვეული პერიოდის განმავლობაში (არაუმეტეს შესაბამისი საბიუჯეტო წლის ბოლომდე) „საქართველოს შრომის კოდექსის“ მე-17 მუხლით განსაზღვრული ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულების, სააგენტოს დირექტორის ან/და უშუალო ხელმძღვანელის დავალებით, იმ სამუშაოს შესრულებისათვის, რაც სცდება დასაქმებული პირის უშუალო მოვალეობას, თუმცა პირდაპირ არის დაკავშირებული სააგენტოს ან/და სამინისტროს საქმიანობის მიზნებთან და ამოცანებთან, აგრეთვე განსაკუთრებული სირთულის ან/და მნიშვნელობის დავალების შესრულებისათვის, რომელიც დაკავშირებულია სააგენტოსა ან/და სამინისტროს საქმიანობასთან.“

3. მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) იურიდიული და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი;“

4. მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

 

5. მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 12.  იურიდიული და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი

 1. იურიდიულ და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი შედგება: იურიდიული სამმართველოსა

და საერთაშორისო ურთიერთოებების სამმართველოსგან;

2. იურიდიული სამმართველო:

ა) უზრუნველყოფს სააგენტოს სისტემას სამართლებრივი მომსახურებით;

ბ) მონაწილეობს სააგენტოს საქმიანობის მარეგულირებელი ნორმატიული აქტებისპროექტების მომზადებაში, 

ახდენს სხვა ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობაში მოყვანას დამათ ვიზირებას;

გ) ამზადებს სააგენტოს ნორმატიული აქტებს და ახდენს სხვა ნორმატიულ აქტებთან მათშესაბამისობაში მოყვანას;

დ) ამზადებს სამართლებრივ დასკვნებს სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებულიდავების თაობაზე;

ე) უზრუნველყოფს სასამართლო ორგანოებში სააგენტოს წარმომადგენლობას;

ვ) ახორციელებს სააგენტოს უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი  აქტების სამართლებრივ ექსპერტიზას;

ზ) ახორციელებს სააგენტოში გამოვლენილი დისციპლინური გადაცდომის ფაქტების განხილვას და სამართლებრივ 

შეფასებას;

თ) უზრუნველყოფს სააგენტოს მოსამსახურეთა სამართლებრივ ინფორმირებას;

ი) ახორციელებს მიმდინარე პროექტების ზოგად კოორდინაციას;

კ) შეიმუშავებს წინადადებებს სააგენტოს განვითარების სტრატეგიული მიზნების შესახებ დაუზრუნველყოფს მათ 

ასახვას შესაბამის დოკუმენტებში;

ლ) მონაწილეობს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების პროექტების შემუშავება-განხილვასა და მათ რეალიზაციაში უფლებამოსილების ფარგლებში;

მ) ამზადებს წინადადებებს სააგენტოს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად საქართველოსათვის პრიორიტეტული 

საერთაშორისო ორგანიზაციების მოთხოვნებთან ეროვნული კანონმდებლობის ჰარმონიზაციის საკითხებზე;

ნ) ახორციელებს ხელშეკრულებების პროექტების სამართლებრივ ექსპერტიზას;

ო) ახორციელებს სხვა უფლება-მოვალეობებს ამ დებულებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

3. საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველო:

ა) ორგანიზებასა და კოორდინაციას უწევს სააგენტოს საერთაშორისო ურთიერთობებს;

ბ) შეიმუშავებს წინადადებებს საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის ორგანოებთან თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებების შესახებ;

გ) სააგენტოს საჭიროებიდან გამომდინარე ამყარებს ურთიერთობებს საერთაშორისო და ადგილობრივ დონორ ორგანიზაციებთან და სხვა სახელმწიფოების დონორ ორგანიზაციებთან;

დ) მონაწილეობს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების პროექტების შემუშავება-განხილვაში და მათ რეალიზაციაში კომპეტენციის ფარგლებში;

ე) თანამშრომლობს საზღვაო სფეროში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებთან და იცავს საქართველოს ინტერესებს მათთან ურთიერთობისას;

ვ) მონაწილეობას იღებს სააგენტოს უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე საერთაშორისო კონფერენციებში, სემინარებში, შეხვედრებში, ასევე მათ ორგანიზებაში;

ზ) ახორციელებს საპროტოკოლო ფუნქციებს, მათ შორის : სხვა სახელმწიფოთა დელეგაციების შეხვედრა-გაცილება, მათ გადაადგილებაში თანხლება, შესაბამისი დოკუმენტების შედგენა და მათი შენახვა, მიღებებისა და კულტურული ღონისძიებების ორგანიზება და მათში მონაწილეობა;

თ) ამზადებს ანგარიშებს საერთაშორისო ხელშეკრულებების და/ან საერთაშორისო ორგანიზაციების მოთხოვნების შესაბამისად სააგენტოს სხვა სტრუქტურულ დანაყოფებთან ერთად;

ი) ახორციელებს სხვა უფლება-მოვალეობებს ამ დებულებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

6. მე-121 მუხლი ამოღებულ იქნეს.

7. მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის და დანამატებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა.“


მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2014 წლის 1 სექტემბრიდან.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/585 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/585 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 09.09.2014.
როდის იქნა მიღებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/585 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/585 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 09.09.2014. მიმღები ორგანო — საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №№ 1-1/245. სარეგისტრაციო კოდი — 040030000.22.024.016337.
რამდენი მუხლისგან შედგება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/585 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/585 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/585 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 09.09.2014 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/585 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №№ 1-1/245, 09.09.2014, სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.024.016337 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.09.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2495768/