„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2024 წლის 4 ოქტომბრის N85 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2024 წლის 4 ოქტომბრის N85 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის
მინისტრის
ბრძანება №106
2024 წლის 30 დეკემბერი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2024 წლის 4 ოქტომბრის N85 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2024 წლის 4 ოქტომბრის №85 ბრძანებით (ვებგვერდი, 04/10/2024; სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.026.017262) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-4 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. გენერალურ დირექტორს ჰყავს პირველი მოადგილე/მოადგილეები, მოადგილე – მთავარი ინჟინერი და მოადგილე-ადმინისტრაციის უფროსი, რომელთა რაოდენობა განისაზღვრება საშტატო ნუსხით.
2. მე-7 მუხლის პირველი პუნქტის:
ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) ადმინისტრაცია:
ა.ა) ადამიანური რესურსების მართვის სამსახური;
ა.ბ) იურიდიული სამსახური;
ა.გ) საორგანიზაციო სამსახური;“;
ბ) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახური;“;
გ) „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
დ) „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მ) შრომის უსაფრთხოების სამსახური;“;
ე) „ჟ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ვ) „ფ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ქ“ ქვეპუნქტი:
„ქ) VI საწარმო.”.
3. მე-8 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის:
ა.ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) ცენტრის ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის განსაზღვრა და შემუშავება;“;
ა.ბ) „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ და ,,გ2“ ქვეპუნქტები:
„გ1) ცენტრის საქმისწარმოების უზრუნველყოფა და არქივის მართვა;
გ2) სამართალშემოქმედებითი საქმიანობა, შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება და სასამართლო დავებზე ცენტრის წარმომადგენლობის უზრუნველყოფა;“;
ა.გ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) ცენტრის მიერ ორგანიზებული ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;“;
ა.დ) „ზ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ1“ ქვეპუნქტი:
„ზ1) ცენტრის მოსამსახურეთა საზღვარგარეთ სამსახურებრივი მივლინების, ვიზიტების დაგეგმვა, ორგანიზება და ვიზებით უზრუნველყოფა;“;
ბ) მე-2 - მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის ამოცანები და ფუნქციებია:
ა) ადამიანური რესურსების პოლიტიკის მიმართულებების განსაზღვრა და შემუშავება;
ბ) ადამიანური რესურსების მართვა და ადმინისტრირება;
გ) სათანადო კვალიფიკაციის მქონე ადამიანური რესურსების მოზიდვა, მათი პროფესიული განვითარებისა და შენარჩუნების ხელშეწყობა;
დ) ცენტრის ორგანიზაციული განვითარების მხარდაჭერა;
ე) ცენტრის მოსამსახურეთა დანიშვნის, სამსახურებრივი გადაადგილების (გადაყვანის), გათავისუფლების, წახალისების და დისციპლინური პასუხისმგებლობის გამოყენების, შვებულებისა და მივლინების შესახებ ბრძანებების პროექტების მომზადება;
ვ) ცენტრის მოსამსახურეთა პირადი საქმეების შედგენა და წარმოება;
ზ) მოსამსახურეთა პროფესიულ მომზადებასთან/გადამზადებასთან დაკავშირებული წინადადებების შემუშავება და ორგანიზაციული საკითხების უზრუნველყოფა/განხორციელება;
თ) სამუშაო აღწერილობების, საკვალიფიკაციო მოთხოვნების მომზადება/განახლება, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოვალეობებისა და სამუშაოს შესრულების შეფასების კრიტერიუმების დადგენა;
ი) მოსამსახურეთა სტაბილურობის, მოძრაობის და დენადობის თაობაზე სტატისტიკური მონაცემების შემუშავება, პერიოდული ანალიზი და შეფასება;
კ) სტაჟირებასთან და პრაქტიკის გავლასთან დაკავშირებული საკითხების კოორდინაცია/უზრუნველყოფა;
ლ) „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელება;
მ) კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი უფლებამოსილებებისა და ცენტრის ხელმძღვანელობის შესაბამისი დავალებების განხორციელება.
3. საორგანიზაციო სამსახურის ამოცანები და ფუნქციებია:
ა) ცენტრის მიერ ორგანიზებული ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;
ბ) მოსამსახურეთა საზღვარგარეთ სამსახურებრივი მივლინების, ვიზიტების დაგეგმვა, ორგანიზება და ვიზებით უზრუნველყოფა;
გ) დოკუმენტბრუნვის მოწესრიგება და საქმისწარმოების ერთიანი წესის დამკვიდრება;
დ) საქმისწარმოების საკითხებზე ნორმატიული და მეთოდური დოკუმენტების პროექტებისა და წინადადებების შემუშავება/დანერგვა;
ე) ერთიანი საქმისწარმოების (საიდუმლო/არასაიდუმლო) უზრუნველყოფა და არქივის მართვა;
ვ) ცენტრის სახელზე შემოსული და ცენტრიდან გასული კორესპოდენციის (სადუმლო/არასაიდუმლო) მიღება, დამუშავება, რეგისტრაცია, სისტემატიზაცია და დროულად მიწოდება ადრესატისათვის;
ზ) ხელმოსაწერად წარსადგენი/გასაგზავნი დოკუმენტების გაფორმების სისწორის კონტროლი;
თ) საქმეთა ნომენკლატურის (საიდუმლო/არასაიდუმლო) შემუშავება;
ი) საქმეთა შენახვისა და ჩამოწერის ორგანიზება;
კ) მოთხოვნის შემთხვევაში დაცული დოკუმენტების მოძიება, გაცნობის უზრუნველყოფა. ასლის დამზადება და გაცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ლ) წარმოებადასრულებული საქმეების მიღება, აღრიცხვა და შენახვა კანონმდებლობით დადგენილი წესით;
მ) კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი უფლებამოსილებებისა და ცენტრის ხელმძღვანელობის შესაბამისი დავალებების განხორციელება.
