„სურსათის/ცხოველის საკვების არაორგანიზებული წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 9 იანვრის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №168 |
|
2022 წლის 1 აპრილი ქ. თბილისი |
1. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3. ზოგადი მოთხოვნები
1. ამ წესის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მიზნების განხორციელებისათვის ოჯახური წარმოების სუბიექტის მიერ წარმოებული/გადამუშავებული სურსათი უნდა იყოს:
ა) უვნებელი;
ბ) მიკვლევადი, რისთვისაც მას თან უნდა ახლდეს ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ოჯახური წარმოების სუბიექტის რეგისტრაციის ნომერი.
2. ამ წესით განსაზღვრულ ოჯახური წარმოების სუბიექტზე არ ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული:
ა) სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სახელმწიფო კონტროლი;
ბ) ბიზნესოპერატორის აღიარება;
გ) ჰიგიენის წესები;
დ) მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესები.
3. ამ წესით განსაზღვრულ ოჯახური წარმოების სუბიექტზე, ვეტერინარული კონტროლისა და ფიტოსანიტარიული კონტროლის ფარგლებში, ვრცელდება ამავე წესის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნები.“.
2. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5. მოთხოვნები ოჯახური წარმოების სუბიექტის მიმართ
1. ოჯახური წარმოების სუბიექტი ვალდებულია, რეგისტრაცია გაიაროს სსიპ − სურსათის ეროვნულ სააგენტოში (შემდგომში − სააგენტო) და მიუთითოს მის მფლობელობაში არსებული საკუთრების სახეები, ამ წესის მე-4 მუხლის შესაბამისად.
2. ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების დაკმაყოფილებისათვის, ოჯახური წარმოების სუბიექტმა მიზანშეწონილია:
ა) აწარმოოს ჩანაწერები ყველა იმ პირის შესახებ, რომელსაც ის აწვდის სურსათს, გარდა საბოლოო მომხმარებლისა;
ბ) გაატაროს სათანადო ღონისძიებები სურსათის დაბინძურების თავიდან ასაცილებლად;
გ) დაბინძურების თავიდან ასაცილებლად, ჰქონდეს სურსათის წარმოებისათვის/გადამუშავებისათვის სათანადო სივრცე, ასევე სათანადო პირობებსა და დაცულ სათავსში შეინახოს მოხმარებისათვის მზა სურსათი და გამოსაყენებელი ინგრედიენტები ისე, რომ მზა სურსათი გამოცალკევებულ იქნეს ინგრედიენტებისაგან;
დ) დაიცვას სურსათთან შეხებაში მყოფი ყველა საგანის, აღჭურვილობისა და მოწყობილობის სისუფთავე;
ე) დაიცვას სურსათთან შეხებაში მყოფი ზედაპირების სისუფთავე;
ვ) სურსათის წარმოებისათვის გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სასმელი წყალი;
ზ) არასასმელი წყალი გამოიყენოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის გავლენას არ ახდენს სურსათის უვნებლობაზე, მაგალითად, როგორიცაა, ხანძარსაწინააღმდეგო და დასუფთავების ზოგიერთი ქმედებები;
თ) გაიტანოს მყარი და თხევადი ნარჩენები;
ი) დაიცვას იატაკის სისუფთავე;
კ) ჰქონდეს სათანადო სამაცივრო სივრცე იმ სურსათისათვის, რომელიც საჭიროებს გაგრილებასა და შენახვას, პიკური მოხმარების გათვალისწინებით;
ლ) საჭიროების შემთხვევაში, დაიცვას სურსათის სათანადო ტემპერატურით დამუშავებისა და შენახვის პირობები;
მ) აუცილებლობის შემთხვევაში, ჰქონდეს წყლის შენახვისა და მიწოდებისათვის საჭირო მოწყობილობები, რომლებიც დაცული იქნება დაბინძურებისაგან;
ნ) სათავსი გაანათოს იმგვარად, რომ სურსათის წარმოება/დამუშავება და სათავსის დასუფთავება განახორციელოს ეფექტიანად;
ო) სურსათის გადაზიდვისთვის გამოიყენოს სუფთა სატრანსპორტო საშუალებები;
პ) რამდენადაც შესაძლებელია, თავიდან აიცილოს მავნებლებისაგან პირველადი პროდუქტისა და მზა სურსათის დაბინძურება;
ჟ) სურსათის შესაფუთი მასალის სურსათთან უშუალო შეხებისას თავიდან აიცილოს სურსათის დაბინძურება;
რ) სურსათის დაბინძურების თავიდან ასაცილებლად, ქიმიური ნივთიერებები გამოიყენოს და შეინახოს უსაფრთხოდ, სათანადო ინსტრუქციების შესაბამისად;
ს) სათავსის ჭერზე ან კედლებზე კონდენსაციის თავიდან ასაცილებლად, ჰქონდეს საკმარისი ბუნებრივი ან ხელოვნური ვენტილაცია.