4. იურიდიული სამსახურის ამოცანები და ფუნქციებია:
ა) კომპეტენციის ფარგლებში ცენტრის სამართლებრივი უზრუნველყოფა;
ბ) სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
გ) საჭიროების შემთხვევაში, ცენტრში მომზადებული სამართლებრივი აქტების/პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა და შესაბამისი დასკვნების მომზადება;
დ) სამართალშემოქმედებითი საქმიანობა და მასთან დაკავშირებული სამუშაოების ორგანიზება/უზრუნველყოფა/შესრულება;
ე) კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების (დაკავშირებული ცენტრის საქმიანობასთან, მიზნებთან და ამოცანებთან) შესახებ გენერალური დირექტორისა და ცენტრის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფებისათვის ინფორმაციის მიწოდება;
ვ) სპეციალური მინდობილობის/რწმუნებულობის საფუძველზე, ცენტრის წარმომადგენლობა და ინტერესების დაცვა ყველა ინსტანციის სასამართლოში, სხვა სახელმწიფო ორგანოებთან, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებთან, აგრეთვე, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან ურთიერთობებში;
ზ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შესაბამისი უფლებამოსილებებისა და ცენტრის ხელმძღვანელობის შესაბამისი დავალებების განხორციელება.”.
4. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 9. საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახური
საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურის ამოცანები და ფუნქციებია:
ა) ცენტრის პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების სტრატეგიის შემუშავება;
ბ) ცენტრის საჭიროებიდან გამომდინარე, თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების დანერგვა და განვითარება;
გ) ცენტრის კომპიუტერული ტექნიკის და ლოკალური კომპიუტერული ქსელის გამართულად მუშაობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
დ) ახალი პროგრამებისა და სისტემების შესახებ მომხმარებლის ინსტრუქციების შემუშავება;
ე) ცენტრის პროგრამული უზრუნველყოფის სისტემაში ხარვეზების იდენტიფიცირება, მათი აღმოფხვრა და უწყვეტი მონიტორინგი;
ვ) კრიტიკული სისტემების სარეზერვო ასლების უზრუნველყოფა;
ზ) მაგისტრალური ოპტიკურ-ბოჭკოვანი და სხვა საკაბელო მეურნეობით ცენტრის სტრუქტურული ერთეულების უზრუნველყოფა;
თ) სათვალთვალო კამერების ნორმალური ფუნქციონირების მონიტორინგი;
ი) კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი უფლებამოსილებებისა და ცენტრის ხელმძღვანელობის შესაბამისი დავალებების განხორციელება.“.
5. მე-12 მუხლი ამოღებულ იქნეს.
6. მე-19 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 19. შრომის უსაფრთხოების სამსახური
შრომის უსაფრთხოების სამსახურის ამოცანები და ფუნქციებია:
ა) ცენტრში შრომის უსაფრთხოების და ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით, შრომის უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავება და მართვის სისტემის დანერგვა;
ბ) ცენტრის შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მარეგულირებელი დოკუმენტების განახლება, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
გ) უბედური შემთხვევების მოკვლევაში მონაწილეობა;
დ) ლიცენზიის მფლობელის ვალდებულების ფარგლებში, ბირთვული და რადიაციული მასალების მონიტორინგი;
ე) კონტროლი მომეტებული საშიშროების ობიექტებზე ფეთქებად, ხანძარსაშიშ და საშემდუღებლო სამუშაოების ჩატარებისას შრომის უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვაზე;
ვ) წინადადებების შემუშავება სახანძრო უსაფრთხოების სფეროში თანმიმდევრული პრევენციისა და მათზე რეაგირების შესაბამისი მოთხოვნების უზრუნველყოფისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე;
ზ) ცენტრის ყველა ობიექტისათვის სახანძრო საგუშაგოების, სახანძრო დაფების რაოდენობის, მათი დაკომპლექტების და ადგილმდებარეობის განსაზღვრა;
თ) ცენტრის ყველა ობიექტისა და შენობისთვის საევაკუაციო და ხანძრისქრობის გეგმების შედგენა;
ი) სახანძრო უსაფრთხოების საკითხებზე ინსტრუქციებისა და წინადადებების შემუშავება;
კ) ავარიის ლიკვიდაციისა და ლოკალიზაციის გეგმების შედგენაში მონაწილეობა;
ლ) კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი უფლებამოსილებებისა და ცენტრის ხელმძღვანელობის შესაბამისი დავალებების განხორციელება.".
7. 23-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.
8. 24-ე მუხლის:
ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) წნეხფორმების, ტვიფრების, საგამოცდო სტენდების, შესადუღებელი სამარჯვების სპეციალური და სტანდარტული მჭრელი იარაღების, საკონტროლო, მზომი იარაღების და სხვა დანიშნულების სამარჯვი-მოწყობილობების დამზადება, გამოცდა და ექსპლუატაციაში გადაცემა;“;
ბ) ,,ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
9. 28-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 281 მუხლი:
„მუხლი 281. VI საწარმო
VI საწარმოს ამოცანები და ფუნქციებია:
ა) ხის და ლამინატის მასალებით საოფისე და სხვადასხვა დანიშნულების ნაკეთობების წარმოება და მონტაჟი;
ბ) კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი უფლებამოსილებებისა და ცენტრის ხელმძღვანელობის შესაბამისი დავალებების განხორციელება.“.
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.საქართველოს თავდაცვის მინისტრიირაკლი ჩიქოვანი