3. ოჯახური წარმოების სუბიექტი ასევე ვალდებულია:
ა) შეასრულოს სააგენტოს მითითებები ეპიზოოტიის საწინააღმდეგო, პრევენციული, სალიკვიდაციო და საიდენტიფიკაციო-სარეგისტრაციო ღონისძიებების განსახორციელებლად;
ბ) ითანამშრომლოს შესაბამის უფლებამოსილ ორგანოებთან ცხოველთა დაავადების საწინააღმდეგო სადიაგნოსტიკო, პრევენციული და სალიკვიდაციო ღონისძიებებისა და ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის ღონისძიებების განხორციელებისას;
გ) უზრუნველყოს ცხოველთა (მათ შორის, შინაურ ბინადარ ცხოველთა) კეთილდღეობა;
დ) უზრუნველყოს ცხოველთა გადარეკვა, გადაყვანა და რეალიზაცია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ე) უზრუნველყოს ცხოველური წარმოშობის არასასურსათო დანიშნულების პროდუქტის განკარგვა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ვ) გადამდები დაავადებების, აგრეთვე ცხოველთა მასობრივი მოწამვლა-მოშხამვის შემთხვევების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტოს;
ზ) შეასრულოს სააგენტოს მითითებები ეპიზოოტიის საწინააღმდეგო, პრევენციული და სალიკვიდაციო ღონისძიებების განსახორციელებლად; ითანამშრომლოს შესაბამის უფლებამოსილ ორგანოებთან ცხოველთა დაავადების საწინააღმდეგო სადიაგნოსტიკო, პრევენციული და სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელებისას;
თ) შეასრულოს სააგენტოს მითითებები იმ მავნე ორგანიზმის მასობრივი გავრცელების თავიდან ასაცილებლად, რომელიც საფრთხეს უქმნის მცენარის სიჯანსაღეს;
ი) ითანამშრომლოს შესაბამის უფლებამოსილ ორგანოებთან მავნე ორგანიზმების გავრცელების საწინააღმდეგო, პრევენციული და სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელებისას;
კ) საკარანტინო მავნე ორგანიზმების გამოვლენის ან/და მათ შესახებ ეჭვის არსებობის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტოს.“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სურსათის/ცხოველის საკვების არაორგანიზებული წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 9 იანვრის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „სურსათის/ცხოველის საკვების არაორგანიზებული წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 9 იანვრის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 01.04.2022.
- როდის იქნა მიღებული „სურსათის/ცხოველის საკვების არაორგანიზებული წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 9 იანვრის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- „სურსათის/ცხოველის საკვების არაორგანიზებული წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 9 იანვრის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 01.04.2022. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №168. სარეგისტრაციო კოდი — 240110000.10.003.023379.
- რამდენი მუხლისგან შედგება „სურსათის/ცხოველის საკვების არაორგანიზებული წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 9 იანვრის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „სურსათის/ცხოველის საკვების არაორგანიზებული წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 9 იანვრის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „სურსათის/ცხოველის საკვების არაორგანიზებული წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 9 იანვრის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 01.04.2022 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „სურსათის/ცხოველის საკვების არაორგანიზებული წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 9 იანვრის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №168, 01.04.2022, სარეგისტრაციო კოდი 240110000.10.003.023379 (კონსოლიდირებული რედაქცია 01.04.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5428012/